ჩრდილი

ცივი ნიავის შემოლაწუნებამ გამოაფხიზლა წვიმიან გზაზე მიმავალი მატეო.დინჯი ნაბიჯები ოდნავ შეანელა და გარშემო მიმოიხედა-ჩაბნელებულ ქუჩას მთვარის მკრთალი შუქი ანათებდა.გარშემო არავინ ჩანდა,მხოლოდ წვიმისგან გაწუწული მაწანწალა ძაღლი მიძუნძულებდა უმიზნოდ.რაღაცით მგავსო-გაიფიქრა,გამხდარი ტანით უკან შემოტრიალდა და სახლის გზას დაადგა.

უკვე ჩვევად გადაქცეოდა უცნობ ქუჩებზე გაუთავებელი ხეტიალი წვიმასა თუ ქარში,უფრო სწორად , სწორედ  ქარი და წვიმა შთააგონებდა სახლიდან გასვლას.

ფიქრებიდან რომ გამოერკვა,უკვე სახლის ზღურბლზე იდგა.ხის ძველი კარი ჭრაჭუნით გაიღო…ოთახში შესულ ადამიანს პირველ რიგში სიგარეტის მძაფრი სუნი ეცემოდა,რომელსაც თითქოს კვალად ემჩნია ის ერთფეროვანი დღეები,მარტოობაში რომ ატარებდა.იატაკზე მუდამ წიგნები იყო მიმოფანტული,წიგნები და ღვინის ცარიელი ბოთლები.მარტოსული ადამიანისთვის იდეალური საცხოვრებელი იყო,ყოველშემთხვევაში ასე ფიქრობდა მატეო.

სახლში შესულმა იატაკზე დაგდებულ ბოთლში დარჩენილი ღვინო შესვა და უზომოდ ღონემიხდილი დაემხო აულაგებელ ლოგინზე.

უძილობისგან გატანჯულს ერთადერთ ნუგეშად წარსულის ბედნიერი დღეების გახსენება ჰქონდა.იყო კი ბედნიერი ის დღეებიო-ხშირად ფიქრობდა…ცხოვრების ბასრი კლანჭებისგან დასერილს ბედნიერებაშიც  ეჭვი ეპარებოდა და არსებობაშიც.ერთ გაუთავებელ კოშმარს უფრო აგონებდა თავის ყოველღიურობა,ვიდრე რეალურ არსებობას.თითქოს ცხოვრება სადღაც პარალერულ განზომილებაში  ემალებოდა,ის კი ვერაფრით მოხვედრილიყო მასთან.

***

„-აჰჰ,ჯანდაბა!ნუთუ ისევ გათენდა…“ -ნამძინარევი ხმით წაიჩურჩულა  მატეომ.მზის სხივების დანახვა ვამპირივით ეჯავრებოდა და უმოწყალოდ მანჭავდა გატანჯულ სახეს.

იქვე,ლოგინთან დაგდებულ სიგარეტის კოლოფს დაავლო ხელი,შიგნით დარჩენილ უკანასკნელ ღერს მოუკიდა და ისე ღრმად ჩაისუნთქა იაფასიანი კვამლი,ერთი წამით შეეშინდა კიდეც ფილტვები არ გამისკდესო.

უცებ მთელი სხეულით შეხტა,როცა ლოგინის გვერძე მდგარ სავარძელში მჯდარი საკუთარი თავი დაინახა.

-გამარჯობა მატეო,ბოდიში თუ შეგაშინე..თუმცა ეს ბუნებრივიც კია,ადამიანებს ხომ ყველაზე მეტად საკუთარი თავის დანახვა აშინებთ,არ მეთანხმები?

-გაქრი,გაქრი!ეს უბრალოდ ილუზიაა,სულ იმ იაფასიანი ღვინის ბრალია,ეშმაკმაც დალახვროს,ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის!

მატეო გაცხარებით იფშვნეტდა თვალებს ,მაგრამ ვერაფერს უხერხებდა სავარძელში მჯდომ უცნაური კმაყოფილებით თუ სიმშვიდით აღსავსე თავის ანარეკლს.

-ჰმ,ილუზია…ცდები,ძვირფასო,ილუზია მხოლოდ ის არის ,რაც აქამდე ყოფილა:შენი მონოტონური ყოფა,ის სახეები ,რომლებსაც ყოველდღე ხედავ ქუჩაში,ეს იაფასიანი ღვინოც კი ილუზიაა…მე ყოველთვის ჩრდილივით დაგყვებოდი უკან,შენ კი ვერ მხედავდი,ან არ გინდოდა უკან მოხედვა .ნუთუ ვერ ხედავ რას დაემსგავსე?ნიჰილიზმსა და მელანქოლიაში ჩაძირულ არსებას,რომელსაც მთელი გონება წარსულის უდარდელ დღეებში ჩარჩენია,დღევანდელ დღეს კი კაზინოში მოგებული ფულივით ფანტავს აქეთ-იქით.

