მიწა ხარ და მიწად იქცევიო-ერთ ბრძენს უთქვამს,ჰოდა ცოტა ხნის წინ ბებიაჩემი (რომელიც მიწა ნამდვილად არ იყო) მიწად არ იქცა,მარა მიწაში კი დაიდო ბინა.
ბოლო დროს,როგორც ხდება ხოლმე,ზიზღი უფრო მამოძრავებდა ამ დაჭმუჭნული მოხუცისადმი და ამ ზიზღს მისი გაფანტული სკლეროზისგან გამოწვეული ბოდვაც ამძაფრებდა.
მაგრამ…ჩვენ ხომ მხოლოდ საყვარელი ადამინის სიკვდილის შემდეგ ვაცნობიერებთ რამდენად საყვარელი იყო ის ჩვენთვის.
იმ დილით ბებომ მკითხა ღამე ჩემს გვერძე რატომ არ დაიძინეო,მე გამეღიმა და ვუთხარი დღეს ღამე დავწვები შენთან თქო.იმ ღამეს არა,მაგრამ დასაფლავებიდან დაბრუნებულმა ბებოს საწოლს მივაშურე და პირობა ავუსრულე-მასთან დავიძინე.
სენტიმენტებს აღარ მოგაფრქვევთ და სათქმელზე გადავალ:
ნათესაობის თავყრილობებისთვის მშვენიერი შემთხვევაა სიკვდილი.ამ დროს 20 წლის უნახავი დედის ბიძის ნათლულის მეზობლის ძმისშვილი მოდის,გისამძიმრებს(თუმცა მკვდარი თვალითაც არ ჰყავს ნანახი),ამ დროს ჭირისუფლის ტკივილით სავსე ხმა მკვდარს დაჰყვირის “ადე ადე შენ კუბო არ გიხდებაა” , ” სად მიგარბენინებდა ” , ” შვილებს ვის უტოვებ,ვიის” და ა.შ.
მაპატიეთ ირონია,მაგრამ ეს ყველაფერი დადგმულ შოუდ მეჩვენებოდა ყოველთვის.
ასეთ სცენებს პანაშვიდზე წააწყდებით,სადაც კუბოს გარშემო სკამებია ჩამწკრივებული,კუბოს წინ ოჯახის წევრები სხედან და მოსთქვამენ.პანაშვიდზე მოსული ახლობლები წრეს ურტყამენ მიცვალებულს,ამ დროს “ზილინა,ზილინა” მაგსენდება სულ და სიცილს ვერ ვიკავებ.ეს ირონიაც მაპატიეთ.
ყველაზე ცუდი ის მომენტია,ოთახი სამძიმარზე მოსული ხალხით რომაა სავსე,შენ კი ტუალეტში მოგინდება და ერთი ვაივაგლახით რომ ცდილობ ჩუმად მოფსმას.
ამ დროს მეზობლები ფულს კრეფენ და სიას ადგენენ-ვინ რამდენი დადო და ვაი იმას ვისაც იმაზე ნაკლები ფული მიუცია ჭირისუფლისთვის,რამდენიც მან დადო თავის დროზე.ჩათვალეთ რომ ერთი მტრით მეტი გყავთ.
პანაშვიდი ჩავამთავრეთ,ახლა დასაფლავების დროა.
აქ იწყება ყველასთვის სანუკვარი მისი აღმატებულება -ქელეხი.
აქ იკრიბება მეზობლობა,ნათესაობა,სამეგობრო,ერი და ბერი.
იცით რა არის ყველაზე ამაზრზენი?როცა საქართველოში ადამიანი კვდება,პირველ რიგში ქელეხის მენიუზე ფიქრობენ.რა ჯობია პანაშვიდზე იმაზე ბჭობას,ხაშლამა სოკოთი გააკეთონ თუ ხორცით.
რაც შეეხება ძაძების ტარებას-იცით,მე ბებიაჩემის სიკვდილმა ძალიან დამწყვიტა გული,მაგრამ ვერანაირი შავი ტანსაცმელი ამას ვერ გამოხატავდა.შეიძლება მე წითელი შარვალი და ცისარტყელისფერება მაისური მეცვას,მაგრამ ყოველღამე ვტიროდე და ბებო მენატრებოდეს.
შეიძლება მე ცრემლი არავის დავანახო (ესეც ჩემი პრინციპების გამო) ,მაგრამ ტუალეტში შევიდე ,პირსახოცი ჩავიბღუჯო პირში და ვიბღავლო.
განა გულისამრევი არაა დროისტარებაში გადასული სამგლოვიარო სუფრა?(რომლის არსსაც ვერ მივხვდი და ვერც მივხვდები)
და ბოლოს-რჩება საფლავი,ბევრი მოგონება,ნოსტალგია და ფიქრები ორმოცის სუფრის მენიუზე.
ეს არის სიკვდილი ქართულად.
