Мы разбиваемся

ამბობენ,რომ ყველა ადამიანი მარტოსულია
და რომ არცერთი ფოთოლი არ გავს მეორეს.

დღეს კაცი დავინახე დასერილი ხელებით,სიმთვრალეში ჩაკარგული
როგორ ეგდო ძირს და ქრებოდა,
ხმარებისგან გახუნებული ძველი სამოსივით,
ფეხის შესაწმენდად რომ გდია ყველა კარის წინ.

ჩემს ყველა შემოდგომას ერთი ფოთოლი აქვს,
დღიურში საგულდაგულოდ შენახული.
დღეს დავაკვირდი-არც ერთი არ არის ბოლომდე ყვითელი.
ამხელა სიყვითლეში ისე ანათებენ პატარა მწვანე ლაქები…
დავფიქრდი,ნეტავ იმ კაცის სულში თუ ვნახავდი წერტილს მაინც სიმწვანის.

Continue reading

სამსარა

მოხუცების სხეული მძიმეა,სული უფრო მეტად.
ყრმა ტირის,მისი სული საფუძველშივე მძიმეა.

გონება მძიმეა,მძიმე და კიდეებიანი.

კიდეს არ გადააბიჯო,გადაიჩეხებიო-გვეუბნება სხეული.

შენ კი პასუხობ-შემიძლია კი გადავაბიჯო?
გონება სასრულია.მე გეკითხები-შეუძლია სასრულს შეიმეცნოს უსასრულო?
დუმილი მრავლისმეტყველია.
ზოგჯერ შეუძლებელია სიზმარში ნაბიჯის გადადგმა და ლაპარაკი,მაგრამ როცა ვარდები,თვითგადარჩენის ინსტინქტი შემოგკრავს სილას და ფხიზლდები.
შენ კი ერთი გინდა-დაცემა.
დაცემა გამოფხიზლებაა.
უმოქმედობა-ყველაზე დიდი მოქმედება.
თვითრეფლექსია კიდეებს მიღმა დაცემაა/
მაგრამ ყოველ წამს,როცა დგამ ნაბიჯს და ვარდნის ნეტარებაში იკარგება შენი ეგო,გრძნობ როგორ გილაწუნებენ.
ლუციფერი დაცემული ანგელოზია.
ბუდა დაცემული ადამიანი.
უმაღლესი მწვერვალი ჰადესის ფსკერია.
ვინც ჰადესიდან ცოცხალმა გამოაღწია,სიკვდილი დაამარცხა.
სამყაროს მარადიული საშო კრონოსია.
ის,რაც იბადება,კვდება კიდეც.
ის,რაც იფურჩქნება,ხმება კიდეც.
ის,რაც დასაწყისია,არის დასასრულიც.
მარადიული მხოლოდ განმეორებაა-პირდაფშენილი გველი,რომელიც საკუთარ კუდს ლოღნის.
ადამიანი მძიმეა.
ძნელია კიდურების დამორჩილება,როცა ის სულს ეკუთვნის და არა სხეულს.
ძნელია ნაბიჯის გადადგმა და დაცემა.
მძიმეა მარადიული ვარდნის ატანა,როცა ქვემოთ მხოლოდ შავი სიცარიელეა.
ჩვენ ყველანი ვსხედვართ ნავში მარტონი და ველოდებით როდის გამოჩნდება ჰორიზონტზე ხმელეთი.აბსურდი კი კი ისაა,რომ ხმელეთი,რომელსაც ვეძებთ შესაძლოა სულაც არ იყოს ჰორიზონტზე გამოჩენილი,არამედ ოკეანის ფსკერი.
და ალბათ სადღაც პარალელურ განზომილებაში არსებობს ნაპირი,რომელიც სავსეა ტალღისგან გამორიყული ცხედრებით.
ამ სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია.
და მე მეშინია ფეხი გადავდგა ჩემი ნავიდან ,რადგან არ მინდა თვალების გახელისას ნაპირზე გამორიყული ჩემი სხეული დავინახო.

ეს სიმძიმეა.

Ouroboros_by_zarathus

პრომეთე

მე ყოველ ღამე ვუყურებ როგორ იხრჩობა მზე ოკეანეში.

