წარსული

წარსული უნდა წარვიდეს რომ წარსულდეს.მე არ მაქვს წარსული,რადგან იგი არსად არ წასულა.

წარსულმა აწმყოში სულის ნაწილი ჩადო და გალიაში გამოკეტა რომ არსად გაქცეოდა.ჩემი აწმყო სამუდამო პატიმრობაშია.

წარსულს მომავლის მკვლელობა აქვს განზრახული.ზურგსუკან უდგას დანით ხელში და ყოველ გამონათებას ტკივილით ამუქებს.ჩემს მომავალს არა აქვს მომავალი.

წარსულის შიში …როდესაც ნაცნობი ადგილების ძველი ჩრდილები არ შორდებიან შენს მეხსიერებას და აწმყოს ეფარებიან.როდესაც არსებობს “იქ” და მაშინ” ,მაგრამ არ არსებობს “აქ ” და “ახლა”.

წარსულით დაავადებული უმწეო სხეული…უიმედობით,სასოწარკვეთით,სევდით,მინორით,ნისლით,სიცარიელით სავსე.

წარსულად გადაქცეული მთელი ჩემი ცხოვრება და იქ მძინარე ჩემი თავი,რომელმაც ძალიან,ძალიან მინდა გაიღვიძოს და გისოსები გაანგრიოს.

წარსულო …წარსულო.

masculine

Advertisements

ნოსტალგია

საოცარი შეგრძნებაა გარეთ რომ წვიმს,შენ კი სახლში ხარ თბილად ჩაის ჭიქით ხელში და ფანჯრიდან იყურები.ამ დროს წვიმა განსაკუთრებულია,თითქოს ზებუნებრივი ძალით შემოაქვს შენში მელანქოლია და იქ ისადგურებს.მეც ვნებდები მის ძალას და სევდა მიპყრობს,წყეული სევდა ჩემში რომაა ჩასახლებული და არ მასვენებს.

როგორ დავიღალე…როგორ დავიღალე ფანჯრიდან ყურებით.მგონია რომ აი ახლა,ზუსტად ახლა გამოჩნდები ფურცლით ხელში,დაწერ წერილს და ფოთლებში დამალავ ,მერე მე ჩამოვირბენ ეზოში მის სანახავად გულაჩქარებული და მეცხრე ცამდე შეყვარებული .მაგრამ…იმ ფოთლებს წვიმა ასველებს ,იქ კი არც შენ ხარ და არც წერილი.

სიყვარულიდან ისე უცბად აღმოვჩნდი სიცარიელეში,რომ გონზე როცა მოვედი არც ერთი ემოცია აღარ მქონდა,არც გრძნობები,არც განცდები.მეცხრე ციდან პირდაპირ ჰადესში ამოვყავი თავი და ვეღარც გამოვაღწიე,პირიქით-უფრო ღმად ვიხლართები ლაბირინთებში,ასე გრძელდება დღემდე.

ასე გამოფიტულმა და ცარიელმა გავაგრძელე არსებობა.ნელ-ნელა ვეგუებოდი უშენობას…იცი ყველაზე საშინელი შეგრძნება რა იყო?დილით მობილურს რომ დავხედავდი იმ იმედით,რომ შენი ერთი მესიჯი მაინც დამხვდებოდა,მაგრამ იქაც სიცარიელე სუფევდა.ახლა აღარ ვდებ ტელეფონს ბალიშის ქვეშ და ვიღაცისგან მოსულ მესიჯსაც ისევე გულგრილად ვხსნი,როგორც სოფლიდან ჩამოსულ სტუმრებს ვხვდები ხოლმე.

ერთხელ მეგობარმა მკითხა ,რომ შეგეძლოს გონებიდან წაშლიდიო?არა ,არ წაგშლიდი.როგორ უნდა წაშალო ის,რადაც ცხოვრება გიღირდა?! ყველაზე ძვირფასი მომენტები და განცდები…

Continue reading

დასჯილთა ჯილდო

მე ვზივარ მარტო,არსად.ჩემს გარშემო არსებული ადამიანები და ხმაურია…და არარსებული სიჩუმე.

