ნახევრის-ნახევრული ყოფა,ანუ ტრამალის მგლები

ჰერმან ჰესე,ეს ის მწერალია,რომელზეც ან ყველაფერი უნდა დაწერო,ან არაფერი.ამ ადამიანს სძულდა ყველანაირი შუალედი,ამიტომ მეც დავყვები მის ნებას და არაფრის დაწერას ავირჩევ,რადგან ყველაფერს უბრალოდ ვერ დავწერ.სამაგიეროდ დავწერ მის შემოქმედებაზე,რომლის მეშვეობითაც,ფაქტობრივად,ავტორის სულის ყველაზე ღრმა კუნჭულებში ვიჭრებით და “მგლურ” ცხოვრებაზე.

მახსოვს პირველად ჰესე რომ წავიკითხე როგორ დაიშალა ჩემი პიროვნება და დიდი,დიდი დროის შემდეგ შეერთდა  გაფანტული ნაწილები.ასე მემართება ახლაც.

“დამსვენებელი” იყო პირველი ნაწარმოები,რომელმაც მის უსასრულოდ ღრმა სულში შემიღო კარები. აქ მან პირველად უწოდა საკუთარ თავს “ტრამალის მგელი” -გზააბნეული,ტანჯვისთვის განწირული,მარტოსული ადამიანი-მგელი.

“თუ არ დაიკარგე,ვერ აღმოაჩენ უცნობ ადგილებს” -ვუთხარი ჩემს თავს და გადავწყვიტე დავკარგულიყავი ჰესეში.დავიკარგე კიდეც გრძელ ლაბირინთში და უცნობი ადგილებიც ვიპოვნე.უცნობი ადგილები ჩემსავე თავში.ახლა გადის დრო და ნელ-ნელა უფრო ახლოს მივდივარ “ტრამალის მგლის” ცნებასთან,კარგია ეს თუ ცუდი.

თავად ამ ცნებას რაც შეეხება,ჰესე შეეეცადა ორ საპირისპირო საწყისში გაეერთიანებინა ადამიანური თვისებები-მგელსა და ადამიანში.ადამიანში ყველანაირი სიკეთე,ხოლო მგელში უარყოფითი საწყისები.ის გვიხატავს როგორ მტრობს ეს ორი მხარე ერთმანეთს და ასევე როგორი საჭიროა მათი ერთიანობა.თუმცა შემდეგ ცხადყოფს რომ ადამიანის ორ საწყისად დაყოფა ფრიად სულელური საქციელია,რადგან იგი უამრავ საწყისს მოიცავს და უბრალოდ შეუძლებელია ეს ყველაფერი ასე მცირემდე დავიყვანოთ.

პირადად ჩემთვის ერთი რამ ნათელია,არსებობენ “სულის ადამიანები”  ,რომლებშიც თითქოს ერთი სულის სხვადასხვა ნაწილია ჩადებული და ეს აერთიანებთ მათ.ასეთი სულის ადამიანია ჰესე ჩემთვის და კიდევ ბევრი ჩემნაირი დაკარგული ადამიანისთვის,საბოლოოდ კი თითოეული ჩვენთაგანი ერთმანეთისთვის.

ასეთი ადამიანები მთელი სიცხადით შეიგრძნობენ სამყაროს  უკუღრმართ მოძრაობას და იტანჯებიან ამით.ისინი გარიყულნი არიან  სოციუმისგან(ან უბრალოდ ვერ ეგუებიან),მათთვის ძნელია ბედნიერების მოპოვება.თითქოს ბედისწერას ტრამალზე ხეტიალი მიესაჯოს მათთვის.თუმცა ეს სასჯელიცაა და ჯილდოც.ჯილდოა,როცა ხედავ და იაზრებ ისეთ რაღაცებს,რასაც ბევრი ვერ ახერხებს,ხოლო სასჯელია იმდენად,რამდენადაც  საშინლად გტანჯავს ის,რასაც ხედავ და გრძნობ.

“მინდა ადამიანში მცირეოდენი  ჰუმანიზმის გამოვლინება  დავინახო,თუმცა კი ვიცი,რომ ეს ჰუმანიზმი რა ხანია გარდასულ დროებას ჩაბარდა და ხილული სახით მას ალბათ ცვილის ფიგურათა მუზეუმშიღა თუ ნახავს კაცი “

“პირდაპირ გაკვირვებასა ვარ,რა იოლად ეფლობა ადამიანი ცუდზნეობასა და უგუნურებაში,რა ადვილად კარგავს ადამიანურ სახეს და გაქსუებულ ნაგაზად,ნაპატივებ ნეზვად და ღორმუცელად იქცევა”

