გაშალეთ მოჭრილი ფრთები,ადამიანებო!

აქ მუდამ ღამეა.შავი მზე აბნელებს  შავ მიწას და შავ სამოსში გამოწყობილი ადამიანები შავ გონებას შავ ძილში კარგავენ.

დღეები ერთმანეთს მონოტონურად ენაცვლებიან,ერთფეროვნება იღვრება თითოეული სახლის კარიდან და ერთადერთი ,რაც იცვლება, მაღაზიის ვიტრინებში მდგარ მანეკენზე ჩაცმული კაბის სიგრძეა.

ადამიანები თავად ირჩევენ უსამართლობას და შემდეგ ცხვრებივით ემორჩილებიან მას. ესეც ამათი თავისუფლება-ცუდსა და უარესს შორის არჩევნის გაკეთება.

გაშალეთ მოჭრილი ფრთები,ადამიანებო!

დოგმების ბორკილებისკან უკვე სისხლი სდით და ეს სისხლი წმინდა ჰგონიათ.ვერ ხედავენ ციხეში რომ ჰყავთ გამომწყვდეული ტვინის ის უჯრედები,ფიქრს რომ უწყობენ ხელს.

დედამიწას უკვე კერძო საკუთრება ჰქვია და არა პლანეტა.ადამიანებს კი…ყველაფერი,გარდა ადამიანისა.

385095_298524750200053_1074057933_n

უსახო  სახეები ტელევიზორს მისჩერებიან,სადაც ალისა შავად ღებავს თეთრ ვარდებს საოცრებათა ქვეყანაში,რომელიც სულაც არაა საოცარი.

საოცარი მხოლოდ ეს გოგონაა,შავ თოვლში თეთრი ნაკვალევი რომ დატოვა,მაგრამ არავინ მიჰყვება უკან,არავინ…ის კი მიდის,არც იცის სად,იმ იმედით, რომ ერთხელაც წინ გაიხედავს და თეთრ მწვერვალს დაინახავს(ან უკან -მის კვალზე მომავალ ადამიანს).

ასეთი ადამიანებისთვის ტანჯვაა დედამიწაზე ცხოვრება,ყველა მკაცრი სასჯელი სასჯელთა შორის.ტანჯვაა,როდესაც ტალახში მიგდებულ ბავშვს ხედავ,რომელიც ხურდას ითხოვს რომ წებო იყიდოს და გაბრუვდეს.მას ხომ ახლავე აქვს მომავალი წართმეული,ის ხომ ახლავეა მკვლელი,ქურდი,ან …უარესი.ტანჯვაა,როდესაც იცი,რომ დედამიწის რომელიღაც მხარეში ცხოვრობენ ბავშვები,რომელთაც სახეზე ბუზები ეხვევიათ და მიწაში ჩამარხულ შიმშილით მკვდარ პატარა ძმას ან დას მისჩერებიან .ტანჯვაა,როდესაც  ხედავ ადამიანებს,ტექნოლოგიით დაჩლუნგებულებს ,ან მათ ,ფული რომ აქციეს კერპად და ეთაყვანებიან.

ტანჯვაა დედამიწა.

სასაცილო კი ის არის,რომ აქ ადამიანები ბედნიერები არიან.ბედნიერები სიჩლუნგისგან,უტვინობისგან,გულუბრყვილობისგან.

გაშალეთ მოჭრილი ფრთები,ადამიანებო!

ქედს ვიხრი შენს წინაშე პირველყოფილო საზოგადოებავ,როდესაც არც ტომის ბელადი არსებობდა და არც ქურუმი.ქედს ვიხრი ყველა იმ  ხის წინაშე,რომელიც თითოეული კორპუსის ადგილას იდგა.ქედს ვიხრი იმ წერილებისადმი,ადრე რომ სწერდნენ ერთმანეთს შეყვარებულები და წლები ელოდებოდნენ პასუხს ,ქედს ვიხრი წარსულის წინაშე.

მძულს ის ადამიანი პირველად მიწის ნაგლეჯს საკუთრება რომ უწოდა!მძულს ადამიანის ბუნება,რომელის მოთხოვნილებაა მართოს სხვამ,რომელიც ითხოვს გაუთავებელ ბრძოლებს პირველობისთვის.მძულს ისეთი “განვითარება”,სინამდვილეში დიდი ნახტომი რომაა უკან.მძულს ჩემი ადამიანობა…

დეკარტი ამბობდა, იქნებ მთელი ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი სიზმარია,ის კი, რასაც ჩვენ სიზმარს ვუწოდებთ, რეალობაო.მაშინ ეს ყველაზე საშინელი კოშმარი იქნებოდა ,კოშმარებს შორის.მაშინ მე მზად ვარ ვიძინო მარადიულად,ანუ მეღვიძოს სიზმარში-რეალობაში.

