ბეთჰოვენის უკვდავი სიყვარული

ბეთჰოვენის სიკვდილის შემდეგ (1827),მის პირად დოკუმენტებში აღმოჩენილ იქნა სასიყვარულო წერილი,რომლის ადრესატის ვინაობა უცნობია.კომპოზიტორი მას იხსენიებს,როგორც- “უკვდავ შეყვარებულს”  (immortal beloved) .

წერილი ამაღელვებელია თავისი შინაარსით,სიტყვებით,ემოციით,თავად ის ბუნდოვანებაც კი განსაკუთრებულ ელფერს სძენს.მისი წაკითხვის შემდეგ საოცარი სევდა დაეუფლება რომანტიკოს ( და არა მარტო) ადამიანს ,რომელიც გაიაზრებს,რომ ჩვენს თანამედროვეობაში ასეთი სიტყვები იშვიათად თუ იწერება სიყვარულისთვის.

ეს არ არის წერილი,ესაა ემოცია,გრძნობა,ტკივილი…

a.aaa-bethoven-music

ახლა კი დროა წარსულში ვიმოგზაუროთ:

1812 წელი, 6 ივლისის დილა

“ჩემო ანგელოზო,ჩემო ყველაფერო,ჩემო საკუთარო …რამდენიმე სიტყვა მაქვს სათქმელი დღეისთვის,მთლიანად ფანქრით გადმოცემული..ფანქრით და შენით.მხოლოდ ხვალინდელ დღემდე თუ გაამყარებს ჩემს ბინას ეს სიტყვები.რა საძაგლად ვხარჯავთ დროს აურაცხელ უმნიშვნელო რაღაცაში.რა ღრმაა მწუხარება…

შეიძლება თუ არა არსებობდეს ჩვენი სიყვარული თავგანწირვის გარეშე? შეიძლება ამ ყველაფრის შეცვლა? შეცვლა იმისა,რომ მთლიანად მე არ მეკუთვნი …ან გეკუთვნი კი მე მთლიანად შენ? ღმერთო,შეხედე მშვენიერ ბუნებას,რადგან ამ ბუნების შემხედვარე გონებამ გარდაუვალია  სიმშვიდე არ ჰპოვოს.
სიყვარული მოითხოვს ,იგი საჭიროებს ყველაფერს და ეს სავსებით მართებულია,რადგან ის არის ჩემთვის შენთან ერთად და შენთვის -ჩემთან ერთად.ჩვენ საკმაოდ ახლოს ვიყავით ერთმანეთთან იმისათვის,რომ შეგემჩნია ის მტკივნეული გრძნობა,რომლის მატარებელიც გახლდი…

მინდა,რომ მალე შევხვდეთ,რადგან   ამ წამსაც კი არ შემიძლია ბოლომდე გადმოვცე ჩემი დასკვნები ჩემსავე ცხოვრებზე.ჩვენი გულები ერთად რომ იყოს,ალბათ ვერც ვიფიქრებდი ამდენ წვრილმანზე.ჩემი გულის სავსეა სათქმელით,მაგამ ზოგჯერ ვხვდები,რომ ლაპარაკი არაფერს შცველის.

დარჩი ჩემს ნამდვილ და ერთადერთ საგანძურად,ჩემო ყველაფერო,როგორც მე ვარ შენთვის.

შენი ერთგული.

ლუდვიგი.”

6 ივლისი,საღამო ..

“შენ იტანჯები,შენ,ჩემო ძვირფასო…სადაც მე ვარ, შენც იქ ხარ ჩემთან ერთად  და ალბათ უნდა შევეგუო,რომ შემიძლია შენთან ერთად ცხოვრება (მაგრამ ეს ასე არაა).
რა საშინელია ცხოვრება!

რა ვარ უშენოდ?ადამიანთა ყურადღებას  მოკლებული ყველგან,ყოველთვის,რომელსაც სანატრელად გაუხდა ის მცირედი ,რაც სხვებს აბადიათ-ბედნიერება. გულს მტკენს ადამიანთა მოურიდებლობა ისევ ადამიანების მიმართ…

მე ვტირი,როდესაც წარმოვიდგენ,რომ სულ მალე ჩემს წერილს მიიღებ.ვიცი,რომ ძალიან,ძალიან გივარვარ,მაგრამ მე უფრო ძლიერ…არასოდეს დამალო შენი თავი ჩემს წინაშე.

ღმერთო!რა ახლოს ხარ,მაგრამ ამავდროულად რა შორს..განა ჩვენი სიყვარული  შენობას არ ჰგავს? შენობას,რომელშიც სამოთხე იმალება… “

5818338380_76535578ff_o

7 ივლისის დილა

“ღამეც  კი შენს გარშემო ტრიალებს ჩემი ფიქრები,ჩემი უკვდავო     სიყვარულო.იმის მოლოდინში    ,მოგვისმენს თუ არა ბედისწერა,მხიარული ფიქრებიც გამოერევა ხოლმე აქა-იქ,შემდეგ ისევ დარდით  სავსე …

მე ვცოცხლობ თითოეული ჩვენგანისთვის და მთლიანად-ჩვენთვის.

დიახ,მე გადავწყვიტე ვიხეტიალო ძალიან შორს მანამ,სანამ  შენს ხელთ ვარ და თავი ვიგრძნო სახლში ,სადაც არ უნდა ვიყო,ოღონდ შენ იყო ჩემთან..შემიძლია ჩემი სული,შენში გახვეული ,სულების სამყაროს მივაბარო.დიახ,სამწუხაროდ ეს უნდა მოხდეს.

შენ გადალახავ ყველა სიძნელეს,რაც უფრო მეტს გაიგებ ჩემი შენდამი ერთგულების შესახებ.არასოდეს არავინ დაეპატრონება ჩემს გულს შენს გარდა,არასოდეს!

ღმერთო,რატომ მივდივართ შორს იმისგან,რაც ასე ძლიერ გვიყვარს.რა საბრალოა ჩემი ცხოვრება..შენმა სიყვარულმა გამხადა ყველაზე ბედნიერი და ამავე დროს ყველაზე უბედური.

ჩემს ასაკში ადამინს მრავალფეროვნება სჭირდება და არა ცხოვრების ერთფეროვნება,მაგრამ განა ეს შესაძლებელია ჩვენს მდგომარეობაში?

დამშვიდდი და შემიყვარე დღეს.

რამხელა ლტოლვაა შენდამი მოძღვნილ ცრემლებში..ჩემო ცხოვრებავ,ჩემო ყველაფერო…მშვიდობით.

გააგრძელე ჩემი სიყვარული და არასოდეს შეიტანო ეჭვი ჩემი გულის ერთგულებაში.

მუდამ  შენი

მუდამ ჩემი

მუდამ  ჩვენი …ლუდვიგი.”

p.s. ნათარგმნია ჩემს მიერ.

მადლობა დახმარებისთვის ემილის.

და ბოლოს….

Advertisements

17 comments on “ბეთჰოვენის უკვდავი სიყვარული

  1. “შეიძლება ამ ყველაფრის შეცვლა? შეცვლა იმისა,რომ მთლიანად მე არ მეკუთვნი …ან გეკუთვნი კი მე მთლიანად შენ?” ♥
    ძალიან კარგი იყო.დიდი მადლობა,რომ გაგვიზიარე ♥

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s