ცოცხლად დამწვარი

 ეს წიგნი რეალურ ამბავზე დაფუძნებული  ერთგავრი პროტესტია, ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ.წიგნში აღწერილია თანამედროვე რეალობა,რომელიც დაუჯერებელ სისასტიკესა და უსამართლობაზე მოგვითხრობს.

სუადი იმ სასტიკი ტრადიციის მსხვერპლია,რომლის გამოც უამრავი ქალი იღუპება, დღესაც კი.

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს,არსებობს ისეთი ქვეყნები,სადაც ცხოველსაც კი ქალზე უკეთ ეპყრობიან,სადაც ქალის წამება და მოკვლა ჩვეულებრივი ამბავია.

სუადი დაიბადა სოფელში,სადაც ქალის დაბადება წყევლის ტოლფასია.აქ პატრიარქატის სრული ძალაუფლება ყოველდღე უამრავ მსხვერპლს სწირავს სასტიკ ტრადიციას და ამას “ღირსების დანაშაულს” უწოდებს.

სუადისთვის არსებობს მხოლოდ საკუთარი  სოფელი და დანარჩენი სამყარო.მან არ იცის რა ხდება სხვაგან,ვერც კი წარმოუდგენია, რომ ქალმა შეიძლება თავაწეულმა იაროს.ქალებს განათლების მიღების უფლება არ აქვთ,ეს პრივილეგია მხოლოდ მამაკაცებს ენიჭებათ.

გოგონა  იმდენადაა შეჩვეული ცემას და დამცირებას,რომ  დღე,როცა მას არ სცემენ (ეს ძალიან იშვიათად ხდება) ,არასრულფასოვნად მიაჩნია.

„ წარმოუდგენელი იყო, ვინმეს ცემის გამო დაეწუწუნა-ეს ბუნებრივად მიიჩნეოდა, ეს ყველას ემართებოდა…“

საფრთხეს არც მეტი და არც ნაკლები-ოჯახის წევრებისგან უნდა ელოდე.ისინი თვალის დაუხამხამებლად გამოგასალმებენ სიცოცხლეს.ან რას უნდა ელოდე დედისგან,რომელმაც ახლადგაჩენილი ჩვილი გაგუდა მხოლოდ იმიტომ,რომ გოგო იყო,ან ძმისგან ,რომელმაც საკუთარი და დაახრჩო და ამით “ღირსება” დაუბრუნა ოჯახს.

ტრადიციების მიხედვით,18 წლის ასაკში თუ გაუთხოვარია ქალი,მასშინ ის უკვე შინაბერაა.გათხოვება ერთგვარი ბიზნეს-გარიგებაა ოჯახის უფროსისთვის.

„თუ გაუთხოვარი ქალის მზერა მამაკაცის მზერას შეხვდა, მთელი სოფლისთვის “შარმუტაა”, ანუ მეძავი“

„თუ გათხოვილი მეზობელი ან ნაცნობი ბილიკზე გაუთხოვარს მარტო იხილავს, დედის ან უფროსი დის გარეშე ამის გამოც სამუდამოდ შარმუტაა…“

სუადს მეზობელი ბიჭი შეუყვარდება და მისგან დაურსულდება,თუმცა როდესაც ბიჭი ამ ამბავს გაიგებს,გოგონას ზურგს აქცევს და უჩინარდება.მარტო დარჩენილი გოგონა გამოსავალს ეძებს,ქვას ირტყამს მუცელში,ცდილობს მუცელი მოიშალოს.იცის ,რომ მას მოკლავენ.რამდენიმე თვის შემდეგ სუადის ორსულობა აშკარა ხდება და ოჯახის წევრებიც გადაწყვეტენ “ღირსების შემლახავი” შვილი მოკლან და საკუთარ სიძეს ავალებენ ამის გაკეთებას.

ერთ დღესაც მასთან მოდის სიძე და თავზე ნავთს ასხამს,შემდეგ კი ცეცხლს უკიდებს.

„ჩემი მეხსიერება კვალმა წაშალა იმ დღეს, როცა ჩემი სხეული ცეცხლის ალში გაეხვა“ 

სასტიკად დამწვარი და ნაწამები საავადმყოფოში ხვდება,სადაც საჭმელსაც კი არ აჭმევენ,რადგან ელოდებიან როდის მოკვდება.საავადმყოფოში მოსული სუადის დედა ცდილოს საწამლავით მოკლას შვილი,მაგრამ ეს არ გამოსდის.