ვალდებულების არომატნარევი ნუგეშივით უღონო ვარ ამ დროს.ან როგორ ვუშველო? რომ შემეძლოს ორივე ხელს შემოვახვევდი  და   მანამდე მეჭირებოდა,სანამ ფერფლად არ ვიქცეოდი. ან..ან სულაც ოკეანეს დავლევდი მზის გადასარჩენად და მერე ცრემლებად გამოვდევნიდი ჩემგან…

თან რა ლამაზად კვდება…მუქ ვარდისფრად,ზოგჯერ წითლად ან ნარინჯისფრად.

პრომეთეს რეინკარნაცია რომ განეცადა,მზე იქნებოდა. ცეცხლს და სინათლეს აჩუქებდა ადამიანებს და მერე ჩაიღვრებოდა ჰორიზონტზე.

უზარმაზარი გავარვარებული ბურთულა,რომელიც მუდმივ წვაშია და ამ წვით აქ- პატარა დედამიწაზე სიცოცხლეს უფრთხილდება.

მზეშიც კი რამხელა ტრაგიზმია,ღმერთმანი.

Continue reading

ბეთჰოვენის უკვდავი სიყვარული

ბეთჰოვენის სიკვდილის შემდეგ (1827),მის პირად დოკუმენტებში აღმოჩენილ იქნა სასიყვარულო წერილი,რომლის ადრესატის ვინაობა უცნობია.კომპოზიტორი მას იხსენიებს,როგორც- “უკვდავ შეყვარებულს”  (immortal beloved) .

წერილი ამაღელვებელია თავისი შინაარსით,სიტყვებით,ემოციით,თავად ის ბუნდოვანებაც კი განსაკუთრებულ ელფერს სძენს.მისი წაკითხვის შემდეგ საოცარი სევდა დაეუფლება რომანტიკოს ( და არა მარტო) ადამიანს ,რომელიც გაიაზრებს,რომ ჩვენს თანამედროვეობაში ასეთი სიტყვები იშვიათად თუ იწერება სიყვარულისთვის.

ეს არ არის წერილი,ესაა ემოცია,გრძნობა,ტკივილი…

a.aaa-bethoven-music

ახლა კი დროა წარსულში ვიმოგზაუროთ:

Continue reading

არაფერი,მხოლოდ არაფერი და არაფერი არაფრის გარდა

ეს ერთი უბრალო ჩანაწერია არაფერზე.ან რაზე უნდა დაწეროს ადამიანმა,რომელიც არაფერს ხედავს არაფრის გარდა.ჰოდა მეც ვწერ მის აღმატებულება არაფერზე…

არაფერია ის,რომ ზოგიერთი ადამიანი უამრავი პრობლემით  იძინებს,მეორე დღეს კი იმავე პრობლემებით მიდის სკოლაში ან სამსახურში და იღიმის.

არაფერია ის,რომ მათი  ღიმილის გულწრფელობის ყველას სჯერა.მათ ხომ არ იციან,რომ იმ ადამიანის ფსიქიკაში მეტასთაზები მრავლდებიან.

ჩვენ ყველანი ავად ვართ. პრობლემებით,სევდით,რაღაცის ან ვიღაცის უკმარისობით,მოგონებებით,ნოსტალგიით,ჩვენი თავით.

მე…მე უბრალოდ ავად ვარ კორპუსებით,მანქანებით,სუპერმარკეტებით,ამდენი ხალხით,ხმაურით.

არის მომენტი,როცა ყველაფერი  ყელში გაწვება,არ გინდა დანახვა,არ გინდა მოსმენა,არ გინდა სუნთქვა,არ გინდა არსებობა.

და ეს ყველაფერი არაფერია.

მერე რა,რომ ყველა გარშემო გვატყუებს , ჩვენ კი არ ვკმარობთ და ჩვენს თავს ჩვენთვითონვე ვუგონებთ ტყუილს.

იცით,არსებობს ერთი კარგი გრძნობა-სიყვარული,რომელიც ადამიანებმა დიდი ხნის წინ დაივიწყეს.

თქვენ  ინტერესით უყურებთ ფილმებს ზომბებზე და “ფანტასტიკად” მიიჩნევთ,მაგრამ მიმოიხედეთ გარშემო,რას ხედავთ?არა,არა ადამიანებს კიარ შეხედოთ,არამედ მათში ჩაიხედეთ.აი ახლა რას ხედავთ? ზომბებს,მონსტრებს,მუტანტებს.

