in my time of dying

სიმსივნე გაქვსო,უემოციოდ მითხრა.

“”ნუთუ ეს სურდა ჰიპოკრატეს?!”-გავიფიქრე და გამეღიმა…

ალბათ ჰგონია რომ გიჟი ვარ,ან შოკისგან გამოწვეული ემოციის ბრალია.წარმომიდგენია, რამდენი მომაკვდავი პაციენტი იჯდა  ჩემს ადგილას და მის ცივ გამომეტყველებას შეჰყურებდა,ცდილობდა სულ პატარა იმედი მაინც დაენახა,მაგრამ ვერ ხედავდა.

წარმოდგენა…ეს ისაა,რაც ყოველთვის ყველაფერზე უკეთ გამომდიოდა.აი ახლაც წარმოვიდგენ ჩემნაირი პაციენტების ცივ სხეულებს,ძვლებს,კუბოს,მიწას,ჭიაყელებს,საფლავის ქვას წარწერით- “მეგობრებისგან საყვარელ ამას და ამას” …ამაზრზენი სარეველებიანი საფლავი,წელიწადში ერთხელ რომ აკითხავს ვინმე ახლობელი და წითელ კვერცხს უგორებს,მერე ამ კვერცხს რომელიმე სასაფლაოს ქურდი შეექცევა,ალბათ.

ამ მომენტსაც წარმოვიდგენდი ხშირად.მომენტს,როცა სიკვდილთან ისე ახლოს ვიქნებოდი,როგორც არასდროს,და, ეს მომენტიც დადგა.

არაფერს არ ვგრძნობდი,არც იმედგაცრუებას,არც  ტკივილს,არც სინანულს,უბრალოდ ავდექი და წამოვედი.ერთადერთი, რაც  მთელი ჩემი არსებით  მინდოდა, იყო ფიქრი.

გაქრნენ ადამიანები,გაქრნენ გრძნობები,გაქრა სამყარო,გალაქტიკა,მიზნები,რომლებიც არც კი ვიცი მქონდა თუ არა..დარჩა სიცარიელე,რომელიც ასეთი სავსე არასდროს ყოფილა.სავსე სიახლით,ცვლილებით,სიკვდილით…

დავდიოდი ნაწვიმარ ასფალტზე და ვფიქრობდი ყველაფერზე,რაზეც შეიძლებოდა მეფიქრა,ვიხსენებდი ყველა ახდენად ოცნებას,მომენტებს,წამებს,ადამიანებს და გული მწყდებოდა წარსულზე.ჩვეულებრივ,ასეთ დროს მომავალზე წყდებათ გული,რადგან ეს უკანასკნელი წართმეული აქვთ,მე კი..მე წარსულზე.იმაზე,რაც უკვე მოხდა და აღარ განმეორდება.ჩემი მომავალი წარსულშია,სამუდასმოდ…

“გამარჯობა დე,იცი მე სიმსივნე მაქვს და მალე მოვკვდები” -ამის თქმას მერჩივნა იმ წამსვე მოვმკვდარიყავი,ჰოდა მეც გავჩუმდი.გადავწყვიტე საიდუმლოდ შემენახა ჩემშივე და შევინახე,ბოლო წამამდე.

არ მეგონა სიკვდილთან სიახლოვე ასე თუ ცვლიდა ადამიანს.მე ყოველთვის ვხედავდი სილამაზეს,ყოველთვის მაკვირვებდა შემოდგომა,წყნარი მუსიკა,ხელოვნება,მაგრამ ახლა უფრო მძაფრად შევიგრძნობდი ყოველ წამს,ყოველ ადამიანს,ყოველ ამოსუნთქვას.მე ვკვდებოდი ფიზიკურად,თუმცა ჩემი სული დიდი ხნის გარდაცვლილი იყო.მახსოვს ,როგორ ვრცელდებოდა ნელ-ნელა მეტასტაზები სულში,მერე ბოლომდე გამოღრღნა და ერთ დღესაც გავიღვიძე უსულოდ.

არაფერი გამაჩნდა,რომ დამეკარგა,ამიტომ დიდი გულის წყვეტა არ მიგრძვნია.უბრალოდ,ვხვდებოდი,რომ  უპირატესობა მქონდა სხვებთან შედარებით,შემეძლო აზრი მიმეცა სუნთქვისთვის,ანუ გამეკეთებინა  ის,რასაც თითქმის მთელი ცხოვრება ვცდილობდი და არ გამომდიოდა.

