“ყველას აინტერესებს ფეისების ცხოვრება”

გაზაფხულდა.

აქედან შორს,იაპონიის ლამაზი მიწა საკურას ყვავილებითაა მოფენილი.

თითქოს ხალხმაც გამოიღვიძა.დათვებივით არიან-ზამთარში სძინავთ და  გაზაფხულის მზის პირველ სხივზე იღვიძებენ.

თინეიჯერები ცისარტყელისფერი სარაფნებით დაფარფატებენ და მზესუმზირას აკნატუნებენ,დედები პატარა ბავშვებს ასეირნებენ,უსაქმური კაცები ეზოში დომინოს თამაშობენ.

მე კი ფანჯრიდან ვუყურებ ამ ყველაფერს და მტკივა.ხმაური მტკივა.

მათი ელემენტარული ბედნიერების მშურს.

მე მუდამ რაღაც მეტს ვითხოვ და ველი ყველასგან და ყველაფრისგან,ალბათ ამიტომაც ვარ მარტო.

ადრე ვერ წარმომედგინა ადამიანი მეგობრის გარეშე,ახლა კი თვითონ ვარ ასე.

სასაცილოა ჩემი ცხოვრება.

Continue reading

Advertisements

ჰეფი ენდი

მოდი ჩემს ბედნიერ დღეებში შეგაჭყიტებთ და ერთ დღეს მოგიყვებით,როცა იმას ვგრძნობდი,რაც დიდი ხანია არ მიგრძვნია–ბედნიერებას.

ეს იყო მაშინ…

ჩვენ მაღალ ადგილზე ვიყავით ასულები,საიდანაც ჭიანჭველებივით მოჩანდნენ ადამიანები და მანქანების ხმა ყრუდ ისმოდა. ის ჩემს გვერდით იწვა და მიყურებდა,მეც ვუყურებდი თან სიგარეტს ვაბოლებდი და თვალს ვადევნებდი როგორ ადიოდა დაკლაკნილი ბოლი ცისკენ,მერე ქრებოდა…

ქვემოთ ხმელი წიწვები ეყარა,ზემოთ ხეები და ცა მოჩანდა..და ბოლი.

მარჯვენა ყურში ცხელი სუნთქვა ვიგრძენი–”მიყვარხარ”.მე არაფერი მიპასუხია,უბრალოდ შევხედე და გავიღიმე,თვალებმა კი უთხრეს–”მეც”.

მოსაღამოვდა…წიწვებით და ფიჩხით პატარა კოცონი გავაჩაღეთ.წითელი ალის ფონზე მოჩანდა მისი სახე და ხელები.ალბათ ჩემიც…

ეს იყო წუთი,როცა მეგონა,რომ  იქ ჩემი სახლი იყო.მეგონა,რომ არსად ვიყავი წასასვლელი,მეგონა იქ დავიძინებდი და დილით გაღვიძებულს მისი სახე შემომეგებებოდა ,მე კი ჟრუანტელი დამივლიდა და გავიღიმებდი.მერე…მერე ცას შევხედავდი,თვალებს დავხუჭავდი და ბოლომდე შევისუნთქავდი ამ ბედნიერ წამებს.

“მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?”

კოცონი ჩავაქრეთ და უკან როგორ ჩამოვედით არ მახსოვს…გზას მხოლოდ მთვარე ანათებდა.ისე ნათლად,ისე თეთრად…ლამაზი იყო.

გზაში ბევრჯერ ჩამეხუტა,როგორც ყოველთვის მითხრა– “ჰაგ მინდააააა”  მეც ვუთხარი “მოდი ჰა,ჭირი შენ” და ვიგრძენი თბილი ჩახუტება,რომელიც მთელი საუკუნე მინდოდა გაგრძელებულიყო მაშინ და ახლაც.უფრო ახლა…

ცოტა ქვემოთ ამაღლებული ადგილი იყო,საიდანაც ჯერ კიდევ ჭიანჭველებად მოჩანდნენ ადამიანები.

დავდექი…ცივი ნიავი ვიგრძენი სახეზე,მერე თბილი–ჩამეხუტა.

