პომპეი ჩემს ფიქრებში

არც წარსული,არც მომავალი,არამედ აწმყო.გაყინული წამი,უდროობა,როცა არსად არ გეჩქარება.

გაშეშებული ადამიანები ქუჩაში ,რომლებიც ასე გაყინულნი უფრო აზრიანად ატარებენ ცხოვრებას,ვიდრე მოსიარულენი.

წამს ვაჩერებ და საუკუნეები ვდგავარ ერთი ადამიანის წინ,თვალებში ვუყურებ და რა,არც არაფერი.ისიც გაყინულია,დროსთან ერთად.მერე ისევ აგრძელებს საათის ისარი მოძრაობას ,მე კი იმ ამაოებას -სიცოცხლეს რომ ეძახიან ადამიანები.

დრო,ესეც ადამიანების მიერ გამოგონილი ჩარჩო,წამებში და წუთებში რომ ათავსებს მათ ცხოვრებას.

ამ ჩარჩოში ჩაკარგული პიროვნებები,რომელთაც ოდესღაც ვიცნობდი,მაგრამ განა ახლა ისინი ისევ ის ადამიანები არიან?

თითქოს ასე გვანან წარსულ მეს,მაგრამ სინამდვილეში მასთან მხოლოდ სახელი და გვარი აკავშირებთ.

კიდევ არის ერთი რაღაც-მოგონებები,ძალით დავიწყებული ან დაუვიწყარი,რომელიც წარსულთან კავშირს ვერ წყვეტს.

მე მინდა ასე გაყინულს ჩამხედონ თვალებში და დაინახონ ის,რასაც ვგრძნობდი.

დრო გაიყინა.

ახლა ვხვდები,რომ მაშინაც შეიძლება გაჩერდეს წამი,როცა მოძრაობ,დადიხარ და ერთი შეხვედრით ცხოვრობ.მაგრამ ეს ილუზიაა.

როდესაც გრძნობა დროს არ ემორჩილება,მაშინ ადამიანი მასზე ძლიერია.

მე გავაჩერე წამი.

ჩემში დროში გაყინული პომპეი ცოცხლობს.

Advertisements

7 comments on “პომპეი ჩემს ფიქრებში

  1. ხომ ვთქვი ვამპირიხართქო.. აი რომ ამბობ გავაჩერე წამიო.. რა მაგარია.. მაგარია მაგარია მაგარია.. მაგარი ხარ! :*

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s