“არასოდეს შემხვედრია თქვენზე უფრო სასაცილო,არარეალური არსება,ადამიანო!ნუთუ ვერ ხედავთ ყველა ნაკერიდან სული მოჟონავს ,შინაგანად კი მთელს თქვენ არსებაში გაზეთებს,საგადასახადო ქვითრებს და პროცენტულ ცხრილებს დაუსადგურებია.სული რომ შეგიბეროთ კაცმა,გაქრებით!თქვენ არც საგანი ხართ და არც ადამიანი,დიახ,მხოლოდ და მხოლოდ იდეა,შიშველი აბსტრაქცია ბრძანდებით. “

ეს არის ამონარიდები “დამსვენებლიდან” ,რომლებმაც ალბათ ცხადყვეს ტრამალის მგლების ასეთი ტანჯვის მიზეზები,მათი სატკივარი.ასეთი ადამიანები (მეც მათ შორის) “უსმენენ ფანჯრებს მიღმა სიცოცხლის სუნთქვას,იციან რომ გარიყულნი არიან ამ ცხოვრებისგან ,მაგრამ შემორჩენილი ნატამალი იმედისა ჩასძახით,ბოლომდე,დიახ ბოლომდე უნდა გამოსცალოო ამ საშინელი ტანჯვით სავსე ფიალა.”

ჰესე ტრამალის მგლურ ცხოვრებას ნახევრის-ნახევრულს უწოდებს,რომელიც  ასეთივე ნახევრის-ნახევრული დღეებისგან შედგება.

“ეს დღეც მიილია,მიილია უჩუმრად,როგორც საერთოდ სჩვევიათ ხოლმე დღეებს.ჩემი გულუბრყვილო,ლაჩრული ცხოვრების გადამკიდემ ეს დღეც როგორც იქნა მოვახრჩე და სული ამოვხადე.”

“სასაცილოდ მეჩვენა  ადამიანური სითბოს უილაჯო ძებნით გამოწვეული ტანჯვა.სიმარტოვე დამოუკიდებლობაა,მე თვითონ  მეწადა იგი და აი უკვე რახანია მოვიპოვე კიდეც.ცივი იყო ეს სიმარტოვე,მაგრამ თან მშვიდიც,დიახ,ისეთივე მშვიდი და უკიდეგანო,როგორც მოტორტმანე ვარსკვლავებით მოჭედილი ცივი,მდუმარე სივრცე.”

და ბოლოს,ჩემი უსაყვარლესი ამონარიდი : “დიდებული რამაა კმაყოფილებისა და უტკივარობის გრძნობა,ერთიმეორეზე მიჯრილი გასაძლისი დღეები.როცა ტკივილიც და სიხარულიც მიყუჩებულია და ვერ ბედავს თავის წამოყოფას,როცა ორივე ჩურჩულით ამბობს სათქმელს და თითის წვერებზე დაიპარება.მაგრამ მთელი ჩემი უბედურება ისაა,რომ სწორედ ეს კმაყოფილება მაგიჟებს და უცბად ამომდის ყელში.აი მაშინ კი სასოწარკვეთილი სხვა სითბურ სარტყელებში ვეძებ გასაქცევ გზას.

საკმარისია სულ ცოტა ხანს ვიცხოვრო სიხარულისა და ტკივილის გარეშე,შევისუნთქო ეგრეთწოდებული ბედნიერი დღეების დახუთული ჰაერი,რომ ჩემი ბალღური სული კვლავ აღივსოს უიმედო სევდით.

მზად ვარ მადლიერების ჟანგმოკიდებული ჩანგი მაძღარ სახეში ვესროლო კმაყოფილებით მთვლემარე ღმერთს და ჯანსაღი ჰაერით სავსე ოთახში ყოფნას ჯოჯოხეთური ტკივილის განცდა ვამჯობინო”

ასეთია ჩვენი ნახევრის-ნახევრული ყოფა.სევდით,ტანჯვით სავსე,თითქოს მთელი კაცობრიობის სატკივარი ჩვენ დაგვეკიდოს კისერზე და ეს სიხარულის განცდის საშუალებას არ გვაძლევდეს.ჩვენ ისე შევეჩვიეთ ტკივილს,რომ კომფორტულადაც კი ვგრძნობთ თავს თითქოს…

ყველაფერი ვერა,მაგრამ საკმაოდ ბევრი რამ ვთქვი ამ პოსტით.დაკვირვებული მკითხველი იმის მიზეზსაც აღმოაჩენდა,რატომ არის პესიმიზმით გაჟღენთილი ჩემი ნაწერები.

მადლობა ჰესეს,რადგან ალბათ უამრავ ჩემნაირ ადამიანს დაეხმარა კითხვებისთვის პასუხის გაცემაში და საკუთარი თავის პოვნაში.ახლა კი დროა ისევე მოვახრჩო ეს პოსტი,როგორც ყოველ ჩამუქებულ ღამეს ახრჩობდა ჰესე და ვახრჩობ მეც.რა დასამალია და ზოგჯერ თავი სერიული მკვლელი მგონია,წამებით რომ აძრობს სულს ყოველ წამს.