ასე უბრალოდ ვიდექით და ისევ სიგარეტის ბოლს ვუყურებდი,რომლის მიხვეულ–მოხვეული  ნაწილები გველივით მიიკლაკნებოდა ცაში.

და მე ბედნიერი ვიყავი….

უბრალოდ,ყველაზე ცუდი ისაა,რომ ზოგჯერ ბედნიერი დღეების გახსენება იმხელა ტკივილს გაყენებს,რამხელა ბედნიერებაც მოგანიჭა.

და დასასრულს,განწყობის შესაბამისი შავ–თეთრი ენდი…მომავალ პოსტამდე.მიყვარხართ.

სინამდვილე

მე ნენსი ვარ.ნენსი,რომელიც  ჭკუას გარიგებთ და გეუბნებათ რომ ძლიერები უნდა იყოთ,რომელიც მხიარულად გელაპარაკებად ფეისბუქზე,აშეარებს ათას სისულელეს,უსმენს დადებით მელოდიებს,ღიმილით გესალმებათ,დედას ეუბნება რომ ყველაფერი კარგად იქნება,მამას შუბლზე ცივ ხელს ადებს და ანეკდოტებს უყვება რომ გაამხიარულოს…

ნენსი,რომელიც ცდილობს თავი მოიტყუოს.

ნენსი,რომელიც ყოველ ღამე  ტირის.

ნენსი,რომელიც  ბანაობის დროსაც ტირის.

ნენსი,რომელიც საზიზღარ დრამას უყურებს ყოველ ღამე,მხოლოდ იმიტომ რომ ტირილის მიზეზი ჰქონდეს,როცა დედა შეეკითხება.

ნენსი,რომელიც  უბრალოდ დაიღალა.

ნენსი ზოგჯერ სარკეში იყურება და ფიქრობს –”ვინ ვარ მე!”.

ნენსი დილით იღვიძებს  და ისევ ის საშინელი შეგრძნება აქვს ღამე რომ არ დააძინა.

ნენსის ყოველთვის უყვარდა ფიქრი.ოღონდ ახლა აღარ.ეზიზღება.

ნენსიმ იცით რა ქნა? ბანაობის დროს ტანი დაიკაწრა ფრჩხილებით და მერე დიდხანს იჩხუბეს ნენსიმ და ნენსიმ.

ნენსი ალბათ წინადადებაში მილიონჯერ წერს სიცილის სმაილს,მაგრამ არასოდეს იყო დარწმუნებული რომ ამ დროს არ ტირის.

ნენსის ენატრება.

ძალიან ბევრს ფიქრობს.

დიახ მკითხველო,ეს ის ნენსია რომ გარიგებთ არავისთან გააშიშვლო შენი გრძნობებიო, თვითონ კი  აგერ შიშველი დგას თქვენს წინაშე.

გრძნობების სტრიპტიზი გიცეკვათ.

არა,ის დოლარებს არ ელოდება თქვენგან.არაფერს არ ელოდება.

უბრალოდ გაშიშვლდა.

სიკვდილი,ახალგაზრდობა,ყოფნა,არყოფნა და უკვდავება

რამდენჯერ მიფიქრია მეშინია თუ არა სიკვდილის ..პასუხი ახლაც არ ვიცი.რამდენჯერაც ამაზე ფიქრი წამოვიწყე,თავში ათასი აზრი აირია,მათი დალაგება კი მიჭირს.

ფაქტია,რომ როცა ფანჯარასთან ვდგავარ,საშინელი სურვილი მკლავს გადახტომის,მაგრამ რათქმაუნდა ვერ ვბედავ,ამას ეგოიზმს დავაბრალებ.მითუმეტეს სისასტიკეა ფიქრი სიკვდილზე,როცა გწამს რომ უბრალოდ გაქრები და მეტი არაფერი,ამიტომ მენანება ყველაფერი,სუნთქვიდან დაწყებული ოცნებებით დამთავრებული.

ერთადერთი ის ავარდისფრებს სიკვდილზე ფიქრს,რომ სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა,ანუ ყველა ჩემი სიკვდილის ვერსია რომანტიკულია,ოცნების სიკვდილები მაქვს ,თან ძალიან ბევრი და ლამაზი.

