კაპიტალიზმის შიდა სამზარეულო

კაპიტალისტები ცნობილი გურმანები არიან.მათი დაუოკებელი მადა დღითიდღე იზრდება და უდანაშაულო ხალხის სიმწრით მოპოვებულ კაპიკებს ლოღნის.

რა ჯობია მშიერი ბავშვის ქორფა ხორცს…ქრისტიანობის არ იყოს,კაპიტალიზმისთვისაც პური ხორცია,ღვინო კი სისხლი.

რეცეპტი მარტივია-წაართვი ყველას,წართმეული კაპიტალი აურიე ერთმანეთში,დაამატე ადამიანების შიმშილისგან მკვდარი სხეულები და მოხარშე  უსამართლობაში,ნელ ცეცხლზე.ნუ,მარილი გემოვნებით,როგორც ყოველთვის…

ესაა კაპიტალისტების საყვარელი და განთქმული კერძი,რომელსაც საკმაოდ ხშირად გეახლებიან.მოკლედ,ეს ჩვენი ძვირფასი კაპიტალისტები უბადლო მზარეულები არიან ,ნელ-ნელა გამოცდილებას იგროვებენ და ბოლოს მათგან შეუდარებელი შეფ-პოვარი იძერწება.

 

მათი ცნობა ადვილია,შარვალ-კოსტუმში ჩაკვეხილ ღორებს გვანან და თავისნაირი გასიებული საფულე დააქვთ ჯიბით.

ადამიანებს და კაპიტალისტებს ერთი წინაპარი ჰყავდათ,მერე ამ უკანასკნელებმა ოთხ ფეხზე დაიწყეს სიარული და ყველაფრის ჭამა დაიწყეს,რაც ხელთ მოხვდებოდათ.იმის მერე ასე დაღრუტუნებენ,აგროვებენ კაპიტალს და ჭერში აწყობენ.

მაშ ასე,კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საღორეში.

ორი ფეხი ცუდია,ოთხი-კარგი.

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

9 comments on “კაპიტალიზმის შიდა სამზარეულო

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s