მომავალ პოსტამდე ))

Advertisements

24 comments on “ნახევრის-ნახევრული ყოფა,ანუ ტრამალის მგლები

  1. “ნარცისი და გოლდმუნდი”, ამ ნაწარმოებში უფრო მომწონს ჰერმანის ჩამოყალიბებული ხედვა ადამიანის არსზე და მის “მრავალ” სამყაროზე, რომელიც იდეაში ერთი საწყისიდან მოდის

  2. მეც ცოტა ხნის წინ ვეზიარე ჰესეს და აღფრთოვანებული ვარ… კიდევ ბევრი ფრაზის ამოწერა შეიძლებოდა “ტრამალის მგლიდან”… ღენიალნა…

  3. ჩემი საყვარელი პერსონაჟი ვიპოვე, რომელმაც აქამდე სხვა ყველა ჩემეულ პერსონაჟთან შედარებით, უფრო მეტად მომხიბლა. ბიოლის წაკითხვამდე რომ გეკითხათ- “რომელი წიგნის რომელ გმირს გაიცნობდიო?”-,გიპასუხებდით-“მარტინ იდენს, იუჰან ნაგელს, ფერიდე ნიზამ ედდინს…” და თუმცა მათ ის მნიშვნელობა არ დაუკარგავთ, რასაც ჩემთვის წარმოადგენდნენ, კლოუნი ჰანს შნირი გაცილებით ახლოს მოვიდა ჩემთან,თავისი წარმოუდგენელი სინამდვილით,რეალურობით, ადამიანურობითა და უცნაურობით.

    ეს უკანასკნელი-უცნაურობა, სიმართლე ვთქვა, ალბათ მხოლოდ სხვებისათვისაა უცნაურობა, ჩემთვის კი ძვირფას თვისებას-ბუნებრიობას უფრო ჰგავს, რომელსაც ძალიან ძნელად იპოვნით ადამიანებში. თუნდაც ის “უცნაურობა”-რომ ჰანსს არ შეუძლია თავისი შეყვარებულის, მარის გარდა სხვა ქალს გაეკაროს, ან ის, რომ ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა შეძლოს მარიმ თავისი მომავალი ქმრის-ჰერიბერთის პერანგზე ცხელი უთოთო ლაქების ამოყვანა ისე, რომ თავი მოღალატედ არ იგრძნოს-ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა-სიყვარული, რომელიც ორ ადამიანს ისე აკავშირებს, რომ მესამე პირის თუნდაც დროებითი გამოჩენა მათ შორის შეუძლებელი ხდება.

    მდიდარი, მაგრამ შვილების მიმართ მკაცრი და ძუნწი მშობლების ოჯახში გაზრდილი ჰანსი საინტერესო პერსონაჟია, რომელიც ძალიან ნათლად და გარშემომყოფებისგან განსხვავებულად უყურებს სამყაროს. ის ათეისტია, მაგრამ მარის კათოლიკე მეგობრებზე მეტად ჰუმანური და კეთილშობილია. მიუხედავად ურწმუნოებისა, ის პატივს სცემს საყვარელი ქალის არჩევანს და ხელს უწყობს მას, შეასრულოს თავისი სარწმუნოებრივი ვალი. დილით ადრე აღვიძებს, რომ მესაზე არ დააგვიანდეს, თანხმდება მასთან კათოლიკური წესით შეუღლდეს, იმაზეც თანახმაა, რომ მარიმ თავისი რწმენის მიხედვით აღზარდოს მათი მომავალი შვილები.

    მაშინაც კი, როცა მარი მიატოვებს, ჰანსს არ ძალუძს მისი ღალატი. ყველასგან მიტოვებული, სამუშაოდაკარგული და უფულო, რომელსაც შიმშილით სიკვდილი ემუქრება, მაინც მარიზე ფიქრობს, გონებაში ხატავს ჯერ არარსებულ სურათებს მარის ჰერიბერთთან მომავალი ოჯახური ცხოვრებიდან და მზადაა ყველაფერი აპატიოს. მიუხედავად მისი ასეთი ტრაგიკული ფიქრებისა, წიგნში ვერ ნახავთ გულისშემაწუხებელ სენტიმენტალურ მონოლოგებს. ამის ნაცვლად, მთავარი პერსონაჟის საუბარში ვხედავთ მსუბუქ სატირას, ლაკონურობას და ბავშვური გულწრფელობას, რომელიც უბრალო კლოუნს ღრმა და საინტერესო ადამიანად აქცევს.

  4. თუ შეიძლება ადამიანის სულზე რომ ლაპარაკობს ის მომენტი დადეთ საინტერესოა . მადლობა

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s