I was in the darkness So darkness i become

ღამე დამშეული კრონოსივით ყლაპავს ყოველ დღეს.ყლაპავს დაუსრულებლად.

მერე თვითონ კვდება.

უზარმაზარი შავი ფენიქსია ღამე,რომელიც ყოველი მკვლელობის ჩადენის მერე სისხლიან ხელებს უყურებს, სინანულით იწვის,იფერფლება და ღსდგება მკვდრეთით,რათა კიდევ ერთი მკვლელობა ჩაიდინოს.

ადამიანებს ვგავარო-ფიქრობდა ღამე.ისინიც ერთმანეთს კლავენ,რათა იცოცხლონო.გადარჩნენო.

მაგრამ სანამ პირველად ძმა მოკლავდა ძმას,ღამეს უკვე მოკლული ჰყავდა დღე.

იტანჯებოდა ძმისმკვლელი ღამე.

იმდენი იტანჯა,რომ შეეჩვია,შეუყვარდა.მერე ღამემ და ტანჯვამ მელანქოლია შვეს.

მელანქოლიას ადამიანები შეუყვარდა.

ცალმხრივად.

ის ხომ განცდაა(და უფრო მეტი).განცდები ვერ განიცდიან,თორემ აუცილებლად იცინებდა ჩემთან ერთად.

ვერ ხვდება,რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა,როგორც დედამისს მამამისი-ღამეს ტანჯვა.

მაგრამ ის ხომ განცდაზე მეტია.მიხვდა…

გაეცინა.

გაგვეცინა.

ყურში ჩამჩურჩულა -მიყვარხარო,მე შენში ვარო,არ მიგატოვებო.

მერე ღამემ კიდევ ერთი მკვლელობა ჩაიდინა.

ადამიანმაც…

სისხლიანი დანა სიბნელეს შეაწმინდა და მომღიმარი პირიდან გესლი ჩამოეღვენთა უსულო სხეულზე.

ჩვენ კი ისევ ვიცინოდით და ცრემლი გვდიოდა.

Advertisements

3 comments on “I was in the darkness So darkness i become

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s