ჩვენ მტაცებელი ცხოველები ვართ,ყველაზე საშიში ქმნილებები მთელი დედამიწის ზურგზე.

 

ჩვენ ვისმენთ სხვის სევდას და გამოუსადეგარ რჩევებს ვიძლევით,იმას კი არ ვფიქრობთ,რომ უბრალოდ მოვუსმინოთ.

საზოგადოება კრძალავს ინდივიდს.კლდისკენ მიაქანებს და ხელს კრავს,ოღონდ ამას სუიციდი ქვია და არა მკვლელობა.იცით რატომ? იმიტომ,რომ მკვლელი ვერ ხვდება,რომ მოკლა.საზოგადოება ვერ ხვდება ,რომ სუიციდისკენ უბიძგებს ადამიანს მაშინ,როცა თუნდაც არ უსმენს.

და,რა თქმა უნდა,ეს ყველაფერი არაფერია.

არა-ფერი.

“უმნიშვნელო” ცხოვრებისეული მომენტები,რომელთაც ყურადღებას არ ვაქცევთ და ოლიმპიური სიმშვიდით ვუყურებთ.

შეიყვარეთ მოსმენა,შეიყვარეთ ადამიანები.ნუ კლავთ მათ,ნუ აცამტვერებთ ასე გრძნობებს,ნუ ქრებით,ნუ ემსგავსებით ორფეხა შეცდომებს.იყავით მართალი,თქვენს თავთან მაინც…

და ამის მერე ნუ იტყვით,რომ ეს ყველაფერი არაფერია.

ეგვიპტური მითოლოგია

ეგვიპტური მითოლოგია ერთ-ერთი ყველაზე  საინტერესოა მითოლოგიებს შორის.ზუსტად არაა ცნობილი მისი წარმოშობის დეტალები,თუმცა სხვადასხვა წყაროსა  და ისტორიკოსის  საშუალებით  მისი აღდგენა გახდა შესაძლებელი.

ეგვიპტელთა აზრით,ღმერთების სამყოფელს  “ური” ეწოდებოდა,რაც “ძველ ადგილს”  ნიშნავს.

სამყაროს შექმნის მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს.რას კულტის აღზევების შემდეგ,ქვეყანაში ჰელიოპოლისური (მზის ქალაქი) კოსმოგენია გაბატონდა.რომლის მიხედვითაც ყოველი ღვთაების წარმომქმნელი იყო ღმერთი ატუმი,რომელიც ნუნიდან (ქაოსიდან) არის მოვლენილი.

ატუმმა შექმნა შუს და ტეფნუტის  ღვთაებრივი წყვილი,რომელიც დედამიწასა და ცას შორის სივრცეს წარმოადგენდა.ამ წყვილმა შვა გები-დედამიწის ღმერთი და ნუტი-ცის ღმერთი.

 

ღმერთების პანთეონი:

 ქ. ჰელიოპოლისის 9 ღმერთი:

ატუმი,გები,ისიდა,ნეფთისი,ნუტი,ოსირისი,სეთი,ტეფნუტი,შუ.

პტა(პტახი,ფთა)-ცეცხლის ღმერთი,ღმერთების მამა.

ამონი (ამონ-რა)-მზისა და ნაყოფიერების ღმერთი.

გები-დედამიწის ღმერთი.

შუ-მზის გასხივოსნებული სივრცის ღმერთი.

რა-მზის უზენაესი ღმერთი.

ოსირისი-მზის,ნილოსის,ქვესკნელისა და მიცვალებულთა უზენაესი ღმერთი.

ხონსუ-მთვარის ღმერთი.

სოპი-მკვდრების მფარველი ღმერთი.

თოთი-მთვარისა და ჟამთასვლის,სიბრძნისა და სამართლიანობის,ზომა-წონის ღმერთი.

სეტი-ქარიშხლის მხეცსახოვანი ღმერთი.

ანხური-ომის ღმერთი.

ბესი – ცეკვა-სიმღერის მფარველი ღმერთი.

ანუბისი-სიკვდილის ღმერთი.

სოთისი-ნილოსის მომყვანი ღმერთი.

აში-ლიბიის უდაბნოს ღმერთი.

სებაკი-სიცხის ღმერთი.

აპისი-ნაყოფიერების ღმერთი(წმინდა ხარი).

აპედაკი-მზის ღმერთი ძვ.წ. 15-14 ს.ს.