მე ვითვლი არარსებულ წამებს არსებულ საათზე და ველოდები..ჰო,ალბათ არავის.

ცივა.სხეული გრძნობს ამ სიცივეს,სული არა-ის უკვე დიდი ხანია ყინულადაა ქცეული.

ფოთლები მაწვიმს,აწვიმს ჩემს სულსაც.მერე ფოთლები ფიქრებად იქცევა და მე ვგიჟდები.

ჩემი სული დაეხეტება შავ მარადისობაში,ეძებს არსებულს,მაგრამ ვერ პოულობს.

 

ყრუდ ისმის სიცოცხლის ხმაური.სიცოცხლის,რომელიც გაჩენასთან ერთად გასაქრობადაა განწირული.ალბათ,ასეც სჯობს მარადიულ ტანჯვა-წამებას.

Continue reading

სხეულში დამწყვდეული სული

სასაცილოა,შენი სხეული შენივე გალიაა.

შენშივე დამწყვდეული შენ.

ზოჯერ,როცა სხეული იცინის,სული კვდება.

ეს ხომ თამაშია,დიდი კომედია.ჩვენ ვიცინით,იცინის სხეული-ყველაზე დიდი მატყუარა,მატყუარათა შორის.

სული ბორგავს.

ზოგჯერ რა მძიმეა ამ ხრწნადი ლეშის თრევა…

ვუყურებ ცას და თვალები უზარმაზარ ვარსკვლავებს წერტილებად მიჩვენებენ.რაღაც მიუწვდომელი სიცარიელეა ზემოთ,თითქმის ისეთი,მე რომ ვგრძნობ.

შავი სიცარიელე და ვარსკვლავები,რომლებიც სულაც არ  ანათებენ.

ადამიანებს უკვდავება სურთ,მე კი სიკვდილი.

უკვდავება-დაუსრულებელი ტანჯვა.

სიკვდილი-ტანჯვის დასასრული.

მე ბოლომდე შევსვამ ამ ცხოვრების სასმისს,ტკივილით სავსეს  და ფერფლად ვიქცევი.

მე დამწვავენ და ცაში ამაფრენენ.

მე ვიფრენ…

Continue reading

Gloomy sunday

ცივი ქარი  სასტიკი ტირანივით დააბიჯებს ჩაბნელებულ ქუჩებში.ფანჯრის ღრიჭოებიდან მესმის მისი ზუზუნი.

ქარი ქრის,ქარი ქრის,ქარი ქრის….

ფიქრებაშლილი მივჩერებივარ მარტოობას,ის კი ამაზრზენად მიყურებს შიგ თვალებში და ბინძურ ირონიას მაფრქვევს.

გარეთ გავდივარ..ქუჩები ისეთივე ცარიელია,როგორც მე.

მივდივარ ნელა,უმიზნოდ.

სიგარეტს ვუკიდებ და ბოლს ქარს ვჩუქნი.

გეძებ…

Continue reading

ტრაგედია ტრაგედიაში

იდუმალი,როგორც ჯოკონდას ღიმილი.

ცივი,როგორც ყინული.

უემოციო,როგორც მელანქოლია.

მე ვიფანტები…

ხორცს ვიგლეჯ,რადგან მისგან თავის დაღწევა   მინდა.

ჩვენ მოვკვდით.

ცხელი სისხლი ნელა მიიზლაზნება ყინულზე    და წითელ ბზარებს ტოვებს.

ვიშლები მილიონ ატომად.

მე ფრთები მომკვეთეს  .

ოცნებები გილიოტინაზე ჩამოახრჩეს და მათი    თავები  ჩემს წინ ყრია .

გლობალური გამყინვარება ემოციებში.

