pathetic

მიყვარს ნოემბრის ქარიან ამინდში სეირნობა.ასე მგონია,თითქოს  საუკეთესო დრო იყოს იმისთვის,რომ  ადამიანმა ჭეშმარიტებას მოჰკრას თვალი,თანაც მოულოდნელად. უცნაურია,სულ ასე მემართება-წამის მეასედში  შევეჩეხები ხოლმე  მის თვალებს,მაგრამ ისე უცბად ქრება,თითქოს არც არასდროს არსებულა.

მეც ვაგრძელებ გზას,ფეხით ცივ მიწაზე დაფენილ ფოთლებს ვფანტავ აქეთ-იქით და ვფიქრობ-ადამიანმა სიცოცხლე რომ იგრძნო ან უნდა გტკიოდეს,ან ბედნიერი იყო.საოცარია,ყოველთვის ტკივილის გზას ვირჩევ (ან თვითონ ვყავარ აკვიატებული).აი ახლაც,სუსხშერეულ ქარში დავდივარ,მცივა უღმერთოდ და ვგრძნობ,რომ ცოცხალი ვარ.კაცმა რომ თქვას, არც კი ვიცი ეს ტკივილია თუ ბედნიერება-სხეულს სცივა,მაგრამ სახეზე ეს კმაყოფილი ღიმილი უცნაურად დამთამაშებს.

რას გაუგებ ადამიანს.

ნოემბრის ქარიან ამინდში მოსერინეს განსაკუთრებით.

არის ამაში რაღაც პათეტიკური,მაგრამ ეშმაკსაც წაუღია,რადგან თავს კარგად ვგრძნობ.აბა სხვაგვარად როგორ შეიძლება,როცა უყურებ ქარის დაბერვაზე როგორ სცვივა ხეებს ფოთლები.

ასეთ მომენტებში იბადება ხოლმე შიში დაკარგვის,უფროსწორად კი დამთავრების.ასეა,არ უყვართ ადამიანებს,როცა რაღაც მთავრდება.იქნებ ეს სიკვდილის შიშის თავისებური გამოვლინებაცაა…წამის გაჩერების დაუოკებელი წყურვილი გამრავლების და შიმშილის  ინსტინქტებსაც კი შეიძლება შეედრას თავისი სიძლიერით.

თუმცა ჯერ კიდევ ძველ  საბერძნეთში მიხვდა პირველად ადამიანი,რომ  ”ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შევიდოდა,რადგან დინება იცვლება” (ჰერაკლიტე),მაგრამ დღემდე მაინც ჯიქურ ცდილობს დინების გაჩერებას,მოუხედავად იმისა,რომ იცის -ეს შეუძლებელია.

საინტერესოა,რატომ გვაქვს თითქმის სექსუალური ლტოლვა ყველანაირი აბსურდისაკენ და რატომ ვფიქრობ ამაზე ნოებრის ქარიან ამინდში.

თუმცა რას გაუგებ ადამიანს.

ნოემბრის ქარიან ამინდში მოსერინეს განსაკუთრებით.

Advertisements

2 comments on “pathetic

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s