ამ დროს სუადი 7 თვის ორსული იყო.სწორედ საავადმყოფოში ყოფნის დროს გააჩინა ბავშვი.წარმოიდგინეთ როგორი ტკივილით უნდა იტანჯებოდეს დამწვარი სხეული,რომ მშობიარობის დროს ვერაფერი ვერ იგრძნოს..ასეთ საშინელ პირობებში დაიბადა მარუანი-სუადის ვაჟიშილი,რომელმაც დედა 20 წლის შემდეგ ნახა.

საბოლოოდ,სუადს მშველელი გამოუჩნდა,რომელმაც იგი სხვა ქვეყანაში წაიყვანა სამკურნალოდ,სადაც მისი ახალი ცხოვრება დაწყო.თუმცა მას მთელი ცხოვრების განმავლობაში თან სდევდა წარსული,რომელმაც საშინელი იარები დაუტოვა როგორც სულზე,ასევე სხეულზე.

სუადი გამონაკლისია ასეთ შემთხვევებს შორის,რადგან ოჯახის წევრები რამდენიმე წლის შემდეგ  აგნებენ გადარჩენილ მსხვერპლს და მაინც კლავენ.

სამწუხაროდ,ასეთი მკვლელობები დღესაც ხდება  და ,ალბათ ,ძალიან დიდი დრო დასჭირდება ამ ტრადიციის აღმოფხვრას.

მომავალ პოსტამდე .

Advertisements

70 comments on “ცოცხლად დამწვარი

  1. დავიწყე კითხვა, სამწუხაროდ სტუმრად ვიყავი და 5–6 ფურცლის მეტი ვერ წავიკითხე, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა, რომ ერთგვარ შოკურ მდგომარეობაში ჩავეყენებინე

    • პირველივე ფურცელიც კი საკმარისია განსაწყობად ,დამიჯერე.მერე იმდენად გითრევს,რომ თვითონ განიცდი ყველა იმ ტკივილს,რასაც მსხვერპლი განიცდიდა.

  2. “Tradition is an explanation for acting without thinking” – და მაინც რატომ მიაჩნია ამდენ ადამიანს თუნდაც საქართველოში რომ ტრადიციები წმინდათა წმინდაა ?
    ქართული ტრადიციები თუ ირანულს ან ავღანურს ჯობია დიდი განსხვავება მაინც არ არის , ტრადიცია ყველაზე დიდი სისულელეა რაც კი ადამიანს შეუქმნია

  3. ეს წიგნი არ წამიკითხავს, ცოტა ხნის წინ შემძრა ფილმმა “Stoning of Soraya M.” სადაც არაფრის გამო კლავენ ქალს. მე მგონია (ვიმედოვნებ) რომ ასეთი ფაქტები დღეს ნაკლები რაოდენობით ხდება, იქნებ სიტუაცია გაუმჯობესებისკენ მიდის, არ ვიცი. წიგნმა ძალიან დამაინტერესა.

    • ეს ტრადიციები იმდენადაა ჩანერგილი,რომ მეეჭვება რაიმე საფუძვლიანი წინსვლა იყოს,სამწუხაროდ.მაგრამ მეც იმედი მაქვს და ძალიან მინდა,რომ ერთი ნაბიჯით წინ მაინც წავიდეს მათი აზროვნება და ქალებმა ხმა აიმაღლონ.

  4. ეხლა მოვრჩი ამ წიგნის კითხვას, მართლაც შემზარავია…. ყველას გირჩევთ წაიკითხოთ ეს წიგნი და რაც ყვლაზე მთავარია იმოქმედოთ! მხოლოდ მოქმედებები გადაარჩენს იმ ათასობით ქალს ვინც ამ წუთებში ასეთ უმძიმეს მდგომარეობაშია!!!

  5. რომ არ ვიცოდე , რომ ეს ველაფერი რეალობაა, ვიტყოდი , ავტორს დიდი ფანატაზია აქვს-თქო.
    რა სისასტიკე ასე მოეპყრო ადამიანს მხოლოდ იმის გამო , რომ შენთვის მიუღებელი სქესით დაიბადა.

