შიმშილი

ისევ ეს თეთრი შეუვსებელი ფურცლები და ქაოსი მთელ ცნობიერებაში.ძნელია სიტყვების კომბინაციებში აბსტრაქციები ჩაატიო,ვერ თავსდებიან.მე კი უკვე მერამდენედ ზარმაცი მუზა ანკესზე წამოვაგე და ტვინის ხვეულებში ჩალექილ არარაში გადავისროლე.

არ მინდა ისევ ხელცარიელი დავბრუნდე,თორემ შიმშილით მოვკვდები.მანამდე კი ახალნაწვიმარი მიწის სუნიც კმარა.ამ სუნში მთელ ისტორიას ვხედავ და ვგრძნობ ცხადად.მის ფენებში ჩასამარებულ ცივილიზაციებს და ადამიანებს.კიდევ ერთხელ ვრწმუნდები,რომ სამყარო მუდმივი მდინარებაა,სადაც ოდესმე აუცილებლად ჩავიკარგები,ან შევუერთდები.

ჩვენ პოტენციური მიწაში ჩამარხული ისტორიები ვართ,რომლებიც შესაძლოა ვერცერთმა არქეოლოგმა ვერ აღმოაჩინოს.არარასა და არარას შორის მოქცეული არარა-ესაა ჩვენი არსებობა.მდინარე,რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული,მაგრამ მაინც მიედინება,თანაც ხმაურით.

ნეტავ მართლაც არსებობდეს რაღაც არსი ,ჰარმონია,უკანმოუხედავად შევუერთდებოდი და ვიქცეოდი მის ნაწილად.ერთია,პიროვნება დამენანებოდა მხოლოდ,ამდენი ხნის განმავლობაში რომ ვაწყობდი თავსატეხივით და ჯერაც არ დამიმთავრებია.ზედმეტად ბევრი ნაწილი დამეფანტა გზაში…

ახლა მშვიდად ვარ საკუთარ თავში,ციხესიმაგრეში.არც მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა და არც სიცოცხლით დაღლილი სიკვდილზე მეოცნებე.ეს ახლა,თორემ ისე ან პირველი ვარ ,ან მეორე,ან ორივე ერთად.

ახლა თვითკმარი ვარ და არაფერს ვითხოვ არც სამყაროსგან და არც საკუთარი თავისგან.ეს იშვიათი შეგრძნება ყველაფერს მირჩევნია.მცირე საკვები სულისთვის…მეტს არც ვითხოვ.

მე ვარ მეთევზე,რომელიც საკუთარ თავში ისვრის ანკესს და დაფლეთილია კაუჭებისგან.

თუმცა სიმშვიდეში თვლემს.

არ უყვართ თევზებს ხმაური…

Advertisements

7 comments on “შიმშილი

  1. მე მაგაზე ვოცნებობ, მაგ სიმშვიდეზე. რომ წავიკითხე ახლა, კიდევ უფრო გამიმძაფრდა სურვილი. მე დიდი ხანია უკვე ‘ან მეორე’ ვარ და მალე თუ ჩემს ციხესიმაგრეში არ ჩავიკეტე, გავრეკავ :დ
    დატკბი ნენსი და დააფასე :შურიანისახით: 😀

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s