ბევრჯერ მითქვამს,რომ მინდა  სიკვდილი,მაგრამ ეს მხოლოდ პრობლემებისაგან გაქცევის გზაა,ისიც არარეალური .სიკვდილი მართლა რომ მინდოდეს,ახლა ალბათ მატლების ლუკმად ვიქნებოდი ქცეული.არ მინდა სიკვდილი ^^

აი მარადიულ ცხოვრებას რაც შეეხება,კატასტროფაა და სიკვდილზე უარესია.ჯერ მარტო იმაზე ფიქრიც კი მზარავს,რომ ოდესმე ჩემი საყვარელი ადამიანები მოკვდებიან,.უარესია,როცა იცი რომ შენ აუცილებლად მოესწრები ამას.

ცხოვრება  იმითაა საინტერესო,რომ ყოველ ნაბიჯზე ახალ–ახალ აღმოჩენას აკეთებ და იზრდები.და ეს ნაბიჯები დაუსრულებელი რომ იყოს,რომელიღაც ნაბიჯზე გავიჭედებოდი უბრალოდ,მომბეზრდებოდა ყველაფერი.

მართალია არც სიკვდილი მინდა და არც უკვდავება,მაგრამ მუდამ ახალგაზრდად ყოფნაზე უარს არ ვიტყოდი 😀 ბოლოსდაბოლოს  ძალიან  მიყვარს ჩემი თავი და სიამოვნებით ვიქნებოდი სიკვდილამდე აი ასეთი ნენსი ^^

  მაგრამ სიბერეც ალბათ აუცილებელია,რომ ახალი რაღაც აღმოაჩინო,უფრო სხვა თვალით შეხედო ცხოვრებას.ფიზიკური მდგომარეობაც მნიშვნელოვანია და გავლენას ახდენს გარემოს აღქმაზე,ჩემი აზრით.

ასე და ამგვარად,ახლა რაც არ უნდა მინდოდეს ასეთად დარჩენა შეუძლებელია, ამიტომ შევეშვები ამ ილუზიებს და თვალს გავუსწორებ რეალობას.ჯობია აქედან შევეგუო რომ დავჭკნები,თორემ ერთხელაc საერკეში რაღაც ბებიაჩემმისმაგვარს რომ დავინახავ,სიკვდილი  მომაკითხავს 😀

სიბერეს რაც შეეხება,სიცოცხლის ხალისს არ დამაკარგვინებს.დაბერება არ ნიშნავს,რომ საქანელაზე ვეღარ  ვიქანავებ 80 წლის მხოლოდ იმიტომ რომ არ მეკადრება ამ მიხრწნილ  ქალს 😀

მთავარია შინაგანად არ დაკარგო ის ხალისი და ინტერესი,რაც ყოფნის სურვილს აცოცხლებს.

ყოფნა და არ ყოფნა 😀 ხო,მართლა ესაა საკითხავი.შეიძლება იყო,მაგრამ არ იყო,ანუ სუნთქავდე მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ცხოვრობ.

უნდა იცხოვრო,იმისათვის რომ იყო.აი მაგალითად ბებიაჩემის ყოფნას ცხოვრებას ვერანაირად ვერ დავარქმევ სამწუხაროდ.

მე ვცხოვრობ.გული მტკივა,ნერვები გადამწვარი მაქვს,ფსიქიკა შერყეული,ფეხზე თითები დეგრადირებული მაქვს (:D) ,არცთუისე ცოტა პრობლემა,ნერვოზული ტახიკარდია და ათასი ამგვარი რამ,მაგრამ მაინც ვცხოვრობ და დანაოჭებუმა სახემ რა უნმდა დამაკლოს 😀

