მაინც რა არის ჩემი რელიგია?

საიდან მოდის ეს წყლის წვეთებიო-ფიქრობდა ადამიანი და წვიმას უყურებდა.

და გაჩნდა წვიმის ღმერთი.ბევრი სხვაც…

ვინ ვარ მე ასეთი,სხვა არსებებისგან გამორჩეული?-ფიქრობდა ადამიანი.

და გაჩნდა ღმერთი-ხატად ადამიანისა.ადამიანი კი ხატად ღვთისა.

ყვავილი თესლისგან იზრდება,ადამიანი მშობლის მუცლიდან,სამყარო ვინღა შექმნა?-ფიქრობდა ადამიანი.

და გაჩნდა ღმერთი-პირველსაწყისი.

ვინ არის ეს ყველაფერი ერთად,ვინ არის ის ერთი სრულყოფილი ყოვლისმომცველი ღმერთი?-ფიქრობდა ადამიანი.

და გაჩნდა რელიგიები.

გაჩნდა იესო.

გაჩნდა ბუდა.

გაჩნდა კრიშნა.

გაჩნდა ალაჰი.

მერე იყო მეცნიერება,რომელმაც დაადგინა ,რომ წვიმა ღრუბლებიდან მოდის.

იყო დარვინი,რომელმაც შორეულ ნათესავად მაიმუნი გამოგვიცხადა.

იყო დიდი აფეთქების თეორია,რომელმაც ღმერთს პირველსაწყისის სტატუსი ჩამოართვა.

მერე ნიცშემ მკვლელობა ჩაიდინა.

261813_475286202491727_1419932751_n

და ამ ყველაფრის მერე,მაინც რა არის ჩემი რელიგია?-ვფიქრობდი მე.

აი აქ მიგელ დე უნამუნოს სიტყვებს მოვიშველიებ და ვიტყვი- “ჩემი რელიგია არის ჭეშმარიტების ძიება ცხოვრებაში და ცხოვრებისა – ჭეშმარიტებაში, თუნდაც ვიცოდე, ჩემს სიცოცხლეში ამას ვერ მივაღწევ, ჩემი რელიგია არის დაუცხრომელი და დაუსრულებელი ბრძოლა იდუმალებასთან. ჩემი რელიგია არის ბრძოლა ღმერთთან მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, სწორედ ისეთი ბრძოლა, იაკობი რომ ებრძოდა მას. არაფერს დავთმობ იდუმალებისა თუ შეუცნობელის წინაშე” 

99 comments on “მაინც რა არის ჩემი რელიგია?

  1. “არაფერს დავთმობ იდუმალებისა თუ შეუცნობელის წინაშე” —აი, სწორედ ასე, არც მე არ ვაპირებ ღმერთისთვის რამის დათმობას, მაგრამ გამოვყოფ იმას, რომ მე მის არსებობაში ეჭვი არ შემპარვია არასდროს…ქრისტე აღსდგა!

  2. კარგი პოსტია! მეც მანდ ვარ! კარგია რომ შენნაირი მოაზროვნე ხალხი არსებობს!

  3. დიდ მწერალთან მსახური მოკრძლებით შევიდა.

    _ ბატონო გაბრიელ, ის ქალბატონი ჩამოვიდა და… – მოახსენა მან. – უი, მოვდივარ, მოვდივარ,- აფორიაქდა მშვიდი გაბრიელი და პიჯაკის ჩამა დაიწყო.

    ამ ქალბატონის ამბავი მთელმა ქვეყანამ იცოდა, ნუ ყურმოკვირთ მაინც… იცოდნენ, რომ ეს ადამიანი გაბრიელის „ფანი“ იყო. გაბრიელი პირველი წიგნის დაბეჭდვისთანავე გახდა პოპულარული და ბევრი თავანისმცმელიც ჰყავდა, მაგრამ ამ ქალს, როგორც თანდათან გაირკვა და გამოაშკარავდა, შეეძლო ყველაზე დიდი ფანობა ფანებს შორის – ის ყევლაზე დიდ სიამოვნებად მწერლის ნაწარმოების კითხვის პროცესს თვლიდა, ამ ნაწარმოებებში აღწერილი ამბების მიხედვით მოქმედებდა, აწყობდა სახლის ინტერიერს, იკეთებდა ვარცხნილობას, იკერავდა კოსტუმებს და საერთოდაც მოგონილი ამბებით იშორებდა რელობას თავიდან.

