knocking on heavens door

ალბათ ცხოვრება უფრო მარტივი იქნებოდა,სიმსივნე რომ მქონოდა .კი,ნამდვილად…

ადამიანი,რომელიც ძილის მდგომარეობაში,სიზმრებში უფრო საინტერესოდ ატარებს დროს ,ვიდრე რეალურად,სიმსივმნე ნამდვილი მისწრებაა.

არაფერი არაა ცხოვრებაზე რთული,არაფერი.ცხოვრება-ამ სიტყვის ყველაზე პირაპირი გაგებით,სუნთქვის გარდა კიდევ  ძალიან ბევრ ერთგვარ ვალდებულებას გულისხმობს,რომელთა ზედმიწევნით შესრულება არცთუისე მარტივია.

მაგრამ როდესაც სამოთხის კარებზე აკაკუნებ,ყველაფერი გაცილებით აზრიანია,თვით ყველაზე უაზრო საგანი ან მოვლენაც კი.

წარმოიდგინეთ ,რა ლამაზია მზის ჩასვლა,როცა ამას უკანასკნელად უყურებ.რა ტკბილია საყვარელი ადამიანის ჩახუტება,რა სასაცილოა პატარა ბავშვი და რა სევდიანია მოხუცის თვალები,რა ამაღელვებელია საყვარელი სიმღერა…

წარმოიდგინეთ,დღე,როდესაც ყველა ნიღაბს ჩამოიხსნით და ერთი დღით მაინც იქნებით ნამდვილი,ყველას ეტყვით როგორ გიყვართ ან როგორ გეზიზღებათ.ჩაამსხვრევთ მინებს,დალევთ გალეწვამდე,იყვირებთ ბოლო ხმაზე,თუნდაც შუა ქუჩაში და მერე ტალღების ყურებისას ამოისუნთქავთ ბოლოჯერ,ან სახურავზე , შემოდგომის ყვითელ ფოთლებში,საუკეთესო შემთხვევაში საყვარელი ადამიანის ყელში თავჩარგული…

სიკვდილიც შეიძლება იყოს ლამაზი,რატომაც არა.რამდეჯერ მოვმკვდარვარ ოცნების დროს,თან ყოველთვის ძალიან ლამაზ სიკვდილს ვიღჩევ,ისეთ ლამაზს რომ უარს არც თქვენ არ  იტყოდით.

მგონი ძალიან შევიჭერი როლებში…ეს ყველაფერი ძალიან სენტიმენტალურია,მაგრამ არა იმ უკანასკნელი დღისთვის.იმ დღეს ყველაფერი დასაშვებია,ყველაფერი ლამაზია.

ასე ხდება,ვოცნებობთ,სულ ვოცნებობთ.ხან სიცოცხლეზე,ხან სიკვდილზე,ხანაც სიყვარულზე,მაგრამ ბოლოს სადღაც ქუჩაში აღმოხდება ხოლმე სული ასეთ მეოცნებე ადამიანს,უცნობი ადამიანების თვალწინ.

ყველაფერი ძალიან ტრაგიკულია,რომ ჩავუღრმავდეთ.

იქნებ მხოლოდ ამ ოცნებად ღირს სიცოცხლე,ზოგჯერ ყველაფერ დანარჩენს მართლა არა აქვს ფასი,არც აზრი.

ამდენ  მილიონ ადამიანში,მაინც მარტო ვართ და არც მეტი არც ნაკლები,სიკვდილზე ვოცნებობთ.

გადასარევია პირდაპირ,რა უცნაური არსებები ვართ…

არც კი ვიცი ამ პოსტით რისი თქმა მინდოდა,უბრალოდ სიკვდილზე დავფიქრდი და მინდა რომ სამოთხის კარებზე დავაკაკუნო…

Knock,Knock,Knock…

 

Advertisements

6 comments on “knocking on heavens door

  1. ნენ მზის ბნელი მხარე გამახსენდა.
    აღარ ავღნიშნავ თუ რა სასიამოვნო პოსტია
    აუ ახლა მეც დავფიქრდი ისე რომ ისიც კი მომინდა ბოლო დღე იყოს..
    გითხრა რაღაც? ეს ბოლო ხანია სულ იმას ვამბობ უდა მოვკვდეთქო,დღეს ვითუმეტეს,
    აი კიდევ ერთი ))

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s