ჩარჩო

ადამიანები ისევე ძალიან ვგავართ ერთმანეთს,როგორც განვსხვავდებით.

ზოგჯერ დიდია უფსკრული ჩემსა და დანარჩენ სამყაროს შორის,ძალიან დიდი…იყო და იქნება.მე უნდა დავბადებულიყავი სხვა დროს,სხვა ადგილას,სხვა პლანეტაზე….მე უნდა დავბადებულიყავი შუა საუკუნეების წვიმიან ლონდონში და მეკამათა მაღალ მატერიებზე,მიმეღო წერილები უცნობისგან,მე უნდა დავეწვი კოცონზე განსხვავებული აზრის გამო,მე უნდა ვყოფილიყავი აღორძინების ხანის ჰუმანისტი,მე უნდა ვყოფილიყავი იქ,როცა ნიცშეს ღმერთი კვდებოდა და გადამერჩინა ის…

მაგრამ არა,მე აქ ვარ და ეს ვარ.და ამ უზარმაზარი უფსკრულის მიუხედავად ვამჩნევ პატარა ხიდს ჩემსა  და ადამიანებს შორის.მე მიყვარს ისინი…მაგრამ ვწუხვარ მათ გამო.

ჩვენ ჩარჩო გვაერთიანებს.სხვადასხვა,მაგრამ მაინც ერთი .

ცხოვრების სტილი,ჩაცმულობა,შეხედულებები,ღირებულებები და ა.შ ქმნის ამ ჩარჩოს.არსებობს ჩარჩო,რომელშიც უმრავლესობა ზის და მეორე-უმცირესობის.

უმრავლესობა ისაა,ნორმალური ადამიანები რომ ქვიათ.უმცირესობა ჩვენ ვართ-არანორმალურები.

თითქოს ვცდილობთ  რაიმეთი განვსხვავდეთ ერთმანეთისგან,გამოვირჩეოდეთ.არცაა გასაკვირი,ჩვენ ხომ სოციალური ცხოველები ვართ,ვიღრწვით თავი დავიმკვიდროთ როგორმე.ვიღაცამ წარბები აიპარსა,ვიღაცამ ლექსების წერა დაიწყო,მე პირსინგი გავირჭე ტუჩზე და ა.შ…ასე მოვთავსდით სხვადასხვა ჩარჩოში და დავიწყეთ ერთმანეთის კრიტიკა.

იმას კი ვერ ვხვდებით,რომ სულ სხვა რამ განგვასხვავებს…”სული”,სამყარო ჩვენს შიგნით.

მოდით შევეშვათ კრიტიკას ჩარჩოს გამო,ის ხომ ყველას გვაქვს.ნუ მიდიხართ ადამიანთან და ნუ ეუბნებით “რატომ ხარ ასეთი” ზიზღნარევი ცინიკური სახით,ნუ წარმოგიდგენიათ ,რომ სხვაზე მეტი ხართ (ან ნაკლები) ,ჩვენ ხომ ადამიანები ვართ,ეს სიტყვა გვაერთიანებს და ნუ დავშორდებით ერთმანეთს,ნუ მსჯელობთ ადამიანზე ერთი შეხედვით…სხეული ხომ ხორცია და მეტი არაფერი,ტანსაცმელი ხომ ლამაზი შეფუთულობაა საჩუქრის ყუთის მხოლოდ…იქნებ ბრჭყვიალა ქაღალდით პანდორას ყუთია შეფუთული და შავით სიყვარული ?!

ნუ ვიქნებით ასეთი ზედაპირულები,უფრო ღრმად ჩავიხედოთ ერთმანეთის სულში და იქ აუცილებლად აღმოვაჩენთ რაიმე საინტერესოს.

ეს არ არის უბრალოდ სათნოების ქადაგება,ეს ჩემი გულწრფელი სურვილია.დავიღალე ამდენი მტრობით,ამდენი ზიზღნარევი გამოხედვით,ამდენი შეწუხებული სახით…ძალიან დავიღალე.

ჩვენ ვართ პატარა სამყაროები და ერთადერთი რაც გვჭირდება,ერთმანეთის შეცნობაა.

სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა…

Advertisements

8 comments on “ჩარჩო

  1. მე უნდა დავბადებულიყავი მაშინ, როდესაც დაიწყო კინოისტორია… ^__^
    ჰო კიდევ ძირითადად სულ უმცირესობაში ვარ, თუმცა ისეთ ძლიერში რომელიც ყოველთვის ამარცხებს უმრავლესობას 😀

  2. სულში ჩასახედად ტვინის ჭყლეტა გვეზარება და თან ეგოისტები ვართ, ყველამ ჩვენ უნდა გაგივგოს, ყველა ჩვენი ღირებულებების შესაბამისად უნდა მოიქცეს. არადა რამდენ საინტერესო სულს ვიპოვიდით 🙂 კარგი პოსტია, ჭკვიანი გოგო ხარ 🙂

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s