ტერმინატორი ნენსი 😀

ესეც ასე,მომავალ პოსტამდე …

სექტემბერი,სკოლა,გამოყლევებული ხალხი და მე

სექტემბერი ახლოვდება…

ვერ ვიტან ამ თვეს.წინა სასკოლო სამზადისი ყოველთვის ნერვებზე მშლიდა.ამ დროს ყველა მოზარდი შესეულია “ბაზრის ტავარს” ,საგანგებოდ ზრუნავენ ჩაცმულობაზე,რომ პირველ დღეს ყველაზე ყველაზე ლამაზები იყვნენ და კლასელების კომპლიმენტები დაიმსახურონ.საგანგებოდ ეფიცხებიან მზეს,საგანგებოდ იცავენ დიეტას,რომ ყველაზე ყველაზე კარგები იყვნენ.და დგება ის ნანატრი სკოლის პირველი დღე და სკოლის ეზოში შემდეგი სიტუაცია გვხვდება–ეზო გავსებულია ერთნაირი ტანსაცმლით შეფუთული მზისგან დამწვარი ხალხით,რომლებიც ზედმიწევნით ათვალიერებენ თანაკლასელების შეფუთულობას და ფიქრობენ რომ ის მათზე უკეთესია.

“შემტენ” მშობლებს ყვავილები უჭირავთ ხელში,რომ დამრიგებელს მიართვან ვითომდა პატივისცემის ნიშნად,არადა ბავშვის კარგ ნიშნებს უყრიან საფუძველს.

განსაკუთრებით ვერ ვიტან კლასელების გადაკოცნის პროცესს,ისეთი სახე უნდა მიიღო ვითომ გიხარია და შენი დაპრუწული ტუჩები სიყვარულით მიადო კლასელის ღაწვს 😀  იუუუუ.

მერე ეს ერთფეროვანი მასა მიემართება თავიანთი საკლასო ოთახებისაკენ.ბავშვები რათქმაუნდა ჯგუფ–ჯგუფად სხდებიან მერხებთან.ერთი მხარე აქტიური დედიკოების შვილები არიან,შესაბამისად კარგი ნიშნები აქვთ,გემოვნებიანად იცვამენ (ისემც მაგათ რა ვუთხარი),ამ ჯგუფში 2 მთავარი პერსონაა–გოგო,აი ის ყველა ბიჭს რომ უყვარს და ბიჭი,ყველა გოგოს რომ უყვარს.

მეორე ჯგუფის წევრები მდაობიო ადამიანებად მოისაზრებიან და დაცინვის ობიექტები არიან.დაცინვა რათქმაუნდა “მაღალი ფენისგან” მოდის სტატუსის ამაღლების მიზნით.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო,ასეთი სიტუაციაა ჩემს სკოლაში და ალბათ კიდევ ბევრგან.

ახლა ამ დროს მე რას ვშვრები:

ზაფხულში თავისუფლებით ვტკბები . სულ არ მადარდებს რა მეცმევა პირველ დღეს,იმიტომ რომ ჩემი კლასელების კომპლიმენტები სულ ცალ ფეხზე მკიდია(იდეაში,იმათი აზრით თუ  კარგად გამოვიყურები,ესეიგი ცუდად გამოვიყურები).ვიცავ დისტანციას ყველასთან და იმ მიზეზით რომ გრიპი მაქვს არავის არ ვკოცნი ^^ როგორც წესი მარტო ან ერთ ოდნავმოაზროვნე ადამიანთან ერთად ვდგავარ და ამ ბალმასკარადს ვადევნებ თვალყურს,შიგადაშიგ თავს ვერ ვიკავებ სიცილისაგან.საკლასო ოთახის ბოლოში მყუდროდ  ვჯდები და ვაკვირდები კლასელებს,მასწავლებლებს და ბევრ სასაცილო მომენტს ვიჭერ.

მოკლედ,ეს ბოლო სექტემბერია,როცა ეს ყველაფერი ისევ განმეორდება,მერე გამოვეთხოვები ჩემს უსაყვარლეს და უწმინდეს სკოლას და ფრიდოოოოოოოომ(იმედია). მანამდე კიდევ ერთი წელი მოუწევს სკოლას და ჩემს კლასელებს ჩემი უჟმური სიფათის ყურება 😀 როგორც თვითონ ფიქრობენ ალბათ 😀

საინტერესოა წელს რა თავგადასავლები მელის,ისევ სატანისტად არ შემრაცხავენ იმედია .