რამდენჯერ მიფიქრია ,რას გავაკეთებდი,რომ ვიცოდე მალე მოვკვდები.პასუხიც გამიცია ამ კითხვისთვის- უნდა მეცხოვრა და არა მეარსება.მეც შევუდექი საქმეს.

პირველი რაც გავაკეთე,ეს იყო უნივერსიტეტის მიტოვება,რა თქმა უნდა, დედას გაუჭირდა გაგება რატომ გავაკეთე ეს,მაგრამ ალბათ ახლა ხვდება.ავიღე ფუნჯები საღებავები,დავიწყე ჩემი სამყაროს ხატვა,ოცნებების  ფურცელზე გადმოტანა ფერებად.

საათობით ვიჯექი ჩემს ოთახში და ვფიქრობდი,ვხატავდი,ვწერდი,ვოცნებობდი,მუსიკას ვუსმენდი და ეს ყველაფერი ისეთი სასიამოვნო იყო,როგორიც არასდროს ყოფილა.

დავდიოდი ქუჩაში და ვიჭერდი ყოველ წამს,მერე მეხსიერებაში ვინახავდი,ბოლო წამისთვის.არასდროს მყვარებია სიცოცხლე ისე,როგორც მაშინ.არასდროს…

მერე წერილების წერა დავიწყე ყველა ადამიანისთვის,ვინც ოდესღაც რაღაცას ნიშნავდა ჩემთვის.ვწერდი ყველაფერს,რასაც ვფიქრობდი,ყველა სათქმელს,რომელსაც გულში ვინახავდი ამდენი ხნის განმავლობაში.

ცოტა დრო მქონდა დარჩენილი.გადავწყვიტე  უკანასკნელად მენა ხა ის…და ვნახე.მხოლოდ ერთი დღით ყველაფრის დავიწყება და ამ დღის ჩემთვის ჩუქება ვთხოვე.გაუკვირდა,არ მომელოდა ამდენი ხნის შემდეგ ,მაგრამ დამთანხმდა,ალბათ მიხვდა…მიხვდა,რომ ვქრებოდი.ის დღე ზუსტად ისეთი იყო,საუკუნეს რომ უდრის  და 24 საათის ყოველი წამი ბედნიერებით რომ გავსებს.არ იცოდა,რომ ბოლოჯერ მხედავდა.მე კი ვიცოდი და მტკიოდა  ეს ცოდნა.ბოლოჯერ ჩავეხუტე ისე,როგორც ბოლოჯერ ეხუტებიან და წამოვედი.

ცრემლები ისე მცვიოდა თვალებიდან,როგორც ცას სცვივა წვიმა,ბედნიერება მტკიოდა…

უკანასკნელი ოცნების ასრულების დრო მოახლოვდა.დრო,რომელიც დასასრულისკენ მიდიოდა დღითიდღე.

ყოველთვის მინდოდა  პატარა ქოხში ცხოვრება,ხმაურისგან შორს,სიმშვიდეში.დიდ ძალისხმევად დამიჯდა,მაგრამ შევძელი.

შემოდგომა იყო,მე კი …ჰო,მე ყოველთვის ვოცნებობდი შემოდგომაზე სიკვდილს ფოთლებთან ერთად.

უკანასკნელი სამი დღე გავატარე სიმშვიდეში.მთელი სამი დღე ვიხსენებდი მთელ ცხოვრებას.იმდენი ვიფიქრე,მეორედ გავიარე ყოველი წამი…

უკანასკნელი წამებიც ისეთი ბედნიერი იყო,ისეთი,ისეთი…! საყვარელი მელოდია,არყის მწარე გემო,სიგარეტის ნაფაზი და უკანასკნელი ამოსუნთქვა…

უკანასკნელი ოცნებაც ავიხდინე-მე მოვკვდი შემოდგომაზე,სიმშვიდეში და ბედნიერი.

