წარსული

წარსული უნდა წარვიდეს რომ წარსულდეს.მე არ მაქვს წარსული,რადგან იგი არსად არ წასულა.

წარსულმა აწმყოში სულის ნაწილი ჩადო და გალიაში გამოკეტა რომ არსად გაქცეოდა.ჩემი აწმყო სამუდამო პატიმრობაშია.

წარსულს მომავლის მკვლელობა აქვს განზრახული.ზურგსუკან უდგას დანით ხელში და ყოველ გამონათებას ტკივილით ამუქებს.ჩემს მომავალს არა აქვს მომავალი.

წარსულის შიში …როდესაც ნაცნობი ადგილების ძველი ჩრდილები არ შორდებიან შენს მეხსიერებას და აწმყოს ეფარებიან.როდესაც არსებობს “იქ” და მაშინ” ,მაგრამ არ არსებობს “აქ ” და “ახლა”.

წარსულით დაავადებული უმწეო სხეული…უიმედობით,სასოწარკვეთით,სევდით,მინორით,ნისლით,სიცარიელით სავსე.

წარსულად გადაქცეული მთელი ჩემი ცხოვრება და იქ მძინარე ჩემი თავი,რომელმაც ძალიან,ძალიან მინდა გაიღვიძოს და გისოსები გაანგრიოს.

წარსულო …წარსულო.

masculine

Advertisements

6 comments on “წარსული

  1. “წარსულის შიში …როდესაც ნაცნობი ადგილების ძველი ჩრდილები არ შორდებიან შენს მეხსიერებას და აწმყოს ეფარებიან.როდესაც არსებობს “იქ” და მაშინ” ,მაგრამ არ არსებობს “აქ ” და “ახლა” მოვიწყინე ძალიან :(((

  2. მემგონი ვამპირი ხარ შენ ან ფსიქოლიგიაში რაღაც აღმოჩენა.. აი ისე წერ რაგაცნაირად.. აი იდეალური მანერა გაქ წერის!თავისით რო წაგაკითხებს თავს და გაგიჩენს გრძნობას თითქოს ვიღაცამ შენი აზრები წაიკითხა.. ძალიან მაგარი ხარ!

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s