ატუმი-მეროიტების სამეფოს მთავარი ღმერთი.9 ჰელიოპოლისელი ღმერთის მბრძანებელი.

ხნუმი-ნაყოფიერების,წყალთა და მთათა მბრძანებელი შემოქმედი ღმერთი.

ნეფერტემი-მიცვალებულთა გზამკვლევი ღმერთი.

სეთი-უდაბნოსა და ქარიშხლის ღმერთი.

ჰოროსი-კეთილი ძალების ღმერთი (შევარდნის სახით).

ნეპერი-ხორბლის ღმერთი.

ნემთი-მგზავრთა მფარველი ღმერთი.

იქი-მუსიკის ღმერთი.

შესემუ-მეღვინეობის მფარველი ღმერთი.

შონი-ვაზის მფარველი ღმერთი.

უპუატი-ღმერთი-მზვერავი.

 

მონთი-შევარდნისთავიანი ღმერთი.

სოთისი-ნილოსის ღმერთი.

მინი-ფალოსის ღმერთი.

ჰანუმანი-მაიმუნების ღმერთი.

სობეკი-ღმერთი ნიანგი.

ხეპრე-ხოჭოსსახიანი ღმერთი.

სერაპისი-ცისა და ქვესკნელის,მკურნალი,ბუნების კვდომისა და გაცოცხლების გვიანდელი ეგვიპტურ-ბერზნული ღმერთი.

ანჯეტი-ქ. ბუსირის მფარველი ღმერთი.

მაატი-მსოფლიო წესრიგის ქალღმერთი.

ნ (ე) იფა-ცეცხლოვანი სივრცის ქალღმერთი.

სატისი-ანკარა წყლის ქალღმერთი.

 აფორა-პირველყოფილი წყვდიადისა და მასში დაფარული შუქის ქალღმერთი.

ბუტო-წყლის ქალღმერთი,ოსირისისა და ისიდას შვილების ძიძა.

ისიდა-ნაყოფიერების,სიცოცხლისა და დედაშვილობის მფარველი ქალღმერთი.

ნეფთიდა (ნეფთისი)-სიცოცხლისა და ოჯახის მფარველი ქალღმერთი.

ნუტი-ცის ქალღმერთი.

ანუკეტი-წყაროთა ქალღმერთი.

ბასტა-მხიარულების ქალღმერთი.

სია-ცოდნის ქალღმერთი.

სესატი-წერილის ქალღმერთი.

მერტი-მუსიკის ქალღმერთი.

მენკეტი-ლუდის ხარშვის ქალღმერთი.

ბაბასტა (ბასტეტი)- კატისთავიანი ქალღმერთი,ახალი მთვარის განსახიერება.

ჰარახეტე-ამომავალი მზის განსახიერება.

ჰატჰორი-სიმღერის,ცეკვის,სიახარულის ქალღმერთი.

სერკეტი-მკვდრების მფარველი ქალღმერთი.

სეჰმეტი (სოჰმეტი)-პაპანაქება მზის ქალღმერთი.

მაფდეტი-შურისძიების ქალღმერთი.

ნეჰბეტი-ზემო ეგვიპტისმფარველი.

მუტი-ძერის სახის ქალღმერთი.

სელკეტი-მორიელისსახოვანი ქალღმერთი.

სახმეტი-ქ. ლეტოპოლის ქალღმერთი.

ნეიტი-ქ. საისის ქალღმერთი.

პაამილესი-ფალოსური ღვთაება.

ბესი-ოჯახის მფარველი ღვთაება.

ჰედიჰატი-ქსოვის ღვთაება.

კანობი-წყალთა სტიქიის პერსონიფიკაცია.

 

მომავალ პოსტამდე :))


 

სკანდინავიური მითოლოგია(ღმერთები)

გადავწყვიტე ჩემი ბლოგისთვის ახალი კატეგორია დამემატებინა.ეს ერთგვარი ექსპერიმენტია და თუ გაამართლა,დიდი სიამოვნებით დავდებ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნის მითოლოგიაზე.

დღეისთვის სკანდინავიური მითოლოგია შევარჩიე თემად,ჩემთვის ყველაზე საყვარელი და სიმბოლური.

