დასჯილთა ჯილდო

მე ვზივარ მარტო,არსად.ჩემს გარშემო არსებული ადამიანები და ხმაურია…და არარსებული სიჩუმე.

მე ვითვლი არარსებულ წამებს არსებულ საათზე და ველოდები..ჰო,ალბათ არავის.

ცივა.სხეული გრძნობს ამ სიცივეს,სული არა-ის უკვე დიდი ხანია ყინულადაა ქცეული.

ფოთლები მაწვიმს,აწვიმს ჩემს სულსაც.მერე ფოთლები ფიქრებად იქცევა და მე ვგიჟდები.

ჩემი სული დაეხეტება შავ მარადისობაში,ეძებს არსებულს,მაგრამ ვერ პოულობს.

 

ყრუდ ისმის სიცოცხლის ხმაური.სიცოცხლის,რომელიც გაჩენასთან ერთად გასაქრობადაა განწირული.ალბათ,ასეც სჯობს მარადიულ ტანჯვა-წამებას.

მე ვეწამები,მაგრამ ვგრძნობ,რომ მაზოხიზმი იღვიძებს ჩემში-წამება უკვე აღარაა წამება,არამედ ხვედრი,რომელიც ჯილდოცაა და სასჯელიც.

მე ვეწამები მშვენიერების აღქმით.ამ წამსაც მაწამებს ფოთლების წვიმა-ღვთაებრივი სანახაობა.

დიახ,მე მზად ვარ ჩემი ცივი სხეული მივაბარო ჰადესს და ზედ მაწვიმდეს მთელი მარადისობა.

მე ვარ მეტაფიზიკური არსება.მე ეს მომისაჯეს,რადგან ვეწამო,მაგრამ მე ვტკბები.

ვტკბები ტკივილით.

Advertisements

11 comments on “დასჯილთა ჯილდო

  1. არ ვიცი რამდენად სწორად გავიგე პოსტის სათქმელი, მაგრამ ხანდახან ყველაზე მწარე სასჯელს თავადვე ვსჯით საკუთარ თავს და მისგან მოყენებული ტკვილი იმდენად შეგუებადი ხდება , რომ ჩვენში აქამდე დაფარული მაზოხიხმის ინსტიქტები იღვიძებს.

  2. ვერ იტყვის ადამიანი.. ეგ ძალიან უცნაური გრძნობაა.რაღაც შავი სიამოვნებასავითაა..
    ერთხელ ჩემს საყვარელ კატას ვახრჩობდი 😀 მის ლამაზ თვალებში რომ დავინახე ვერ ხვდებოდა ამას რატომ ვაკეთებდი ავტირდი.. არ მინდოდა ამის გაკეთება,იმდენად არ მინდოდა რომ უზარმაზარ ტკივილს ვგრძნობდი და სწორედ ამიტომ უფრო და უფრო ვუჭერდი ხელს.ეს ისეთი სიამოვნებაა.. ძალიან რთულია მისი შეწყვეტა.რაღაცნაირად გითრევს და მიჰყვები და მიჰყვები.მაგრამ მაშინ გავჩერდი და ჩემს ფისუნიას ცხვირზე ვაკოცე..( რა სისულელეა მის გარეშე მე მე არ ვარ! :D)

  3. არა ვერ გამიგე ეგ მაზოხიზმი იყო.. 😀 ისე ზოგჯერ მეჩვენება რო განუყოფელია ეს ორი გრძნობა ერთმანეთისგან..

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s