გრძნობების გადაშენება.

რომის დაცემა ჩემში.

ჩვენ მოვკვდით…

“იხილა შეყვარებულმა ორფეოსმა

სატრფოს გაციებული სხეული.

დასტიროდა ორფეოსი ევრიდიკეს

და სამყაროც ტიროდა მასთან ერთად.”

ცხრა მუზა დაეხეტება ჩემში.

სისხლი ისევ  ანგრევს ყინულს.

ორფეოსი უკრავს ოქროს ლირაზე ჩემს სევდას.

სულების სამეფომ ჩაითრია შენი გრძნობები.

და…მოკვდი.

მე მინდოდა დამებრუნებინე,დავეხეტებოდი ჰადესში და გეძებდი.

მაგრამ არ ჩანდი.

ჩვენ მოვკვდით.

და…

“ევრიდიკეს ერთგული დარჩა ორფეოსი

და აღარავინ შეიყვარა.”

მე დაგელოდები სტიქსს მიღმა.

ჰეფი ენდი

მოდი ჩემს ბედნიერ დღეებში შეგაჭყიტებთ და ერთ დღეს მოგიყვებით,როცა იმას ვგრძნობდი,რაც დიდი ხანია არ მიგრძვნია–ბედნიერებას.

ეს იყო მაშინ…

ჩვენ მაღალ ადგილზე ვიყავით ასულები,საიდანაც ჭიანჭველებივით მოჩანდნენ ადამიანები და მანქანების ხმა ყრუდ ისმოდა. ის ჩემს გვერდით იწვა და მიყურებდა,მეც ვუყურებდი თან სიგარეტს ვაბოლებდი და თვალს ვადევნებდი როგორ ადიოდა დაკლაკნილი ბოლი ცისკენ,მერე ქრებოდა…

ქვემოთ ხმელი წიწვები ეყარა,ზემოთ ხეები და ცა მოჩანდა..და ბოლი.

მარჯვენა ყურში ცხელი სუნთქვა ვიგრძენი–”მიყვარხარ”.მე არაფერი მიპასუხია,უბრალოდ შევხედე და გავიღიმე,თვალებმა კი უთხრეს–”მეც”.

მოსაღამოვდა…წიწვებით და ფიჩხით პატარა კოცონი გავაჩაღეთ.წითელი ალის ფონზე მოჩანდა მისი სახე და ხელები.ალბათ ჩემიც…

ეს იყო წუთი,როცა მეგონა,რომ  იქ ჩემი სახლი იყო.მეგონა,რომ არსად ვიყავი წასასვლელი,მეგონა იქ დავიძინებდი და დილით გაღვიძებულს მისი სახე შემომეგებებოდა ,მე კი ჟრუანტელი დამივლიდა და გავიღიმებდი.მერე…მერე ცას შევხედავდი,თვალებს დავხუჭავდი და ბოლომდე შევისუნთქავდი ამ ბედნიერ წამებს.

“მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?”

კოცონი ჩავაქრეთ და უკან როგორ ჩამოვედით არ მახსოვს…გზას მხოლოდ მთვარე ანათებდა.ისე ნათლად,ისე თეთრად…ლამაზი იყო.

გზაში ბევრჯერ ჩამეხუტა,როგორც ყოველთვის მითხრა– “ჰაგ მინდააააა”  მეც ვუთხარი “მოდი ჰა,ჭირი შენ” და ვიგრძენი თბილი ჩახუტება,რომელიც მთელი საუკუნე მინდოდა გაგრძელებულიყო მაშინ და ახლაც.უფრო ახლა…

ცოტა ქვემოთ ამაღლებული ადგილი იყო,საიდანაც ჯერ კიდევ ჭიანჭველებად მოჩანდნენ ადამიანები.

დავდექი…ცივი ნიავი ვიგრძენი სახეზე,მერე თბილი–ჩამეხუტა.

