Мы разбиваемся

ამბობენ,რომ ყველა ადამიანი მარტოსულია
და რომ არცერთი ფოთოლი არ გავს მეორეს.

დღეს კაცი დავინახე დასერილი ხელებით,სიმთვრალეში ჩაკარგული
როგორ ეგდო ძირს და ქრებოდა,
ხმარებისგან გახუნებული ძველი სამოსივით,
ფეხის შესაწმენდად რომ გდია ყველა კარის წინ.

ჩემს ყველა შემოდგომას ერთი ფოთოლი აქვს,
დღიურში საგულდაგულოდ შენახული.
დღეს დავაკვირდი-არც ერთი არ არის ბოლომდე ყვითელი.
ამხელა სიყვითლეში ისე ანათებენ პატარა მწვანე ლაქები…
დავფიქრდი,ნეტავ იმ კაცის სულში თუ ვნახავდი წერტილს მაინც სიმწვანის.


ზოგჯერ ისე ნელა გადაადგილდება მთვარე ჩემი ფანჯრის წინ,
მეშინია არ ჩამოიღვენთოს.
როგორც ადამიანები იღვენთებიან მეტროებში,
ქუჩებში და ავტობუსებში,
ეკლესიებსა და მუზეუმებში,
ან სულაც თავიანთ სახლებში.
როცა ხელოვნური წამწამების ფახუნით ანადგურებენ ერთმანეთს
დანებით,ტყვიებით,ატომური ბომბებით და საზოგადოებრივი აზრებით.

ზოგჯერ მგონია,ღმერთმა ზიზღით ამოგვანთხია თავისი კუჭიდან,
როგორც უსარგებლო მასა,
როცა არყით გალეშილს,იაფასიანი ბარიდან სახლში მიათრევდნენ მთავარანგელოზები.

და ამიტომ
საოცარია,როცა ჯერ კიდევ ლამაზია მზის შუქით განათებული მტვრის ნაწილაკები შენს ოთახში.
და როცა ვაგნერის მელოდიას ნირვანასკენ მიყავხარ,ხის ქვეშ მჯდარი ბუდასავით.

ამბობენ,რომ აღარასოდეს დაიბადებიან ვაგნერები და ბეთჰოვენები.
და რომ ფერების ყველა კომბინაცია უკვე დაიხატა.

11074173_788193151300017_7986768033448963512_n

Advertisements

3 comments on “Мы разбиваемся

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s