“დასაბამიდან იყო სიტყვა …”

ჩემს წინ გადაშლილ ორ თეთრ ფურცელს ვხედავ,ჯერ კიდევ შეუვსებელს გრძნობებით,რომელთაც სიტყვების მილიონი კომბინაციაც ვერ გამოხატავს ბოლომდე.

რა უღონოა სიტყვა ზოგჯერ…მაგრამ ჯიქურ ვცდილობთ წარმოვთქვათ მანამ,სანამ გაცვეთილი ყბები უკანასკნელად არ აამოძრავებს ჟანგიან სახსარს და იქვე ააფეთქებს ყველა ასოს,გაფანტავს უიმედოდ და მერე სიჩუმე ისადგუებს სამარადისოდ.

ნეტავ სიჩუმე გვესმოდეს.სიჩუმეს არ სჭირდება კომბინაცია.მაგრამ იმდენად მივეჩვიეთ უღონო სიტყვებს,რომ აღარ გვესმის უსიტყვობის სიმშვიდე.

თეთრი ფურცელი ნელ-ნელა ივსება უღონო ასოებით.

ჩემს ხელს ვხედავ .მზე ფანჯრიდან იჭრება ,ფარდის მაქმანებიდან იღვრება და კანზე იხატება ლამაზ შუქ-ჩრდილებად.ფურცლის გასწვრივ  პაწაწინა მტვრის ნაწილაკები მოძრაობენ მოუსვენარი ბავშვებივით,თვალს ვაყოლებ და ფანჯრის მიღმა მდგარ ახლადაყვავებულ ბლის ხეზე ჩერდება შთაგონებული მზერა.

საიდან გაჩნდა სიცოცხლე ამ ხის კვირტებში,მტვრის ნაწილაკებში,უღონო სიტყვებში,ან ჩემში? ან სად ქრება ასე უკვალოდ?

ღმერთია სიცოცხლე  თუ სიცოცხლეა ღმერთი?

ორივე შემთხვევაში ყველაფერი ცოცხალი პატარა ღმერთი გამოდის…

მეორე ფურცლის სითეთრეც ნელ-ნელა იკარგება და აი სიტყვები უკვე აღარაა უღონო.

სიტყვა ღმერთია,სიცოცხლეა,მტვრის ნაწილაკია,თეთრი ყვავილია.

და მართლაც ,ისეთივე შეუცნობელია ,როგორც თავად ღმერთი(ადამიანი).

დავაკვირდეთ და დავინახავთ ადამიანში ღმერთს და ღმერთში ადამიანს.

აბა ახლა ადამიანი ჩამოვაშოროთ,დავინახავთ კი ღმერთს ან სამყაროს,ან სიტყვას?

სად ჩნდება ღმერთი? იქნებ იქ,სადაც  ჩვენი  თვითშემეცნება კარგავს ძალას?

ჰო,ალბათ…არ უყვარს ადამიანს უპასუხო კითხვები.

აქ მე ვდებ კალამს  და სიჩუმეს ვუხმობ ,რომ თქვას თავის სათქმელი.

ის კი დუმს სამარადისოდ…

62433_428275377262149_932356215_n

“დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.” -იოანეს სახარება

Advertisements

17 comments on ““დასაბამიდან იყო სიტყვა …”

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s