ასე უბრალოდ ვიდექით და ისევ სიგარეტის ბოლს ვუყურებდი,რომლის მიხვეულ–მოხვეული  ნაწილები გველივით მიიკლაკნებოდა ცაში.

და მე ბედნიერი ვიყავი….

უბრალოდ,ყველაზე ცუდი ისაა,რომ ზოგჯერ ბედნიერი დღეების გახსენება იმხელა ტკივილს გაყენებს,რამხელა ბედნიერებაც მოგანიჭა.

და დასასრულს,განწყობის შესაბამისი შავ–თეთრი ენდი…მომავალ პოსტამდე.მიყვარხართ.

სინამდვილე

მე ნენსი ვარ.ნენსი,რომელიც  ჭკუას გარიგებთ და გეუბნებათ რომ ძლიერები უნდა იყოთ,რომელიც მხიარულად გელაპარაკებად ფეისბუქზე,აშეარებს ათას სისულელეს,უსმენს დადებით მელოდიებს,ღიმილით გესალმებათ,დედას ეუბნება რომ ყველაფერი კარგად იქნება,მამას შუბლზე ცივ ხელს ადებს და ანეკდოტებს უყვება რომ გაამხიარულოს…

ნენსი,რომელიც ცდილობს თავი მოიტყუოს.

ნენსი,რომელიც ყოველ ღამე  ტირის.

ნენსი,რომელიც  ბანაობის დროსაც ტირის.

ნენსი,რომელიც საზიზღარ დრამას უყურებს ყოველ ღამე,მხოლოდ იმიტომ რომ ტირილის მიზეზი ჰქონდეს,როცა დედა შეეკითხება.

ნენსი,რომელიც  უბრალოდ დაიღალა.

ნენსი ზოგჯერ სარკეში იყურება და ფიქრობს –”ვინ ვარ მე!”.

ნენსი დილით იღვიძებს  და ისევ ის საშინელი შეგრძნება აქვს ღამე რომ არ დააძინა.

ნენსის ყოველთვის უყვარდა ფიქრი.ოღონდ ახლა აღარ.ეზიზღება.

ნენსიმ იცით რა ქნა? ბანაობის დროს ტანი დაიკაწრა ფრჩხილებით და მერე დიდხანს იჩხუბეს ნენსიმ და ნენსიმ.

ნენსი ალბათ წინადადებაში მილიონჯერ წერს სიცილის სმაილს,მაგრამ არასოდეს იყო დარწმუნებული რომ ამ დროს არ ტირის.

ნენსის ენატრება.

ძალიან ბევრს ფიქრობს.

დიახ მკითხველო,ეს ის ნენსია რომ გარიგებთ არავისთან გააშიშვლო შენი გრძნობებიო, თვითონ კი  აგერ შიშველი დგას თქვენს წინაშე.

გრძნობების სტრიპტიზი გიცეკვათ.

არა,ის დოლარებს არ ელოდება თქვენგან.არაფერს არ ელოდება.

უბრალოდ გაშიშვლდა.

უწი პუწი

მე ყოველთვის ვოცნებობდი შენზე,თითქმის ბავშვობიდან.რამოდენიმეჯერ სხვაშიც კი შემეშალე,მეგონა მოხვედი,მაგრამ შევცდი,ჯერ ადრე იყო შენს გამოჩენამდე…

მე ბევრს ვოცნებობდი,რადგან მხოლოდ იქ გხედავდი.ოცნებაშივე შემიყვარდი.

მერე გამოჩნდი.პირველად ვნახე ჩემი ახდენილი ოცნება და პირველად ვიგრძენი თავი ბედნიერად.