Advertisements

28 comments on “in my time of dying

  1. მე იმდენჯერ მიფიქრია ამაზე, რომ მგონია უკვე არაერთხელ უთქვამთ ჩემთვის ეს და არაერთხელ დავმდგარვარ ამ მომენტის წინაშე… შენგან განსხვავებით მე რატომღაც დიდად მოსაწონი სურვილები და საქციელები არ მომდის თავში 🙂

    • მოსაწონი შენთვის უნდა იყოს,პირველ რიგში 😉 გინდ ის ისურვო,აი მე მალე მოვკვდები და სანამ მოვკვდები ყველაფერი უნდა გავჟიმო,რაც მოძრაობსო 🙂 რა მნიშვნელობა აქვს,სურვილი სურვილია.

      • მეც ასე მგონია. ეტყობა წაიკითხე შენ ის პოსტი 🙂 . ისე, მართლა ბევრი რამე მეცნო შენს ნაწერში, თანაც მე რეალურადაც მიპოვეს სიმსივნე ამ ზაფხულს, უბრალოდ არ აღმოჩნდა სიცოცხლისთვის საშიში. თუმცა ეს ოპერაციის მერე გავიგეთ. დიდად, რომ გითხრა, არ მინერვიულია, უფრო შრამზე ვდარდობდი, რაკი გამოსაჩენ ადგილას იყო 🙂

      • არ მქონია წაკითხული :დ შენ რაღაც მატერიალისტური სურვილები გქონია ,მე უფრო რომანტიკოსი ვარ და შესაბამისი სურვილები მაქვს.

      • ნუ როდესღაც ყველა ვმატერიალისტდებით, მით უმეტეს, რომ ჩვენს რეალობაში მატერიალისტური სურვილები ხშირად იქცევა რომანტიკულ ნატვრებად 🙂

  2. რამდენჯერ დამისვამს ეს კითხვა საკუთარი თავისთვის. პასუხზე ვერ ჩამოვყალიბდი, მგონია რომ მეც ყოველი წამის შეგრძნებას დავიწყებ, როცა მომავალი არ გაქვს, ან განსაზღვრული პერიოდიღა დაგრჩა სავარაუდოდ ყველაფერს სხვა თვალით უყურებ, თუმცა როგორი იქნება ეს სხვა თვალით ყურება წარმოდგენა არ მაქვს.

    • ჰო აი მე წარმოდგენა რომ მაქვს და წარმოვიდგინე,იმიტომ დავწერე ეს …თუმცა სხვა სიკვდილებიც მაქვს წარმოდგენილი.
      ენივეი,ფაქტია ,რომ ეს პატარა სიმსივნე მთლიანად შეცვლიდა ცხოვრებას.

  3. თითქმის (!) ისევე გავაგრძელებდი ცხოვრებას იმ განსხვავებით, რომ ნაკლებად ვიფიქრებდი იმაზე, სწორია თუ არა ის რასაც ვაკეთებ, ცოტაოდენ ვალდებულებებსაც მოვისროდი ნაგავში, დანარჩენით მგონი კმაყოფილი ვარ, ვერაფერი შემიცვლის მიმართულებას

  4. საინტერესოა.. მე როცა სიკვდილს ველოდებოდი უნრალოდ ავდექი საწოლში ჩაწექი და დავიწყე ფიქრი.. არაფერი არ მენანებოდა და არც ახლა დამენანება რადგან ვერ ვიტან სიცოცხლეს, მეზიზღება მთელი თავისი გამოვლინებებით… მაგრამ კიდევ ცოცხალი ვარ…:( აი ესაა დასანანი.. 😦

    • თითქმის მეც ეგრე ვარ.სიცოცხლის ხალისი მაქვს დაკარგული.ჭამის და ძილის რეჟიმში ვარ გადართული და პასუხისმგებლობის შესრულება იქცა ცხოვრების მიზნად .
      სიკვდილიც არ მინდა,მაგრამ ასეთი სიცოცხლე უარესია მგონი.დროის გაყვანაა და მეტი არაფერი.

  5. მე ალბათ იგივენაირად ვიცხოვრებდი, როგორც ადრე მაგრამ რათქმაუნდა რაღაცეებში პასუხისმგებლობებს და მოვალეობებს მოვიხსნიდი ნუ მთლადაც არ ავუშვებდი აფრებს მაგრამ..

  6. აი, რატომ მიყვარს შენი პოსტები, ნენსი. გაფიქრებს, გაჩერებს, გაიძულებს წამით გაიხედო, რეალობას გაუსწორო თვალი. მიხვდე რომ ყოველივე ამისგან არც შენ ხარ დაზღვეული.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s