    გაბრიელი ფართხაფურთხით იცვამდა ტანზე იმ ტანსაცმელს, რომელშიც ყველაზე სიმპატიურად ეჩვენებოდა თავი, არ უდოდა გოგონას ეფიქრა: ფუ, ეს ვისი ფანი ვყოფლვარო?, ახლა, რომ შემომხედოს და გაბრუნდეს ამ მახინჯის თაყვანისმცემელი ვიყავიო? მაგრამ ტელევიზორში რომ ყავდა ნანახი?!. მთლად ასე ნაწარმოებების სიყვარულის ამარაც არ ჩამოსულა… ტელევიზორში ან ჩანს და ან არა, ჩემი ნაყვავილარი სახე, ამოშავებული თვალის უპეები და დახეთქილი კანი ტუჩებზე. მოიცა რა, სულ მაგას დაუწყებს ყურებას, მთავარია იდიოტობა არ ველაპარაკო, ნეტა როგორც ვწერ ისე მაინც ვახერხებდე საუბარს, ღმერთი მაინც ვიყო, საერთოდ გავაქრობდი ენას და ადამინებს წერილობით კომუნიკაციაზე გადავიყვანდი. რა მაგარია, ღმერთობა რომ გინდა მხოლოდ იმიტომ, კიდევ რაღაცეები წაართვა ისედაც მხოლოდ დედამიწის ფარგლებში დარჩენილ საწყალ ადამინებს. რა საზიზღარი ვარ? ნეტავ იმ ქალმა თუ იცის ეს? ალბათ კი, მე ჩემს ნაწერებთან უფრო წრფელი ვარ ხოლმე ვიდრე საკუთარ თავთან, ხოლმე კი არადა სულ. არაფერს ვიგონებ და რასაც ვიგონებ ისიც ჩემი ოცნების გარემოა და კიდევ იმ ქალის ოცნების გარემო… მას არ შეუძლია წერა, მაგრამ იგივეს გრძნობს რასაც მე და ჩემი ნაწერით ვცოცხლობთ ორივე. ცოლობა ხომ არ შევთავაზო, რა ვქნა? ჩემს არცრთ წიგნში ცოლოს მოყვანის სიტუაცია არაა აღწერილი. სყავლობაზეც დამთანმხდება ალბათ, თვითონ, რომ შემომთაზოს? მირჩევნია მე შევთავაზო, ჩემს გმირებს ეს პოზიცია უფრო უხდებათ. ძალიან მუხლებში რომ ჩამივადეს გავგიჯდები, მე ყოველთვის მინდოდა დიდ ადამინად ჩავეთალე ყველა ნიჭიერს, მაგრამ არ მინდოდა, რომ პირში ეთქვა ეს ვინმეს.

    გაბრიელი ამ ფიქრებში გართული გავიდა ქალბატონის შესახვედრად. _ სიმპათიური ყოფილა! – გაიფიქრა და მის წინ სავარძელში ჩაჯდა. ქალმა მუხლზე ხოხხვით არა, მაგრამ შეყვარებული მზერით დაიწყო მოყოლა, თუ როგორ გაიცნო გაბრილის წიგნები, როგორ მოეწონა, მერე შეუყვარდა და ბობლოს ენატრებოდა კიდეც. გაბრიელის აზრით კი, მონატრება ყველაზე დიდი სიყვარულის გამოხატულება იყო, ასე იწყებოდა მისი მეორე რომანი. ქალმა ციტატებიც კი ისცოდა ზეპირად.

    _ გახდებით ჩემი საყვარელი? _ უცებ კითხა გაბრიელმა, როცა მიხვდა, რომ ფანები კი არა, ბევრი მკითხველი რომ ჰყავდა ის მოწონდა მხოლოდ.

    _ არა!

    _ დარჩებით ჩემთან, რომ ვიმეგობროთ მაინც?

    _ არამგონია!

    _ ისადილებთ დღეს ჩემთან ერთად?

    _ მოვიფიქრებ!

    _ ეს ვერ არიო, _ გაიფიქრა გაბრიელმა და ცოტა მკაცრი ტონით ჰკითხა:

    _ რისთვის ჩამოხვედით?

    _ რომანი მინდა ჩემზე, რომ დაწეროთ?

    _ ოჰ, ნოველაზე უარს იტყვით?

    _ პრინციპში კი!

    _ მოთხრობაზე?

    _ აჰა!

    _ აუ, ძალიან თვხედი ხართ ხო?

    _ არა, მე მინდა, რომ ჩემი პირადი ცხოვრება მქონდეს, გესმით… მომბეზრდა თქვენი ნაწარმოებების მიხედვით სიცოცხლის აწყობა, ისინი ფერად კუბიკებს ჰგავანან, ლამაზი და საინტერესოა, სიღრმეც აქვთ და წონაც, მაგრემ რეალობას ვერ უძლებენ და მასთან შეხებისას იმსხვრევიან, ფორმას კარგავენ…

    _ და თქვენ, ჩემი სიტყვების უფორმო კუბიკებით იწყებთ აწ უკვე რალობაში თქვენი ცხოვრების მშენებლობას არა? – გადაიხარხარა გაბრიელმა.