წავედი ახლა,არაფრის კეთებას დავუბრუნდები ^^

WARNING აქ საქართველოა O.O

თვითმკვლელობა ადამიანის სისუსტის გამოხატულებაა.მე სუსტი ვარ… პატარა პრობლემაც კი საკმარისია იმისათვის,რომ პანიკა დამეწყოს.ამ დროს კი,ჩემდა სასირცხვილოდ,ჩემს თავს ვაყენებ ზიანს და ამით ვცდილობ „დამშვიდებას“ .მაგრამ სინამდვილეში ეს დამშვიდება ყველაზე ბანალური რამაა რაც შემიძლია იმ მომენტში გავაკეთო.

მეცინება ჩემს თავზე,ძალიან სუსტი ვარ . ჩემი მიზანია ამ პრობლემას ბოლო მოვუღო. არ მიყვარს სუსტი მხარეები. მაღიზიანებს ჩემი თავი,ალბათ მშიშარა ვარ.

ნაბიჯის გადადგმა სიმართლისკენ ძნელია ზოგჯერ,რადგან ეს სიმართლე საფრთხეში ჩაგაგდებს,რაც არ გინდა.საწუხაროდ ასეთი სიმართლეები შეადგენს ჩემს პრობლემებს.თავისუფლება მინდა და იმის მაგივრად რომ ვიმოქმედო,უკან ვიხევ და ვნებდები.რა ამაზრზენია….ბრძოლა ბრძოლა და ბრძოლა!დამიანი ძლიერი უნდა იყოს იმისათვის,რომ უბრალოდ იცხოვროს.მაგრამ…ამ „მაგრამ“ის გარეშე ყველაფერი უკეთესად იქნებოდა,მაგრამ… ეს სიტყვა მძაგს. ზოგჯერ ისეთი აგრესია მაწვება,რომ ცეცხლს ვაფრქვევ,თუ არ დავიცალე ბუჰ!და ვიცლები როგორ–ჩემი თავის წამებით,ჩემი ნახატების/ნაწერების დახევით,მობილურის დახრჩობით,ხელების კაწვრით(ნორმალურად გადასერვის ტრაკიც კი არ მაქვს) და ამგვარი ყლეობებით,რომლითაც მე ვზიანდები ისევ..

დ ა ვ ი ღ ა ლ ე…და ყველაზე ცუდი ისაა,რომ ეს პრობლემები ჩვენი „სათნო“ ერის ჭორიკანა ხასიათის გამო მაქვს.მოდი და არ გძულდეს ხალხი,რომელიც ამდენ პრობლემას გიქმნის და სიცოცხლისთვის საშიშიც კია მაგათთან ერთად ცხოვრება.აქ,SUCKართველოში,განმარტოებულ ადგილასაც კი ვერ გაექცევი მეზობელი ჟუჟუნას ცნობისმოყვარე თვალებს,რომელთაც შენი და შენი პარტნიორის ზასაობის დანახვა სწადია ,რომ მერე პირის მარტივი მოძრაობით შენი პრობლემა დაბადოს.აქ ხალხს არ შეუძლია იცხოვროს სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფის გარეშე და სასაცილო ისაა,რომ თვითონაც შთაგონებული აქვთ რომ ვიღაცამ აუცილებლად უნდა ჩაყოს ცხვირი მათ ცხოვრებაში და არანაირი პროტესტის გრძნობა არ უჩნდებათ.აქ ხალხი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს და ყველა ერთმანეთის აზრზეა დამოკიდებული.მე ჩემი ცხოვრებით მინდა ცხოვრება და ვცხოვრობ,მაგრამ (ისევ ეს მაგრამ) ასეთი ჟუჟუნების და ლენსტალბერების შექმნილი პრობლემები მაინც პრობლემად რჩება და დარჩება,რადგან ჩემი მშობლებიც რიგითი ჟუჟუნები არიან.მე კი სუსტი ვარ…

დიდი ხანი არ ვაპირებ ასე გავაგრძელო ჩემი სისუსტე .ბოლო უნდა მოეღოს,განადგურდეს.მე კი,მარა აი ამ ხალხს რა ეშველება არ ვიცი,თუ ეშველება საერთოდ.ნუ, იმედი ბოლოს კვდებაო ნათქვამია და ეჭვი მაქვს რომ ქართველი ხალხი ამას გაამართლებს და ეს იმედი მართლა ბოლოს მოკვდება,ეს ხალხი კი ისევ ასეთად დარჩება.