შეშლილი,შეშლილი,შეშლილი სამყარო

ერთი შეხედვით ცივილიზაცია წინ მიიწევს,თითქოს წინა საუკუნეს ჯობია ეს განთქმული “ოცდამეეერთე საუკუნე”,რომელიც ტექნიკის საუკუნეა.

უამრავი ახალი გამოგონება,ფეისბუქში მცხოვრები ახალგაზრდობა,ტელევიზორზე მიჯაჭვული დაზომბებული ადამიანები,ბიზნესმენები ან ვუმენები,რომლებიც უემოციოდ დააბიჯებენ ქუჩაში ,პოლიტიკური და რელიგიური დაბრმავებული ფანატიკოსები,აიპოდიანი 13 წლის ქუსლებზე შემდგარი გოგონები,პატიოსანი ბოზები,ჯიპებიანი მამაოები…

ალბათ ყველასთვის ნაცნობი ჩამონათვალია,რომლიდანაც ზოგიერთი წინა საუკუნეშიც არსებობდა და ახლაც.მაგრამ რაც ყველაზე მთავარია-რად ვიქეცით?საით მივყავართ ამ “განვითარებას”?

1.რობოტებად ვიქეცით.ყველაზე მთავარი-ადამიანობა დავკარგეთ.ერთი მარტივი მაგალითი ავიღოთ…

რა მოიტანა ტექნიკის განვითარებამ?-კლასიკური შეყვარებული წყვილის (და არა მარტო) ვირტუალური დიალოგი დღეს:

_hey. rogor xar?

-kargad, shen?

-kargad.ras shvrebi?

-arafers,shen?

-arafers.

ყველაზე ბანალური შეყვარებული წყვილის წერილები ადრე:

_დიდხანს ვფიქრობდი მომეწერა თუ არა.მინდა გრზნობებში გამოგიტყდე და გითხრა,რომ  შენ ერთადერთი მიზეზი ხარ ჩემი არსებობის,სუნთქვის,ყოფნის…და ა.შ .

-ჩემი გული გამალებით ცემს,როდესაც შენზე ვფიქრობ,მთვარეს ვუყურებ და ვფიქრობ,ნეტავ ახლა შენც უყურებ თუ არა მას.როდესაც ასე გიყვარს,დროს და სივრცეს მნიშვნელობა ეკარგება…და ა.შ.

განსხვავება მარტივი დასანახია.რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამ ფსევდოგანვითარების თანმდევია და თითქოს გასაკვირი არაფერია,მაგრამ ყველაზე ლამაზი და  მნიშვნელოვანი გრძნობაც კი კარგავს თავის ეშხს და ნელ-ნელა ამ თავის სილამაზესაც ეკარგება დანიშნულება.

აქ პრობლემა მხოლოდ სიყვარული და ასეთი დიალოგები კიარა,უფრო ღრმა-იმ გრძნობების გაბათილება და გაქრობაა,რომელიც ადამიანად გვაქცევს.

2.”განვითარებას” საბოლოოდ გაქრობისკენ მივყავართ.

თვალწინ წარმომიდგება ხოლმე  მფრინავ მანქანაზე შემომჯდარი მსუქანი კაცი,რომლსაც სიარულიც კი დავიწყებული აქვს და რომელიც რეალური ცხოვრებით კი არ ცხოვრობს,არამედ ვირტუალურით.

ტექნოლოგიის განვითარების პარალელურად ადამიანის ადამიანობა საგრძნობლად იკლებს და მალე საბოლოოდ გაქრება,ალბათ.

ასე რომ,ადამიანებო,მე მეშინია განვითარების,ძალიან მეშინია.

Advertisements

15 comments on “შეშლილი,შეშლილი,შეშლილი სამყარო

  1. სიმართლეს წერ ხოლმე სულ
    ცუდი ისაა, რომ ეს ყველაფერი მოგვწონს, გვითრევს.. თუ ოდესმე აზრზე მოვალთ–გვიანი იქნება

  2. არნახული მასშტაბის სირობაა დღევანდელი ჩვენი ყოფა. მეც ბევრჯერ მიფიქრია, სადამდე მიგვიყვანს მეთქი ამგვარი ევოლუცია და ყოველთვის იმედგაცრუებული ვწყვეტდი ამაზე ფიქრს. არ მინდა ვირტუალური და კომპიუტერზე მისლევებული ხალხის ეპოქა.. :(((((

  3. და საკმაოდ პერსპექტიულიც…შენ ახლა მაგალითი იმ წყვილზე მოიყვანე, რომელთაც რეალობის კი არა, ყველაფრის შეგრძნება აქვს დაკარგული…რა თქმა უნდა, ბნელი მხარე მართლაც არსებობს, მაგრამ გამონათებებს ვხედავ ხშირად…შენ ვერც კი წარმოიდგენ რა ცოტაა საჭირო ბედნიერებისთვის და ბევრჯერაც მითქვამს შენთვის რომ საკუთარ ბედნიერებას თვითონ ქმნი…ასე რომ ნუ წუწუნებ და აყევი დროს…:დ…

    • გამონათებებს მეც ვხედავ ზოგჯერ,ისიც კარგად ვიცი ბედნიერებას პატარა ნაპერწკალიც რომ ეყოფა,მაგრამ აქ ცოტა სხვა რაღაცაზეა საუბარი-არცთუ სახარბიელო მომავალზე.
      პ.ს. არ ვწუწუნებ-პრობლემაზე ვსაუბრობ :დ და დინებას მივყვები შეძლებისდაგვარად…

    • ცოტა აღარავის ყოფნის ახლა ) დეპრესიების საუკუნეში ვცხოვრობთ, ყველაფრის შეგრძნება დაიკარგა, მოწყენილობისგან კვდება ხალხი, უმრავლესობას ფიქრი ეზარება.
      პ.ს. ყველა ერთ ქვაბში როდი იხარშება

      • ჩემთვის რეალურია თვითონ არარაობა და იმიტომ მირჩევნია არარეალური.
        თუმცა,ის ხუმრობით ვთქვი.ისე ზოგჯერ მართლა მაღიზიანებს ამ ხალხის დაბღვერილი სახეების ყურება ..

      • ზოგჯერ კი არა სულ მაღიზიანებს 🙂 არა მხოლოდ დაბღვერილი, არამედ უშინაარსო, გამოფიტული, აზრებისგან დაცლილი სახეები 🙂 არაამქვეყნიური ზომბები დადიან დედამიწაზე, სადღაა ადამიანთა მოდგმა, გადაშენდა სულ, გაწყდა 🙂 ვიწყევლები მგონი მე უკვე და დროზე გავჩუმდები 🙂

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s