გაადამიანურებული ამორალურობა

“ადამიანები არასოდეს განიცდიან სინდისის ქენჯნას ჩვეულებად ქცეული საქციელის გამო”-ვოლტერი.

რად ვიქეცით?ამორალურ ზომბებად და ეს პროცეზი დღითიდღე გრძელდება.

ყველაფერი სარგებლიანობის პრინციპზე ამუშავდა.ყველაფერს და ყველას დახლზე დადებული საქონელივით  განვიხილავთ.ვიცნობთ ახალ ადამიანს და ვფიქრობთ : “ნეტავ ეს პროდუქტი ახალია?გუშინდელიდან ხომ არ შემორჩათ?” ,”მმ,ამერიკული ფირმაა,ვიყიდი!” ,” ზედმეტად იაფია,ესეიგი უხარისხოა” და ასე შემდეგ.

მერე ვყიდულობთ ადამიანებს,და მოვიხმართ მანამ,სადამ ვადა არ გაუვა…არადა მორალური არსებები გვქვია, “ცხოველებისგან განვსხვავდებით”.კი განვსხვავდებით,ვაზროვნებთო- გვეტყვის მავანი და მართალიც იქნება,ვაზროვნებთ და ისე ვჭამთ ადამიანებს,ცხოველები კი აზროვნების გარეშე აკეთებენ ამას.

გიხაროდეს ადამიანის მოდგმავ!

გიხაროდეს,შენ ეს შეძელი! დაშორდი  ადამიანის ცნებას და ოდნავადაც არ შეგტკივა ამაზე გული.ბრავო,ბრავო…ბრავისიმო.

ცხოველიო ისე ამბობენ,თითქოს რაღაც უკიდურესად არაადამიანურს განიხილავდნენ.ჰაჰ,შეხედეთ თქვენს თავს,შეხედეთ,ხედავთ რამეს ცხოველის გარდა?იქნებთ მხოლოდ იმიტომ ხედავთ,რომ გინდათ დაინახოთ?

არის “რაღაც” ადამიანში,ნამდვილად .რაღაც გამორჩეული ყველაფრისგან,უნარი სიღრმის წვდომის,არამატერიალურის დანახვის.მაგრამ საქმე იცით რაშია? “არის” ნელ-ნელა იცვლება სიტყვით – “იყო”.

ნეტავ შემეძლოს მთელ მსოფლიოს გავულაწუნო სახეში და გამოვაფხიზლო!მაგრამ,ვშიშობ,პასუხადაც მივიღებ ორმაგ გალაწუნებას.

ჰაჰ,ადამიანები…მგონი ამ სიტყვას ბრჭყალები არ აწყენდა. “ადამიანები”-ასე სჯობს.

იმედი მაქვს,რომ  პესიმისტი ვარ და ვაჭარბებ.იმედი მაქვს,რომ რეალურად არცისე ცუდადაა საქმე,მაგრამ იმას ვერ უარვყობთ,რომ კარგად ნამდვილად არაა.

მგონია,რომ ვკვდებით,კვდება დედამიწა,იხრწნება…სუნიც კი მცემს ზოგჯერ,დამპალი სამყაროს სუნი.

გამოვფხიზლდეთ, “ადამიანებო” ,გამოვხიზლდეთ და მოვიშოროთ ეს ბრჭყალები.

“მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ ვიღაც სხვანი ვართ”-ისევ და ისევ ვოლტერი.

Advertisements

31 comments on “გაადამიანურებული ამორალურობა

  1. ზუსტად (თითქმის) იგივეს ვფიქრობ მეც…
    “არის კი არა,იყო…” – ყველაზე ძაან ეს მომეწონა…
    საით მივდივართ არც ვიცით,მაგრამ გვგონია,რომ ვვითარდებით და ვამბობთ “წინ,მომავლისკენ”,მარა მომავალსაც ხო გააჩნია…

  2. “მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ ვიღაც სხვანი ვართ”-ისევ და ისევ ვოლტერი… სიგიჟემდე გენიალური ვოლტერი..
    დიდებული პოსტია… მართლა ძალიან მომეწონა… ძალიან ჰგავს იმას რასაც მე ვფიქრობ საერთოდ დღევანდელ მსოფლიოზე…. ყოჩაღ….

  3. იმდენად ახლოს იყო ჩემს აზრებთან რომ წამით ეჭვი შემეპარა ხომ არ მძინავს და ჩემი აზრები წინ ტექსტებად ხომ არ ჩნდებიანთქო.
    ძალიან საინტერესო პოსტია და ლოგიკურია თუ ვიფიქრებ ავტორიც საინტერესო ადამიანი უნდა ჰყავდეს.

  4. დამაფიქრებელი პოსტია ძალიან ) უბრალოდ, ჩემი აზრით, კარგად ნამდვილად არაა საქმე, თუმცა ეს თემა ძველთაგანვე მოდის და მგონი მხოლოდ დღევანდელობის პრობლემა არ უნდა იყოს.
    დედამიწაზე ყოველთვის არსებობდნენ ადამიანებიც და “ადამიანებიც”.

  5. “მერე ვყიდულობთ ადამიანებს,და მოვიხმართ მანამ,სანამ ვადა არ გაუვა…არადა მორალური არსებები გვქვია, “ცხოველებისგან განვსხვავდებით”.

    Nancy,მეც ძალიან მინდა რომ ცდებოდე, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად აშკარა და ამდენადვე რეალურია, როგორც წლიური 18 %. :((
    უფსკურლში ვეშვებით.. და საღად აზროვნების უნარს ყოველდღე ვკარგავთ. ცხოველები ვართ ადამიანები. არადა ზოგი ცხოველი რამდენ ადამიანს ჯობია. ცუდია.ცუდი.

  6. აი თურმე რა მაკლდა იმდენი ხანი რაც ბლოგზე არ შემოვსულვარ, შენი სითამამე და რეალური ხედვა, მეც გეთანხმები, ნამდვილად ცხოველებს ვემსგავსებით თუ არ ვართ უკვე, უბრალოდ შედარებით მაღალ საფეხურზე მდგარი ცხოველები, რომლების გააზრებით და უფრო მეტი სისასტკით ძირავენ ერთმანეთს, საშინელებაა:((

  7. მომწონს ასეთი კრიტიკული აზროვნება და მიდგომა.
    ბევრ რამეში გეთანხმები და მიყვარს შენი პოსტების კითხვა.. მაფიქრებს და იმიტომ. ესაამთავარი..

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s