ოცნებასაც შევუყვარდი.დაუჯერებელია არა?ოცნებას ვეხები,ვეხუტები,მიყვარს,ვუყვარვარ…

გიხეტიალიათ ოდესმე ოცნებასთან ხელჩაკიდებულს?მე კი…

დავდივათ უაზროდ,ვგრზნობ მის თბილ ხელს და არ მინდა გავუშვა.ვეხუტები და მინდა არასოდეს დამთავრდეს ის წამი.ბედნიერი ვარ და მეშინია.მეშინია,რადგან უცნაურად კარგად ვარ.დაახლოებით ისეთი შეგრძნებაა,უცნაური,ავისმომასწავებელი სიჩუმე რომ დაისადგურებს ხოლმე.

ვლაპარაკობ დაუღლელად,ბევრ სისულელეს,ის კი მიყურებს და ვუყვარვარ ასეთი,სულელი.

ზოგჯერ უბრალოდ მინდა ჩუმად იჯდეს ჩემს გვერდით.ვგრძნობდე რომ ჩემთანაა,ესეც მყოფნის.ვეჩხუბები ბევრს,უაზროდ,მერე ამდენი ჩხუბისაგან დაღლილს მეცინება და ვეუბნები რომ მიყვარს…

მასთან ყოფნამ შემაყვარა სიტყვა “ჩვენ”.ჩვენ–კარგი სიტყვაა ხომ?ჩვენ,ჩვენ,ჩვენ,ჩვენ…

მე უიმისოდ ყველაზე უბედური და ფორევერ ელოუნი ვიქნები.ყველაზე ტროლი,ტროლთა შორის.

მე ისიც მიყვარს,როგორ აბოყინებს ხომლე რომანტიკულ სიტუაციებში და როგორ გვეცინება ყველაზე გულწრფელად და გემრიელად.

მხოლოდ ერთი რამ არ მიყვარს,როცა მიდიხარ..არასოდეს არ ვიყურები უკან.შენგან გადადგმულ პირველ ნაბიჯშივე უკვე მენატრები და მომავალ შეხვედრაზე ვოცნებობ.ამ ოცნებაში მოდის ის დღე და ჩვენ ისევ ერთად ვართ,ვწევართ ბალახზე და ვუყურებთ ერთმანეთს.მე გთხოვ რომ ჩუმად იყო და უბრალოდ მიყურო,შენ კი აბოყინებ.მერე ვიცინით გულიანად …

გკოცნი,გეხუტები,მიყვარხარ,შენც,ვიცინით,გიღუტუნებ,თმებს მიჩეჩავ,გეჩხუბები,მერე უკან არ ვიხედები და ვიწყებ ოცნებას მომავალ შეხვედრაზე…

რა უნდა ნენსის?

–როგორ ხარ?

–არ ვარ.

ხშირად მაქვს ასეთი სიტუაცია,როცა უბრალოდ არ ვარ.

ვიღვიძებ,მივდივარ სკოლაში,ვზივარ,ვჭამ,ვკითხულობ,ვუსმენ,ვწერ,მაგრამ არ ვარ…

აი,მაგალითად,დღეს არ ვარ.არც ვიცი როდის დავბრუნდები.თითქოს ვერაფერს ვერ ვგრძნობ.

ზუსტად ასე “ვარ”.

ხმას არ ვიღებ,ვერ ვლაპარაკობ,ვერ ვირგებ გაღიმებულ ნიღაბს.

ჩემს თავს ვეკკითხები–”რა გინდა ნენსი?” ის კი მპასუხობს–” გაქრობა”

ჰო,ნენსის გაქრობა უნდა.

ნენსი დაიღალა ასე ყოფნით.მეც…

ხედავ?ვერ ვუყრი თავს აზრებს,არადა მინდა ამოვალაგო ყველაფერი და გადავყარო.

ამ პოსტში  უფრო კარგადაა ჩემი ახლანდელი მდგომარეობა აღწერილი.

ნენსის უნდა გაქრობა.

ნენსის უნდა ტირილი თვალების დასიებამდე და ცრემლის გამოლევამდე

–”არ გეჩვენება რომ ძალიან მარტო ხარ?”

–…