სიცოცხლის სუნთქვა

ფანჯრებს მიღმა სიცოცხლე ხმაურობს.ისე ღრმად და ნოყიერად ისრუტავს ყოველ დღეს,როგორც მოხუცის უკანასკნელი ხარბი ჩასუნთქვა ჰაერს.

გაზაფხულმა აუჩქარა სუნთქვა.

მასაც და ადამიანებსაც.

საყოველთაო ჟრიამულის  მძაფრი სუნი იგრძნობა ყველგან.

ეს სუნი…თითქოს ისეთი ნაცნობია,მაგრამ ვერა,ვერ ვიხსენებ.

ხრწნადი ლეშის სუნი,აი ეს მახსოვს მხოლოდ.ალბათ იმდენი ვიყნოსე,რომ ჟრიამულს ვეღარ შემოუღწევია.

როგორ ვგრძნობ ფილტვების სიმძიმეს!მძიმეა…

გაზაფხულის ცივი,მაგრამ ლამაზი დილის ნიავის შესუნთქვისასაც მყრალი კვამლით მევსება ორგანიზმი.

გარედან კი სიცოცხლის ხმაურიანი სუნთქვა ისმის ისევ.მეძახის-შენც ჩაისუნთქეო.მეც ვცდილობ ლეშის სუნში ოდნავი მხიაურლება მოვძებნო,ვპოულობ კიდეც,მაგრამ სულამდე ვერ აღწევს რომ ისევ ის მყრალი კვამლი ფარავს,ანადგურებს.

ვგრძნობ თქვენს ფაფუკ,ნაზ ფილტვებს,ადამიანებო.რა მსუბუქია,ღმერთო,რა მსუბუქი …

სიმძიმე მუხლებს მიდრეკს.დავხოხავ…ფრჩხილებით ვკაწრავ მიწას.მძიმეა ორგანიზმის თრევა ამ სიმყრალეში.

მე მაინც ვათრევ,ვეჩვევი სიმძიმეს,წელში ვსწორდები და დავაბიჯებ ფაფუკ ფილტვებში.

ღმერთო,რატომ ვერ გრძნობენ სიმყრალეს?

ალბათ მათი სუნთქვაც ისე მოიცვა მხიარულებამ,როგორც ჩემი-ლეშმა .

ლამისაა ზეცაში აფრინდნენ,ისეთი მსუბუქები არიან.ჰო,სწორეს ამას ლამობენ.

უგუნურები,კმაყოფილები…რა იციან საით წაიღებს ქარი მათ ფაფუკ სხეულს.

უფრო მძიმდება ფილტვები.ზოგჯერ ფეხები მეკეცება ,მაგრამ ვსწორდები,ყოველთვის.

მყარად მიდგას ფეხები ფხვიერ მიწაზე,სიმძიმე მეხმარება.

ქარი ვერ წამიღებს.

წელში ვიშლები.

მძიმეა…

481550_532193550133266_148040098_n

Advertisements

13 comments on “სიცოცხლის სუნთქვა

  1. კითხვა შეიძლება უაზროდ მოგეჩვენოთ, მაგრამ თითოეულ სიტყვას თავისი ფერი და დატვირთვა აქვს ქვეცნობიერსა და გონებაში, ამიტომ როგორ ფიქრობთ რა ფერია სინდისი? ჩემი აზრით სინდისი არის კვამლი, მაშასადამე ნაცრისფერი.

