ღამის ტრაგედია

უბედურ ადამინებს ღამე უძილობა სჩვევიათ.

მთელი დღე სუნთქვით  დაღლილ, მობეზრებულ სხეულს რომ მიაგდებ ცივ ლოგინზე და კედელს მიაშტერდები ცარიელი თვალებით ,მაშინ იწყება მთელი უბედურება…

კედელი კედელიაო-იტყვის მავანი.ჰეჰ,მავანო,შენ ღამე არ გინახავს კედელი როგორ საშინელ მუტანტად გადაიქცევა ხოლმე.კაცობრიობის მთელ ამაოებას ინახავს თითქოს და მთვარის შუქს ელოდება რომ ყველა ბინძური საიდუმლო გაგიმხილოს . როგორ არ იბზარება და ინგრევა ნეტავ…

გვერდით გაიხედავ და ახლა მეორე კედლიდან გიმზერს მარტოობა,სასოწარკვეთა,სევდა …ღმერთო,საიდან ამხელა ირონია  ამ პატარა ცივ კედლებს?!

მერე შიშით გადამაქვს მზერა ფანჯრისკენ ,ჩემს წინ მდგარ ჭუჭყიან კორპუსს ვარიდებ თვალს და მის მიღმა  სამ მაღალ ხეს ვუმიზნებ დაღლილ თვალებს.თითქოს სული ყვირის შიგნიდან აი სწორედ ამას ვეძებდიო და მეც გახარებული თვალს არ ვაშორებ სიბნელისგან ჩამუქებულ ფოთლებს.

ქარია თითქოს…ხეებმა გათქვეს  ფუღუროიანი ტოტების მოძრაობით.აბა ქარის გარდა ვის შეუძლია მათი აცეკვება ასე აღტაცებით..საოცარი სანახაობაა.თქვენ კი გძინავთ,ადამიანებო. აჰჰ,თუმცა ხო..ახლა მხოლოდ უბედურებს თუ ღვიძავთ. ეჰჰ რომ  იცოდეთ თქვენი ბედნიერება რამდენაც ცრუა,ალბათ ფანჯარაში გექნებოდათ გამოყოფილი ეგ ყოფითი უაზრობებით გამოტენილი თავი  .

მაგრამ არა..თქვენ ახლა კმაყოფილი სახით ხვრინავთ და საქონლის შეკმაზული ხორცი გესიზმრებათ…

ამ დროს კი ხეების მაღლა ელვა დაიკლაკნა  და ეს მომსპარი სახე გამინათა.სახეო ვამბობ,მაგრამ განა მარტო სახე..მთლიანად გამანათა მეც ,თქვენც და ისიც…

ადამიანო,რომ იცოდე რა ამაღლებული გრძნობაა ელვის მერე წამებს რომ ითვლი ჭექა-ქუხილის ხმის გაგონებამდე…1..2..3..4..და მერე თითქოს  მიწა იხსნება ,მთები ინგრევა,ოკეანის ტალღა ეჯახება უზარმაზარ კლდეს  და ასე ამბობს ბუნება პირველ სიტყვას-დედა-მიწა.

შენ ამ დროს გძინავს და ღორის ღრუტუნი გესმის შენივე სულიდან,ადამიანო.იმასაც ვერ ხვდები რა ეგოისტი ხარ,როცა პირველ სიტყვას “დედას” ამბობ.აი ზუსტად ამ მომენტიდან გვავიწყდება მიწა ადამიანებს. ჩვენი დედა-მიწა.

და მაინც რა დამღლელია ღამე თავისი ხმაურიანი ცივი კედლებით,უძილობისგან გატანჯული თვალებით,დაკაწრული სულით,საკუთარი ხელებით მიხრჩობილი არსებობით…

დრო რომ იწელება ჩემიდან შენამდე ახლართული მანძილივით,მერე ბოლოსდაბოლოს ეს ნატანჯი სხეული სიზმრების სამყაროკენ იღებს გეზს.

იავნანას მაგივრად კი სიბნელეში გასროლილი ტყვიასავით მძიმე და საზიზღარი ღრუტუნი მესმის …ადამიანის სულიდან.

მერე კი გიკვირთ უბედურებს რატომ სჩვევიათ ღამე უძილობა….

Advertisements

10 comments on “ღამის ტრაგედია

  1. და როცა ცივ ლოგინზე გდიხარ და ფანჯრიდან იხედები, ხვდები , რომ ერთი მეგობარი არასდროს დაგტოვებს.. მთვარე ..

  2. მაგარი რამეა!!! შენს მოტხრობებს ძალიან დიდი აგიარება მოელის და ამ საქმეში ცოტაოდენ წვლილს მეც შევიტან!!!

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s