ნიღბების თამაში #2 -არჩევნები

სანიღბეთში ჩემი  პირველი სტუმრობის შემდეგ დიდმა დრომ განვლო.ამ დროის განმავლობაში მე ჩემს მყუდრო სამყაროში ვიჯექი და ისევ ყრუდ მესმოდა თვალთმაქცი  მუსიკის ხმა შორიდან.

ვიჯექი და ვფიქრობდი  როგორ დამემსხვრია ამაზრზენი ნიღბის კერპი.

კოშმარებში მესიზმრებოდა უამრავი მომღიმარი ნიღაბი,რომელიც საკუთარ თავს მთავაზობდა,მერე ჩემს წინ უზარმაზარი სარკე ჩნდებოდა ,სადაც  ჩემს თავს ვხედავდი,ოღონდ უსახოს…

ახლოვდებოდა სანიღბეთში  მორიგი სტუმრობის დრო.მეც არ დავაყოვნე და ცხოვრების ბალ-მასკარადის ჰანგებით მივიკვლევდი გზას ნიღბების თამაშში ჩასაბმელად.

ბევრი რამ შეცვლილა-როიალზე უკვე სხვა მელოდიას უკრავდა შთაგონებული სახე ,თუმცა ნოტები ისეთივე თვალთმაქცი იყო,როგორიც უწინ.

რაღაც მასშტაბურ სამზადისში იყო ყველა ჩაბმული.გარშემო ჯამბაზები ჟანგლიორობდნენ ადამიანთა გრძნობებით ,კედლებზე კი უზარმაზარი მომღიმარი ნიღბის პლაკატები იყო გაკრული,რომლებიც ახალთ-ახალი ტყუილი დაპირებების შესახებ გვამცნობდა.

როგორც ჩანს,ეს ორომტრიალი მომავალ ნიღბების არჩევნებს გამოუწვევია.

Continue reading

ნიღბების თამაში

 მთელი ცხოვრებაა ყრუდ მესმის მუსიკა,შორეული სამყაროდან.იქ ალბათ ცეკვავენ ცხოვრებას,მღერიან ტკივილს,უკრავენ ბედნიერებას…

 რამდენჯერ მინატრია ამ ბედნიერების ნოტები მოეცა ვინმეს ჩემთვის,თუნდაც 5 ნოტი,ან ოქტავა.

ნოტებს ვნატრობ,თუმცა არასდროს უსწავლებია ვინმეს ჩემთვის ცხოვრების როიალზე თითების აცეკვება.მე იქ მხოლოდ შავი კლავიშების ჟღერადობა მსმენია.მხოლოდ სი ბემოლის ეულ კვნესას დაუტყვევებია ჩემი გონება.

ზოგჯერ ვცდილობ წარმოვიდგინო,როგორია თეთრი კლავიშის კვნესა.თუმცა არა,თეთრი კლავიში ალბათ იცინის.

სიცილი…იმ სამყაროში ყველა იცინის,მაგრამ გულწრფელად მხოლოდ ერთეულები.

სწორედ მათ მოსაძებნად გავეშურე ამ სამყაროში და რაც უფრო ვუახლოვდებოდი,მით უფრო მატყვევებდა მათი მუსიკა.

ბოლოს მკაფიოდ გაისმა რამდენიმე მჭექარე ნოტი,რომელიც სულაც არ ჰგავდა იმ გულწრფელი ბედნიერების ჟღერადობას,რომელიც წარმოდგენილი მქონდა.

შევედი უზარმაზარ დარბაზში,რომელიც სასვსე იყო ფერადი ჯამბაზებით,ცხვრის სამოსში გამოწყობილი ტირანებით,მომღიმარი ნიღბებით… ეს ცხოვრების ბალ-მასკარადი იყო.

მე კი ამდენ ნიღაბში,ერთი გულწრფელი სახე უნდა გამომეძებნა და როცა ირგვლივ მიმოვიხედე,მაშინღა მივხვდი რომ  ძნელი საქმე დავაკისრე საკუთარ თავს.თუმცა უკან დასახევი გზა აღარ იყო და მეც შევუდექი ძებნას.

Continue reading