პრომეთე

მე ყოველ ღამე ვუყურებ როგორ იხრჩობა მზე ოკეანეში.

ვალდებულების არომატნარევი ნუგეშივით უღონო ვარ ამ დროს.ან როგორ ვუშველო? რომ შემეძლოს ორივე ხელს შემოვახვევდი  და   მანამდე მეჭირებოდა,სანამ ფერფლად არ ვიქცეოდი. ან..ან სულაც ოკეანეს დავლევდი მზის გადასარჩენად და მერე ცრემლებად გამოვდევნიდი ჩემგან…

თან რა ლამაზად კვდება…მუქ ვარდისფრად,ზოგჯერ წითლად ან ნარინჯისფრად.

პრომეთეს რეინკარნაცია რომ განეცადა,მზე იქნებოდა. ცეცხლს და სინათლეს აჩუქებდა ადამიანებს და მერე ჩაიღვრებოდა ჰორიზონტზე.

უზარმაზარი გავარვარებული ბურთულა,რომელიც მუდმივ წვაშია და ამ წვით აქ- პატარა დედამიწაზე სიცოცხლეს უფრთხილდება.

მზეშიც კი რამხელა ტრაგიზმია,ღმერთმანი.

ან იქნებ ადამიანის თვისებაა ასე ტრაგიკულად აღიქვას ყველაფერი? იქნებ თვითონ ადამიანია ტრაგიკული თავისი არსით?

პრომეთე ხომ იდეალია ადამიანთა დაუსრულებელი ტანჯვისა,სიზიფე განა რა არის,თუ არა ამაოების იდეალი ,ორფეოსი კი ტრაგიკული სიყვარულისა…მითოლოგია სავსეა ადამიანური ტანჯვის იდეალებით.

ადამიანი არის პრომეთეც და დანარჩენიც.

ადამიანი არის მუსიკა,მხატვროვა,პოეზია,პროზა,მეცნიერება..ჰო,ზუსტად-მეცნიერება.განა ცხოველები,მცენარეები და უცხო პლანეტები იმიტომ არ გვაინტერესებს,რომ გავიგოთ რა ადგილი გვაქვს ჩვენ თვითონ ამ ყველაფერში?

იქნებ იმიტომ მინდა მზის გადარჩენა ,რომ ჩემს თავს ვხედავ მასში?

ხედავთ? – მზეც ადამიანი ყოფილა…

საოცრად სევდიანი და დაკარგული არსებები ვართ,ყველგან და ყველაფერში ჩვენს თავს ვეძებთ ,მაგრამ ვერ გვიპოვნია.

ტანჯვა რომ არ იყოს,განა ბედნიერება მოგვინდებოდა ან საერთოდ იარსებებდა? არა…სხვა არსებებივით კმაყოფილებას დავჯერდებოდით და უფრო მაღალ შრეებზეც არ ვიოცნებებდით.

ასეა-ინი იანს წარმოშობს,იანი კი ინის.

სწორედ ასეთი უამრავი ინისგან და იანისგან შედგება ადამიანი და იქნებ ამიტომაცაა ასეთი უბედური,ვინ იცის..

მზე ოკეანეში იხრჩობა-მეთქი ვამბობდი..ჰოდა ეს ოკენე ადამიანშია,მზე კი თავად ადამიანი.

პრომეთეც ადამიანობის კლდეზეა მიჯაჭვული,სიზიფე ადამიანობას მიაგორებს მთაზე დაუსრულებლად,ორფეოსი კი…ორფეოსი ადამიანობაზეა შეყვარებული ,ოღონდ ტრაგიკულად..

და მაინც-ადამიანი უფრო მეტია,ვიდრე  “ადამიანი”.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s