სიზიფე

ადამიანის ცხოვრება მაშინ მთავრდება,როცა იაზრებს,რომ არარაობაა,არარაობიდან იშვა და არარაობისაკენ ისწრაფვის.

დაახლოებით ისეთი შეგრძნებაა,კლდიდან რომ ფეხი დაგიცდება  და მთელი სისწრაფით დაეშვები უფსკრულისკენ,ისეთი სისწრაფით,რომ ფსკერამდე შენი ერთი ატომიც კი ვერ მიაღწევს,რადგან გზაში დაიშლები.

მერე პანიკურად ეჭიდები ყოველ ხავსს,ყოველ გამოშვერილ ხმელ ტოტს,რომელიც იცი რომ ადრე თუ გვიან ჩატყდება,მაგრამ მაინც ეჭიდები.

ქვემოთ ვერ იხედები,გეშინია,თავბრუს გახვევს შავი სიღრმე,თუმცა ნელ-ნელა გრძნობ შენც როგორ შავდები და უერთდები იმ დიდ არარას.ასე იკარგები ორ სამყაროში-ერთი ქვემოთაა სულ ახლოს,მეორე ზევით,საიდანაც სინათლის სხივი თითქმის უკვე ვეღარ აღწევს შენამდე…და სანამ მისი მბჟუტავი წერტილი ისევ ირეკლება შენს თვალებში,ჯერ კიდევ ელოდები ძალას,რომელიც მაღლა აგტყორცნის.

ელოდები,ელოდები,ელოდები…ელოდები მანამდე,სანამ  სარკეში ჩახედვისას ვეღარც საკუთარ თავს დაინახავ და ვეღარც  ბმჟუტავ წერტილს თვალებში.

მერე ნამდვილ არარად იქცევი.ქრება ემოციები,გრძნობები,სურვილები,ღირებულებები…ზიხარ და ცარიელი თვალებით უყურებ როგორ ქანაობენ ძაფზე ჩამოკიდებული ქაღალდის ჩიტები.რაღაც მომენტში შენი თავიც  ასეთი ჩიტი გგონია,მხოლოდ ერთი ძაფი რომ აკავებს.შენც მთელი ძალით ეჭიდები და კაცმა არ იცის ეს თვითგადარჩენის ინსტინქტია თუ შენში ღრმად ჩამალული სურვილი,ქვეცნობიერმა რომ მიჩქმალა “შავი დღისთვის”.

არ დაკვირვებიხართ ბავშვებს?როგორ აქვთ სავსე თვალები ნათელი მოციმციმე წერტილებით,მერე იზრდებიან და წერტილებიც ნელ-ნელა ქრება.

მოკლედ ყველაფერი სიზიფეს მითს ჰგავს-მიაგორებ ლოდს მთაზე ტანჯვა-ვაებით და ბოლოს,როცა აგაქვს არ აყოვნებს და უკან გორდება.შენ კი უკვე მექანიკურად,მეუთვალავჯერ კიდებ დაფლეთილ ხელებს ლოდს და ახლიდან მიაგორებ.

again and again….

recomeços-sisifo

1 comments on “სიზიფე

დატოვე კომენტარი