დღეს დეკარტები,პლატონები და არისტოტელეები აღარ იბადებიან.დღეს ცუკერბერგების ეპოქაა.

გაშალეთ მოჭრილი ფრთები,ადამიანებო!აა,თუმცა გაგიჭირდებათ,თქვენ ხომ სიამაყე,სიხარბე და სიზარმაცე გაწევთ მხრებზე…

Advertisements

35 comments on “გაშალეთ მოჭრილი ფრთები,ადამიანებო!

  1. ,,სასაცილო კი ის არის,რომ აქ ადამიანები ბედნიერები არიან.ბედნიერები სიჩლუნგისგან,უტვინობისგან,გულუბრყვილობისგან.”
    ჩვენი საუბარი გამახსენდა და შენი კითხვა – ,,გირჩევნია ,,ბედნიერი” იყო?”
    კარგი ხარ ნენ

  2. შენ ის ხარ, ვინც ასე მჭირდებოდა ახლა! ხო, მე ვიტანჯები. მე ცუდად ვარ
    ირგვლივ კი ბედნიერებით სავსე ადამიანები არიან და არ ესმით რატომ უნდა იყოს 17წლის გოგო მუდამ დაღონებული.

    იცი, მე გეძებდი. შენ იქნებოდი თუ სხვა, მე გეძებდით.

    შენ მეუბნები, რომ მოჭრილი ფრთები გავშალო.
    მაგრამ არ იცი, რომ ეს ფრთები ძირშია მოჭრილი..

  3. ერთხელ მე და ჩემმა დაქალმა გადავწყვიტეთ ერთფეროვნების წინააღმდეგ გაგველაშქრა,კერზოდ:
    სკოლის კარებიდან ჩვეულებრივად კიარა ჯარისკაცულად უნდა გავფოფხებულიყავით.. ეს რომ ვთქვით მაშინ ვერავინ გაგვიგო გიჟები არიანო..
    ახლა რამდენჯერაც იქ გავივლით იმდენჯერ ჩვენი ტრიუკი გვახსენდება მაგრამ არცერთხელ არ გაგვიკეთებია.შეგვრცხვა სხებისთვის დაგვენახებინა რომ განვსხვავდებით. დღეს კი იმ ადამიანებმა რომლებმაც მაშინ არანორმანულებად მოგვნათლეს თავად გვთხოვეს მათთან ერთად კარში გაფორთხება მაგრამ მაინც ვერ გამოვფორთხდით იმიტომ რომ ასე არავინ გამოდის კარებიდან..
    ძალიან მაგარი თემაა.. “გაშალეთ მოჭრილი ფრთები,ადამიანებო”.. ზუსტად ის არის რასაც ვფიქრობ.. რასაც ყველა ფიქრობს.. მაგრამ მაინც ყველა მიწაზე დავაბიჯებთ.. მიწიერები ვართ ჩვენ ყველა და იმიტო.. :*

    • მართალია სოციალური ცხოვრელები ვართ,მაგრამ მაინც მჯერა,რომ თითოეულ ჩვენგანში ცოცხლობს ჯონათან ლივინგსტონი.
      გმადლობ კომენტარისთვის ))

  4. უამრავმა ადამაინმა გაშალა ფრთები,მაგრამ არავინ მიყვა უკან,ადამიანები ვერ აღიქვამენ ისეთ ადამიანს რომელიც ცდილობს ყველაერი შეცვალოს უკეთესობისკენ,ვეძებ განსხვავებულ ადამიანს რომელიც ჩემთან ერთად გააკეთებს სიგიჟეებს უკეთესობისკენ

  5. დედამიწას უკვე კერძო საკუთრება ჰქვია და არა პლანეტა.ადამიანებს კი…ყველაფერი,გარდა ადამიანისა… :* :* :* :* :* :* :* :*: *…

  6. ადამიანი ძუძუმწოვარია.მას არ აქვს ფრთები,და თუ გაუჩნდება მაშინ შეგვიძლია ვიფიქროთ რომ რადიაციამ გამოჟონა..

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s