  2. იცი, როგორ ვარ? ქარბუქი რომ
    თავს დაატყდება
    სოფელს და ყველა მიატოვებს.
    სიცარიელე
    ისე იზრდება ამ სოფელში,
    წლების მანძილზე,
    საკუთარ მკერდში რომ ვაშენე,
    ჩემი მფარველი
    სულებისთვის, რომ ცოტა ხანში
    არათუ სამ-ოთხ
    ტყის სულს, არამედ, ზუსტად
    ვიცი, მთელი სამყაროს
    მხეცებს დავიტევ, ჭეშმარიტი
    შამანივით და
    ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა
    ამაზე, მაგრამ
    იცი, როგორ ვარ? კატას სარზე
    რომ წამოაგებ
    და უცქერ, როგორ საცოდავად
    ფართხალებს. უცქერ
    და ამაყი ხარ, კმაყოფილი, იმით,
    რომ ასე
    იოლად არ ხარ მისაწვდომი, ასე
    მარტივად
    გასაგები და თავს იმშვიდებ
    იმით, რომ შეგწევს
    ძალა ბრძოლის და ძალა თქმის
    და ძალა გაქცევის
    ბოლოს და ბოლოს – შენს
    ხელთაა შენი ბედიც და
    ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა
    ამაზე, მაგრამ
    იცი, როგორ ვარ? დახვრეტილი
    წიგნის გმირივით,
    წლების მერე რომ სხვის
    წიგნებში ცოცხლდება, კვდება,
    ცოცხლდება, კვდება და
    ერთხელაც ყელში ამოსდის
    ეს ყველაფერი. ერთდროულად
    ყველა წიგნიდან
    გარბის და ისე იკარგება,
    საკუთარ თავსაც
    ვეღარ პოულობს სივრცისა და
    დროის შავ ხვრელში –
    “ბაღში, რომელშიც ბილიკები
    იყრებიან” და
    ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა
    ამაზე, მაგრამ
    იცი, როგორ ვარ? ასაკიც რომ
    კარგავს პირვანდელ
    მნიშვნელობას და კითხვის
    ნიშნის ქვეშ დგება ყველა
    ღირებულება, რაც აქამდე
    გაგაჩნდა, შენი
    წარსულიც, აწმყოც, მომავალიც
    და არსებობაც,
    ზოგადად. იღებ ფურცლის
    ნაგლეჯს, იღებ კალმისტარს
    და წერ, რომ შენი სახელია
    “საკარიასი”,
    მიგაქვს სანთელთან ეს ნაგლეჯი
    (ფურცლის) და წვავ და
    ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა
    ამაზე, მაგრამ
    იცი, როგორ ვარ? არაფერი როცა
    არ ხდება
    გარშემო. როცა გასართობად
    რამეს იგონებ,
    ამბავს რომლიც უნდა მოხდეს, ან
    უკვე მოხდა
    და რა თქმა უნდა ტრაგიკულად
    დასრულდა შენთვის,
    ან დასრულდება და მერე ამ
    გამოგონილი
    ტრაგედიების ანჟანბემანს
    აყოლებ ჩაის
    და შიგადაშიგ შაქრის ნატეხს, ან
    მურაბას და
    ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა
    ამაზე, მაგრამ
    იცი, როგორ ვარ? როცა შენში
    თავს იჩენს ნიჭი
    მისნობის, ისე ერთფეროვნად
    გადის ყოველდღე
    ერთი ცხოვრების ერთი მთელი
    ცხრა მეათედი,
    ყოველთვის ერთი სადგურიდან,
    ასევე ერთი
    მიმართულებით, ზუსტად იცი
    ხვალ რა მოხდება:
    როგორ პოზაში გაიღვიძებ, სად
    წახვალ, ან ვინ
    შეგხვდება გზად და რა ეცმევა,
    რას გეტყვის სხვას და
    ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა
    ამაზე, მაგრამ
    იცი, როგორ ვარ? როცა გინდა
    რომ ღმერთის გწამდეს
    და გულს ვერ უდებ. ვერ პოულობ
    ადგილს და მიზეზს
    დარჩენის, როცა წასვლა გინდა
    და მაინც რჩები
    და ან პირიქით, მიდიხარ და
    დარჩენა გინდა.
    როცა არსებობს რაღაც ძალა,
    რასაც ეყრდნობი,
    ან რაც გეყრდნობა (მაგიაა),
    გიყვარს, ან მეტიც –
    უყვარხარ, ვინმეს და ვერ ამჩნევ,
    ან არ იმჩნევ და
    ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა
    ამაზე, რადგან
    სოფელში, ერთ დროს
    სულებისთსის რომ ავაშენე,
    ჩემი კეთილი სულებისთვის,
    საკუთარ მკერდში,
    იმდენმა (უფრო სწორად რომ
    ვთქვა – იმხელა) მხეცმა
    დაისადგურა, რომ ადგილი სხვა
    სულებისთვის
    აღარც კი დარჩა და ამიტომ, იცი,
    როგორ ვარ?
    ამ უთავბოლო ვერბლანივით:
    უშინაარსო,
    უცეცხლო, უწყლო, უმიწაო,
    უჰაერო და
    ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა.