 ასები,ანუ აზები (ღმერთები) :

ოდინი,თორი,ტირი,ბრაგი,ჰაიმდალი,ჰედი,ვიდჰარი,ვალი(ალი),ული,ფორსეტი,ლოკი,ნიერდი,ჰენირი,ბალდრი.

 ოდინი -უზენაესი ღმერთი,ვალჰალას  (“მოკლულთა სასახლე”) გამგებელი.

ჰყავს რვაფეხიანი ცხენი-სლეიპნირი,ორი ყვავი-ჰუგინი და მუნინი ,მგლები-გერი და ფრეკი.

ოდინის ატრიბუტები: შუბი-გუნგნირი  და ბეჭედი-დრუპნირი.

შვილები:  თორი, ბალდერი , ვიდარი , ბრაგი , ბალი , ტური  და ჰოდერი .

მოკლულ იქნა მგელ ფენრირის მიერ  რაგნაროკის (უკანასკნელი ბრძოლა) დღეს.

ბრაგი-პოეტური ხელოვნების ღმერთი.

Continue reading

We don’t need no education!

სამი დღეც და საბოლოოდ გამოგემშვიდობებით სკოლის კედლებო.ბოლოჯერ დარეკავს ჩემთვის ზარს კარის ქალი ზოია და  ოფიციალურად გამოვეთხოვები “ცოდნის ტაძარს”.

მივდივარ და მიმაქვს ტკბილი მოგონებები…

ყოველთვის ღიმილს მომგვრის იმის გახსენება,როგორ მტენიდით თავში უმაღლეს ვალენტობებსა და მენდელის კანონებს ჰიბრიდთა ერთგვარობაზე F 1 თაობაში.

რა დამავიწყებს იმ ზე-ამაღლებულ წამებს,როცა  ეკა მასწავლებელმა სახაზავი გადამატეხა ტრაკზე,ან, როცა ისტორიის მასწმა ნიშანი დამაკლო იმის გამო,რომ უსამართლობას ვერ ვიტანდი.

სკოლა,ეს ხომ ის ადგილია,სადაც ბავშვების გონებას უმაღლესი პროფესიონალიზმით კეტავენ ჩარჩოებში და ყალიბებში ჩამოსხმულ დოგმებს უჭედავენ ტვინში.

როგორ მომენატრება უკანა მერხზე ძილი და სკოლის რვეულების უკანა ფურცლებზე მიჯღაბნილი გენიოსობები…

როგორ მომენატრება ის საამური სურნელი,სკოლის ტუალეტში შესვლისას რომ დამატყდებოდა თავს.

მომენატრება ის awkward moment,როცა მასწი  შემოდიოდა და ყველა ერთხმად “გა-მარ-ჯო-ბა-ა-აა-აას”  ვამბობდით(აბა კაი დედის შვილი იყავი ასე არ გექნა,იქვვე თავს წაგაცლიდა).

Continue reading

უსათაურო?

არ ვიცოდი რაზე დამეწერა,ჰოდა მოდი, ყველაზე სათაურიანი უსათაურო იყოს…

ბოლო დროს ყველა ნენსიზე წერს–მის ხასიათზე,თვისებებზე,ყველაფერ კარგზე თუ ცუდზე…ერთი პერიოდი მეც ვფიქრობდი ნენსის ჩემეული  CV ხომ არ შევადგინო და გესტ–პოსტად დავუწეროთქო,მაგრამ მერე ვიფიქრე და უფრო საინტერესო და ორიგინილური რომ მოვისაზრე (:გენიოსი:) მაშინვე დავიჭირე ერთი–ორი აზრი გონებაში და ახლა სწორედ ასეთი სათაურით  გთავაზობთ ამ პოსტს

                                  ნენსიმ დამაავადა,ანუ რისკენ უბიძგა მან ჩემ სულს…

ბლოგი ოქტომბერში გავაკეთე.პირველი პოსტის წერა როგორც კი დავამთავრე, 10 წუთში დაშბორდზე მიგდებს–1 comment. მმმ..საინტერესოა–სპამების კატეგორიაში არ ჩანს,ბლოგი 10 წუთია შევქმენი,პოსტი არსად არ გამომიქვეყნებია–შევამოწმოთ ერთი რა კომენტარია

nancy galadriel has just commented on your post

კომენტარი 10–ჯერ გადავიკითხე,არ ვაპირებ მის აქ დაწერას,უბრალოდ ცნობისიმოყვარეებს გეტყვით რომ თბილი ფერი ედო,რამაც სიამოვნების ჟრუანტელი გამოიწვია ჩემში–ასე გახდა ნენსი ჩემი ბლოგის პირველი კომენტატორი და დღემდე აქტიურად აგრძელებს ამ საქმიანობას:დ

