Remember me

შემოდგომის დღეებმა გააღვიძა ღრმად ჩამკვდარი მელანქოლია და მე ისევ ვდარდობ.

არ ვიცი რაზე.ალბათ,წარსულზე,ან იქნებ მომავალზე.თუმცა როცა წარსულის აჩრდილებს ხედავ მომავალში,დრო უბრალოდ ქრება.

მე ვზივარ მარტო და ერთ ადგილზე გაყინულ სამყაროს ვუყურებ,სადაც წარსული აწმყოს თამაშობს,მე კი დროში დაკარგული წარსულიდან აწმყოში,აწმყოდან- მომავალში და ასე უსასრულოდ დავიარები.

ზოგჯერ ყველაფერი ისეთი ამაოა,გული მერევა კაცობრიობის არსებობაზე.

გაუთავებელი გუგუნი,მოძრაობა,ტექნიკა და მასზე მიჯაჭვული ადამიანები,ცათამბჯენები და ძველი ნანგრევები…მოკლედ,ხმაური.

და ამ ყველაფრის ფონზე უმეტესობა განაგრძობს არსებობას .იდეაში,უნდა განაგრძოს კიდეც,მაგრამ ეს მონოტონური დინებაც გულის ამრევია.

მეც  სხვებთან ერთად მივყვები ამ დინებას,კაცმა არ იცის სად.უფროსწორად,ძალიან კარგად ვიცი სადაც-ერთი დიდი წერტილისაკენ.

ეს წერტილი ყველა ადამიანის სიცოცხლის ბოლოს ისმევა და ამთვრებს წინადადებას,ანუ ცხოვრებას.

მაგრამ რა რჩება საბოლოოდ ჩვენგან? საუკეთესო შემთხვევაში ძვლები.

მთელი მოგონებები,მომენტები,ემოციები ტვინის ბოლო უჯრედის სიკვდილთან ერთად ქრება და ვქრებით ჩვენც.

ამაოდ ვეძებთ  სიცოცხლის ელექსირებს,ბოტოქსებს და სილიკონებს,ეს ხომ სრული სისულელეა-თავის მოტყუება.

მე ჩემი ელექსირი აღმოვვაჩინე-უბრალოდ მინდა რომ გახსოვდეთ.როგორიც ვიყავი ,ან ვარ…ძალით გიღიმოდით თუ გულწრფელად,კარგად გიცნობდით თუ ცუდად,გიყვარდით თუ გძულდით…

მე ვარსებობ.

მე ვარსებობდი…

მე ვიარსებებ…

Advertisements

2 comments on “Remember me

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s