  3. განა დროს უდროოდ მოსვლა
    შეუძლია?… -უაზრო კითხვები,
    უაზრო თემები, უაზრო ხალხი და
    უაზრო… კრეატიული ბოზობის
    ხანა… ქორწილები, რომლებშიც
    იძულებული ხარ თამადის
    ხუმრობაძე ძალით გაიღიმო;
    მეძავეები, რომლებიც
    სიმართლის დასამტკიცებლად
    პატიოსნობისდროინდელ
    შვილებს იფიცებიან; ქუჩაში
    მჯდარი მხატვრები, რომლებიც
    უცქერენ ხალხს და ხატავენ
    ღორებს; სახლში მამრები,
    რომლებიც მკვლავის
    გასამაგრებლად ცოლებს
    სცემენ… “ჩემი დედა მოვტ…”-ეს
    ის ფრაზაა, რომლითაც
    ძმაკაცობას გიმტკიცებენ და
    ვალდებული ხარ დაუჯერო. -ესაა
    დღევანდელობა და სწორედ აქ
    ვცხოვრობთ, სწორედ აქ
    მკითხველო. თუმცა შენ… შენ ხომ
    ეპილოგი უფრო გაინტერესებს?
    იქნებ ეს ზედაპირული სიტყვები
    არ მოქმედებს შენზე. იმას
    ვამბობდი, აქ ვცხოვრობთ მეთქი
    სადაც (აგარ ვიცი რა ვთქვა) –
    გოგონა თუ ერთის
    შეყვარებულია, ე.ი. ყველას
    შეყვარებულია; აქ სადაც,
    ცოდვის ჩადენა და მონანიება
    ცვეტშია. ხო, ცვეტშია ეს
    ჟარგონიზმიც; ისე როგორც,
    კენტი-(სიგარეტი); აქ სადაც,
    გალაკტიონის პოეზია კი არა
    მისი ფანჯრიდან გადახტომა
    ევასებათ; აქ, სადაც ბანკიდან
    სესხის ჭეშმარიტ სიყვარულზე
    გვესაუბრებიან; აქ, სადაც
    სარკეში გამოსახული ასლის
    წინაშე, ორიგინალი თავს ხრის…
    ეჰ, ხანდახან არის დღე რომელიც
    არის, და ხანდახან არის დღე
    რომელიც არ არის. მთვრალი
    ნამდვილად არ ვარ…უბრალოდ
    ემოციებს მივყვები ალბათ,
    რადგან ეშმაკიდან გვეშინია,
    იმიტომ რომ დაუნდობელია,
    ღმერთიდან კი არა…არა იმიტომ
    რომ გვპატიობს. არა იმიტომ,
    ღვთისმშობელს ოქროს გული და
    ხის ჯვარი ჰქონდა, ჩვენ კი
    პირიქით; არა, არ ვარ მთვრალი
    იმიტომ რომ ვხედავ… ვხედავ
    როგორ კატაობენ ცამომხრჩვალ
    მამებზე შვილები. ეჰ ღმერთო
    სადაა გული? სადაა გული?- არა
    ეს სისხლის სატუმბია უბრალოდ
    და არა გული… ესაა მკითხველო
    დღევანდელობა, არც მე ვარ
    უცოდველი. განა გუშინ არ იყო,
    რომ ღმერთს თვალების
    დახუჭვას ვთხოვდი, რადგან
    ცოდვა უნდა ჩამედინა?; განა მე
    არ ვიყავი რომ ღმერთს
    სიკვდილს ვთხოვდი, მაგრამ
    ჩემთვის არა?-ესაა მკითხველო
    კრეატიული ხანა… ვუყურებთ ცას
    და მიწა არ მოგვწონს, ან კი
    ვიცით მოწონება რას ქვია?-არ
    ვიცით რადგან ცხოვრებას
    ჩასუნთქვით ვზომავთ. არ ვიცით
    რადგან ერთი კაცის სიკვდილს
    ტრაგედიად აღვიქვამთ და ასი
    კაცის სიკვდილს კი
    სტატისტიკად; არ ვიჩით,
    იმიტომ, რომ გოლიათები
    ლილიპუთებში თავებს ხედავენ
    და ლილიპუტები გოლიათებში
    კი საჯდომებს; არ ვიციტ იმიტომ
    რომ როცა ყვავილი გვიჭირავს
    ხელში, იმ წუთიდან
    მიცვალებულს ვეძებთ. ესაა
    მკითხველო დღევანდელი
    რეალობა…

  4. ვინ ვარ, საიდან მოვედი და გზას
    სად მივყავარ?
    მაქვს წარსული და მაინც ვიწყებ
    სუფთა ფურცლიდან,
    ახლახანს ვიშვი, მაგრამ უკვე
    ევას ხნისა ვარ,
    არ ვცოდავ, თუმცა ცოდვილი ვარ
    დედის მუცლიდან.
    ფუნჯი არა მაქვს, პეიზაჟებს
    ვხატავ უნახავს,
    ნოტებს ვერ ვარჩევ, მთვარეს ისე
    ვუწერ სონატებს,
    ბრძენი არა ვარ, მაგრამ
    სიბრძნეს ვფანტავ უთვალავს,
    დრო აღარ მყოფნის, ცხოვრებას
    კი მაინც მოვასწრებ.
    მთამსვლელი არ ვარ და
    მწვერვალებს ვიპყრობ
    თოვლიანს,
    ცურვა არ ვიცი, ზღვის ტალღებში
    ისე ვნებივრობ,
    სუსტი ვარ, მაგრამ გმირსა
    ვგავარ, ბედთან მორკინალს,
    მოწყალე არ ვარ და მოსისხლე
    მტერსაც შევინდობ.
    ფრთები არა მაქვს, თუმცა
    მაღლა, ცაში ვნავარდობ,
    არ მაქვს საზღვარი, მაშინ, როცა
    ზღვარს ვდებ გასავლელს,
    ნიღაბს არ ვირგებ და ცხოვრებას
    ისე ვთამაშობ,
    არც პოეტი ვარ, მაგრამ მაინც
    სიტყვა მაწამებს.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s