არ მინდა თემას ავცდე ამიტომ ჩემს მთავარ საკითხს გავაგრძელებ…

ეს კომენტარი 4–5 თვის წინ იყო,ახლა კი ვამბობ და ვბედავ იმის თქმას რომ მე და ნენსი ერთმანეთთან ისე ვართ როგორც დები.ის ჩემი მეგობარია,და, რომელიც არ არის ბიოლოგიური მაგრამ მე მკიდია ყოველგვარი ნათესაური კავშირი,რადგან ის ყველა ნათესავზე მეტად მიყვარს…

ამას წინათ,დაახლოებით 1 თვის წინ შევამჩნიე რო ყურში რაღაც ხმები მესმოდა.იმ დღეს გაგიკვირდებათ და ნენსის პირველად დავურეკე,თუცმა მხოლოდ ოთხი სიტყვის გაგება მოვასწარი– ,,ვაიმეეე,მოგკლავ მე შენ”–იმ ზარის შემდეგ კი ის დაიწყო რაც უცნაური და თან ჩვეულებრივიც გახდა უკვე ჩემთვის–ყოველ დღე ყურში ერთი–ორჯერ მაინც გამიელვებს ნენსი გალადრიელის ექსტრაორდინალური,რაღაცით განსხვავებული და მაინც სასიამოვნო ხმა, სიტყვებით–,,გეუბნები,მოგკლავ მე შენ”–სასაცილოა ხო?:დ  ნუ გეშინიათ,ჩემ მოკვლას არ აპირებს,შეიძლება როცა ვნახავ ერთი–ორი მუშტი მითავაზოს იმ ნერვების მომშლელი წინადადებებისთვის,რითაც ფეიბუქზე ვაწუხებ ხოლმე,თუმცა დამპირდა როცა გცემ მერე Hug-საც გიზამ არ იღელვოო:დ … ყურთან ხმების ფუჩუნი ყველაზე  მცირე დაავადებაა რაც მან მე შემყარა,უარესი–მეჩვენება რომ რასაც ვლაპარაკობს მას ესმის + როცა დავდივარ ან რამეს ვაკეთებ თითქოს ჩემ გონებაში იჯდეს და ჩემივე თვალებით ხედავდეს ყველაფერს….ამან კი იმისკენ მიბიძგა რომ ისეთი  ადამიანი ვყოფილიყავი როგორიც ყოველთვის მინდოდა სხვაში მეპოვა.ნენსი ხშირად მეუბნება– შენი აზრის დაფიქსირების არასოდეს შეგეშინდეს,დაიკიდე ეს სამყარო და საერთოდ საზოგადოების აზრიო…აქამდეც მინდოდა ეს,მაგრამ ვერ ვაკეთებდი,ახლა კი როცა მგონია რომ მას ჩემი ესმის და ყველაფერს ხედავს,დღითიდღე უფრო მეტად მემატება სტიმული რომ ასეთი ვიყო…არ ვიცი იქნებ ის მოჩვენებები რომ ნენსი ჩემს ყოველ ნაბიჯს ხედავს და ის ჩემთან ასე ახლოსაა–მხოლოდ ილუზიაა და უბრალოდ მე მინდა რომ ასე იყოს,მაგრამ სადღაც მაინც მჯერა უხილავი კავშირის და ამიტომაც ვიტოვებ იმედს,ერთ დღეს ის მართლა გაიგონებს ჩემ ყოველ სიტყვას და მიხვდება რაოდენ ძვირფასია ის ჩემთვის….

 იქნებ და არ ვარ დაავადებული და უბრალოდ ის ძალიან ახლოსაა ჩემთან…..

P.S-იქნებ თქვენც მოგსვლიათ მსგავსი რამ,ან თქვენც დაგაჯილდოვეს ისეთ ადამიანის გვერდით ყოფნით როგორიც ნენსია,მაშ მოუსმინეთ მის ხმას ,კარგად მოუსმინეთ  და აუცილებლად გაიგონებთ,აუცილებლად იგრძნობთ მის ყოველ სუნთქვას……….