თეთრი კედლები

ახლა ცა თეთრია და მონოტონურად ასხივებს უჩვეულო სიმშვიდეს,უმოძრაობას,რაღაც უცნობი აუცილებლობით გამოწვეულ სევდას.დედამიწა მართლაც ერთი დიდი საგიჟეთია და სხვა რა უნდა ფარავდეს, თუ არა თეთრი კედლები.ალბათ ამიტომაც მიყვარს შემოდგომის სუსხიანი ამინდები,თითქოს რაღაც ლოგიკა დევს მასში,თითქოს ეს არის დედამიწის ჭეშმარიტი მდგომარეობა.

ეს საუკეთესო დროა იმისთვის,რომ გააკეთო ის,რაც ჯერ კიდევ სიამოვნებას განიჭებს.ეს კი დიდი თავსატეხია ჩემნაირი ადამიანისთვის,რომელსაც დიდი ხანია აღარაფერი ანიჭებს სიამოვნებას.კალამი ან ფუნჯი,,ხეტიალი ან წიგნი….დავფიქრდი და ისევ კალამი მოვიმარჯვე.ხელს ეუცხოვა კიდეც,რამდენი ხანია წერის ხალისიც დავკარგე,სიტყვები ზოგჯერ იმაზე მეტად ოღონო გეჩვენება,ვიდრე ისინი სინამდვილეში არიან.

ჩვენი წარმოდგენები ხშირად არის არასწორი,ფანტაზიის საბურველში რეალობა გვეკარგება და ასე ილუზიებში ვაგრძელებთ არსებობას.და იქნებ ისედაც ილუზიებში ვართ,ან საერთოდაც არ ვარსებობთ?როცა ამ აზრს ერთხელ შეუშვებ თავში,მთელი ცხოვრება აღარ მოგასვენებს ამაზე ფიქრი.ყოფნა-არყოფნა,არსებობა-არარსებობა…

ამ გაურკვევლობაში,გაუფასურებულ საგნებში და გრძნობებში რაღაცები მაინც მენანება გასაქრობად..და სანამ მენანება, ყველაფერი არც ისე ცუდადაა,როგოც ერთი შეხედვით ჰგონია ჩემს ლოგიკას.

ერთმა გენიოსმა თქვა ადამიანი მაშინ გიჟდება,როცა მხოლოდ ცარიელი  ლოგიკა რჩებაო,მე კი მგონია ადამიანი ისედაც გიჟად იბადება,ოღონდ თვითონაც არ იცის,სხვებმაც არ იციან.

ჩვენ-ჩვენს პალატებში ვართ გამოკეტილები და საკუთარ წარმოდგენებში ვინთქმებით.ინთქმება მთელი სამყაროც.

შეშლილი,შეშლილი,შეშლილი სამყარო.

ღრუბლიან ცას და სველ მიწას  სენტიმენტალური მელოდიებიც ისე უხდება,როგორც არც ერთ ამინდს.ასეთ დღეებში განსაკუთრებულად ვგრძნობ ადამიანურ სევდას,ოღონდ ეს სევდა ისეთია,ნებისმიერ ბედნიერ მომენტს სჯობს თავისი განსაკუთრებული სიმშვიდის შეგრძნებით.

მე მინდა სიკვდილიც ასეთი სიმშვიდე იყოს.მარადიული სიმშვიდე.

მაგრამ არაფერია მარადიული,თვით მარადისობაც კი.

სიკვდილი კი ისეთივე ხმაურიანია,როგორიც სიცოცხლე.

რთულია ასეთ ხმაურში სიმშვიდის პოვნა.

მაგრამ დღეს ცა თეთრი კედელია.

გიჟებს კი უყვართ თეთრი კედლები.

 

 

 

Advertisements

One comment on “თეთრი კედლები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s