სად იწყება ცისარტყელა

დღეები უცნაურად უფერულდება ქალაქში,უცნაურად და გამორჩეულად.

ჰაერიც მძიმეა,ზოგჯერ მგონია სუნთქვას შევწვეტ და დავიხრჩობი.ძნელი გასარჩევია ადამიანები აბინძურებენ ჰაერს,მანქანების გამონაბოლქვი თუ ეს ყველაფერი ერთად.

თუმცა აქ  სუნთქვაც შეწყვიტეს…ასე რომ არ იყოს,აუცილებლად იგრძნობდნენ სიმყრალის მწარე არომატს ყველგან რომ იგრძნობა და შეეშინდებოდათ მეორე ჩასუნთქვის .

აქ ცისარტყელაც არ ჩანს.შავ-თეთრი ტელევიზორივით ცხოვრობს ქალაქი-მხოლოდ შავად და თეთრად.

ცისარტყელას ალბათ სუფთა სუნი აქვს,ფერადი-წითელი და ყვითელი ,ან იასამნისფერი…მას რომ ადამიანის ხელი შეხებოდა,უმალ შავ-თეთრი გახდებოდა თვითონაც.მაგრამ არის სივრცეები,რომელსაც ჩვენი დიდი შავი დამანგრეველი ხელი ვერ სწვდება.ამ სივრცეებს სულ სხვა ფერი აქვს-ბევრი ფერი.

ერთხელ მაინც რომ დაანახათ ადამიანებს რა უსუსურად ჩანს შავ-თეთრი  მანქანების მოძრაობა  ნისლიანი მთების ფონზე,რა პატარები და უუნაროები ჩანან  ,როცა ზემოდან მწვანე მედიდური ხეები დაჰყურებენ,ალბათ დაიწყებდნენ სუნთქვას …ჰაერს ჩაისუნთქავდნენ ფილტვების დასკდომამდე და იგრძნობდნენ სიცოცხლეს ,ცივ ჰაერს,წვიმიანი ბალახის სუნს,ბუნების და ადამიანის მთლიანობას…

შეგრძნება,როცა სუნთქავ..როცა წვიმის წინ ამოვარდნილი ქარი გეჯახება  სახეზე და გცივა..როცა გაყინულ კანზე წვეთები გეცემა და ატყობ,რომ ცოცხლობ,ატყობ ,რომ სუნთქავ…თითქოს დიდი ხნის წინ დაკარგული სახლი იპოვნე,ადგილი სადაც მშვიდად ხარ,საკუთარი თავი ხარ  და სადაც ცხოვრების ყველა ამაოება ერთიანად მიყუჩდება ხოლმე სადღაც არაცნობიერის მიკარგულ სივრცეებში.

არა,ეს რკინა-ბეტონისგან ნაშენები ადამიანური კომფორტი არაა სახლი.ბინძურ გალიას უფრო გავს ზოგჯერ…გული ხვდება ,რომ სხვაგანაა მისი ადგილი,კორპუსებს,მანქანებს და ხმაურს მიღმა …

იქ,სადაც ცისარტყელა იწყება.

Advertisements

20 comments on “სად იწყება ცისარტყელა

  1. იმ ფრაზიდან იწყება ჩვენ რომ დაუსრულებლად ვიმეორებდით ,,სად იწყება ცისარტყელა? -აი იქ-არა უფრო იქით-არც მანდ-უფრო იქით-
    და მაინც სად იწყება ცისარტყელა?
    ცისარტყელა ჩვენიდან იწყება!!!

  2. ყველაფერი ილუზიაა, ცისარტყელები არ არსებობს, არც სხვანაირი ცხოვრება, არც ადამიანები არ არსებობენ, და ადრე თუ გვიან, ცხოვრების აზრის ძიებაში ყველა კვდება

    • ეგ ადამიანურ სამყაროში არ არსებობს არაფერი…
      აი ადამიანის ხელი რასაც ვერ წვდება ,იქ ცისარტყელაცაა და ყველაფერიც .
      მე ეგეთ ადგილს ბუნებაში ვპოულობ და ზუსტადაც მკვდარი რომ ვარ ამ ძიებაში ,ბუნებაში თითქოს ვცოცხლდები.
      მაგიტომ გიყვარს შენ პოსტაპოკალიფსური რაღაც-რაღაცები-უადამიანო და მშვიდი. ბუნებაც ეგეთია.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s