არა მატეო,სამყარო სულაც არ ჰგავს სამოთხეს,ალბათ ჯოჯოხეთს უფრო…რა თქმა უნდა,ადამიანურ სამყაროს ვგულისხმობ თავისი ატომური ბომბებით,საგადასახადო ქვითრებით,უშნო შენობებითა და თავად ადამიანებით. მაგრამ ამქვეყნად ყველაფერი ინი და იანის ერთობაა,ეს ხომ შენ თვითონაც კარგად იცი,ბევრჯერ გიფიქრია ამაზე,თავად ვარ მოწმე.

-ეს სიგიჟეა!გავგიჟდი!მაგრამ…თუნდაც ასე იყოს,ბოლომდე მითხარი რისი თქმაც გინდა და გაქრი!

_სიგიჟე…საოცარია არა? ადამიანები მაშინ გიჟდებიან,საკუთარ თავს რომ შეიცნობენ,ნეტავ რას ხედავენ იქ …შენ რას ხედავ მატეო? შენს მეს,რომელშიც სიცოცხლის და ბედნიერების სურვილი პატარა ბავშვივით დახტის მოუსვენრად-აი რას ხედავ.სწორედ ესაა შენი პრობლემა-ამ ნაპერწკალს სადღაც მივიწყებულ კუთხეში ჩქმალავ,ალბათ ვერ აცნობიერებ,რომ შენც ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი ხარ,ცხოვრება კი ყოველ წამს მოკლდება.ძნელია იყო ბედნიერი,უსაშველოდ ძნელია და ეს შენ ჩემზე უკეთ იცი,ისიც ძნელია დაინახო კარგი,მაგრამ იქნებ ზოგჯერ ჯობია მხოლოდ კარგს უყურო და ცუდისკენ საერთოდ არ მიმართო მზერა?მხოლოდ ზოგჯერ…

შენ ბედნიერი უნდა იყო თუნდაც იმით,რომ  არაცნობიერის სიღრმეებში ჩააღწიე და ახლა შენს თავს ესაუბრები.სწორედ ამ დროს ხდება ადამიანი ერთი მთლიანობა- საკუთარი თავი.ეს ყველას როდი ძალუძს ძვირფასო მატეო.განა ვერ ამჩნევ ქუჩაში  მიმავალ უსახო ადამიანებს,რომლებსაც ჩრდილიც კი არ დაყვებათ უკან?დააკვირდი,უთუოდ შენიშნავ.ისინი ნახევარადამიანები არიან და ხშირად  ასე ნახევრად მყოფები კვდებიან.

ახლა კი,ჩემო მეგობარო,დროა ჩემს ადგილს დავუბრუნდე შენში…დანარჩენი შენთვის მომინდია,დროა შენი მზერა წარსულიდან აწმყოზე გადაიტანო და მომავალი შექმნა.

სავარძელში მჯდომი ანარეკლი მატეოსკენ დაიძრა,ეს უკანასკნელი კი გაფართოებული თვალებით მიშტერებოდა თავისკენ მომავალს,თითქოს მოძრაობის უნარი წართმეოდა ისე იჯდა გაქვავებული ერთ ადგილას.ანარეკლი სულ უფრო ახლოს მიიწევდა მანამ,სანამ თავად მატეოს აცახცახებულ სხეულში არ შეაღწია. იმ წამს თითქოს სამყარო განათდა,რაღაცამ იფეთქა გონებაში და მთელ ცნობიერს მოედო.მატეომ ამდენი ხნის განმავლობაში პირველად იგრძნო ენით აღუწერელი სიმშვიდე,რაღაც ნირვანასეული შეგრძნება ერთიანობისა .

თვალებში უჩვეულოდ უკიაფებდნენ მრავალი წლის წინათ ჩამკვდარი ნათელი წერტილები.ოთახში მიმოიხედა,იქ აღარავინ იყო…ნელა ადგა და დინჯი ნაბიჯებით ფანჯრისაკენ გაემართა,რომლის მიღმაც სამყარო შეცვლილიყო.კარგად დააკვირდა ქუჩაში მოსიარულე ადამიანებს და შენიშნა ის,რასაც აქამდე ვერ ამჩნევდა-ისინი ნახევრები იყვნენ,მათ არ ჰქონდათ ჩრდილი.ცხოვრებისეული უაზრობების ქსელში გახლართულები დააბიჯებდნენ ჭუჭყიან ასფალტზე და თითქოს ფეხის ყოველი გადადგმისას საკუთარ ოცნებებს თელავდნენ.მატეოს კი  ცხოვრება წყუროდა,წყუროდა ისე ძლიერ,როგორც უდაბნოში ჩაკარგულ ადამიანს-წყალი.

დიდხანს იდგა ასე ,ჰორიზონტისკენ მიპყრობილი თვალებით,თითქოს თავად ჭეშმარიტებას უყურებსო.ბოლოს მთვარეც ამოიწვერა და ოთახი გაანათა,რომელშიც მატეოს უშველებელი შავი ჩრდილი მოჩანდა…

Human_shadow_stockxchng

Advertisements

3 comments on “ჩრდილი

  1. კარგი პოსტია ძალიან მომეწონა და თან საინტერესოც :3 თუ არ დაგეზარება შემომარე დიდიხანია არ დამიპოსტავს და ვბრუნდები მგონი …

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s