    _ მე მინდა, რომ დაწეროთ ჩემზე, გემუდარებით! მე მინდა ჩემი ცხოვრება მქონდეს, რა ვქნა მივეჩვიე, თქვენი ნაწერის მიხედვით ვგეგმავ ყველაფერს, და უკვე ისე დავიზეპირე ეს წიგნები, რომ მათში ახალი არაფერია, ჩემი ყოფაც ერთფეროვანი გახდა, თან მინდა, რომ კარგად გამიცნოთ და ისეთი ცხოვრება დამიწეროთ, რომელიც რეალობას უფრო ადვილად მოერგება… გესმით?

    _ კი, საბედნიერდ ჯერ ყურს არ მაკლია, მაგრამ მგონი თქვენ…

    _ მაკლია, რაღაც რაღაცეები, არა…

    _ რას ამბობთ, თქვენ ჩემი განსხეულებული წიგენბი ხართ და სულ მალე, მე თქვენი მკვლევარი და საგზაო ნიშანი გავხდები!

    _ თანახმა ხართ არა? რა მაგარია, დიდი მადლობა!

    _ კი, კი, ამ ფრაზით დავიწყებ “რა, მაგარია…” ახალი რომანის წერას სათაურით “ჩემთან გოგონა მოვიდა”

    _ არც ისეთი გოგონა ვარ!

    _ მე ასე გხედავთ და…

    _ ეცადეთ რეალურად დამანახოთ ჩემი თავი, კარგი?

    _ კარგი! _ გაიღიმა გაბრიელმა და მიხვდა რომ მუზა მოუვიდა. _ აბა, კალამი ვიშიშვლოთ, მე სამუშაოდ მივდივარ, მუზა წავა თუ არა შგეხმინებით და რაღაცეები მომიყევით თქვენზე.

    დღე მეორე – უკეთ გაცნობა

    დღე მესამე _ საშუალოდ გაცნობა

    კვირის ბოლო _ კარგად გაცნობის მცდელობა

    თვის ბოლო _ ილუზია იმისა, რომ კარგად იცნობს, რადგან ნახევარი რომანი უკვე მზადაა.

    გავიდა კიდევ ერთი-ორი თვე და რომანი მთლიანად მზადაა. გაბრიელმა ხელნაწერი არ წააკითხა, არ წააკითხა… ვის და… მმმ… რა ერქვა იმ გოგონას? არც არაფერი, გაბრიელმა სულაც არ ახსენა მისი ნამდვილი სახელი რომანში და ამიტომ დაავიწყდა კიდეც, ან რა საჭირო იყო, მან ხომ მთელი ნაწარმოები ქალს ცხოვრები წესის თავისებურებაზე ააგო. უნამუსო, ცხოვრება დაუწერა ადამიანს და არც კი წააკითხა. მაგრამ გამოსცა, დიდი ტირაჟით, როგორც ყოველთვის, ფერადი სქელი ყდით, საუკეთესო ხარისხის, ისე, როგორც ყოველთვის…

    იმ საღამოს გაბრიელი ტელევიზორის წინ მოკალათდა და საინფორმაციო გადაცემას დაელოდა. იცოდა, რომ იტყოდნენ “წიგნის მაღაზიებთან გაბრიელის ახალი რომანის შეძენის მოლოდინში გრძელი რიგები დგას, ტირაჟი ისევ არასაკმარისია…” ისევ და ისევ, როგორც ყოველთვის. ოღონდ მისი ნაწარმოები ამ შემთხვევაში ძალიან განსხვავებული, ორიგინალური და დამაინტრიგებელი იქნება. უკვე მისცა ჟურნალისტებს კომენტარი იმასთან დკავშირებით, რომ ფან გოგონას მობეზრდა წიგნის მიხედვით ცხოვრება და სთხოვა მისი პირადი და კონკრეტული ცხოვრება დაეწერა, რა თქმა უნდა დაკვირვების და კარგად გაცნობის შემდეგ…

    და აი, საინფორმაციო გადაცემაც დაიწყო “გაბრელის მკითხველები წელს გაწბილებულები დარჩნენ, როგორც ჩანს ამჯერად მწერალს ფანტაზიამ უღალატა და ძველი წიგნებიდან ამოკრეფილი ამბებით შეავსო ახალი რომანი”… გაბრიელი გაშრა, თითქოს სისხლი გაეყინა და კანი დეჭმუჭნა… მართალია მას ცუდი მახსოვრობა ჰქონდა და არც ერთი თავისი რომანის სიუჟეტი კარგად არ ახსოვდა, მაგრამ საკუთარი შემოქმედების პლაგიატობა არც უფიქრია, ეს როგორ მოუგონეს? შურიანები! აი, ნახონ, გოგონა, გოგონა იტყვის ყველაფერს..

    და აი გოგონაც შემოვიდა, ძალიან ქალურად რწევით შემოიტანა ტანი და წყნარად უთხრა გაბრიელს: _ მე ხომ შენი წიგნების მიხედვით ვცხოვრობდი, ისევ იგივე დამიწერე?

Leave a reply to nancygaladriel კომენტარის გაუქმება