  6. რა მაგარი ისტორიაა :((( სათაურიდანვე მომხიბლა ამ წიგნმა და რამდენიმე კვირაა მინდოდა მეყიდა. ახლა ვიცი, რომ აუცილებლად ვიყიდი…

  7. ახლახანს წავიკითხე ეს წიგნი და ძალიან მომეწონა .. რაც აქ არის აღწერილი ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია რომ სიმართლეა .. ხომ არ იცით რომელ წელს დაიწერა ეს წიგნი ? ძალიან მაინტერესებს ..

  8. ძალიან მაინტერესებს ვინმეს თუ გაქვთ ისნფორმაცია ამ წიგნზე დაყრდნობით დაგაღებულ ფილმზე. როგორც ვიცი არის ასეთი ფილმი. წიგნს რაც შეეხება არანაკლებია “უდაბნოს ყვავილიც” . სამწუხაროდ დღესაც კი არსებობს ასეთი სიბნელე ადამიანების ტვინებსა და გულებში.

  9. აჰ, არა და ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო…რა არის იცი? არ აქვს მნიშვნელობა შენ ხასიათს, უნდა გააგრძელო, იქმდე სანამ თითები არ გეტკინება…ნუ, ასე ვფიქრობ…

    • ზგადად,ბლოგინგი ცოტა ისეთი რამაა.თავიდან სულ წერ,შეიძლება ყოველდღე აქვეყნებდე ახალ პოსტებს,მაგრამ ნელ-ნელა წერის ხალისს კარგავ.
      ძალიან ცოტა ბლოგერია,რომელიც გამუდმებით წერს და გულწრფელად მშურს მათი.

  10. გაბრიელ გარსია მარკესი თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი თოჯინა და მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ პაწაწინა ნაგლეჯს ალბათ არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველი გადავიფიქრებდი იმას რასაც ვამბობ დავაფასენდი ყველაპერს არა ღირებულების არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს. მესმის რომ თოთოეულ წუთს, როდესაც თვალებს ვხუჭავთ ვკარგავთ სინათლის სამოც წამს. ვივლიდი მაშინ, როცა ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ როდესაც ყველას ეძინებოდა. მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს.თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვმდი შილიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არამარტო ჩემს სხეულს, არამედ ჩემს სულსაც. ღმერთო, თუ გული მექნებოდა, მთელს ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას. ვან გოგის ოცნებით ვარსკვლავებს დავხატავდი, ბენდეტის ლექსს და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა…ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა… არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე, რომ ხალხისთვის არ მეთქვა, რომ მე ის მიყვარს. დავარწმუნებდი ყოველ კაცსა თუ ქალს, რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული. ადამიანებს დავუმტკიცებდი, თუ რაოდენ სცდებიან, ფიქრობენ რა, რომ შეყვარება აღარ ძალუძთ როდესაც ბერდებიან. მათ არ იციან, რომ სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ სიყვარულის უნარს პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის უფლებას მივცემდი. მოხუცებს დავანახებდი, რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის.რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, ხალხო… დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, და არც იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვისწავლე ისიც, რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა და აღარასოდეს გაუშვებს მას. ვისწავლე, რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგანაც როდესაც მე ამ კიდობანში მომათავსებენ, სამწუხაროდ უკვე მომაკვდავი ვიქნები.ყოველთვის თქვი, ის რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ. რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვივოდე, რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლიდან მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი, რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას, რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია გეტყოდი “მიყვარხარ”, თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი…ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ ახალ საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მაგრამ თუ მე ახლა ვცდები და დღეს ამის მეტი არაფერი დაგვრჩენია, მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ, და რომ არასოდეს დაგივიწყებ. ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული, ახალგაზრდასა თუ მოხუცს. შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ ვინც გიყვარს. ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისათვის, მოფერებისათვის, კოცნისათვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი, ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა “ვწუხვარ”, “მაპატიე”, “გეთაყვა”, “გმადლობ”, და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა რაც იცი. შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო. შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატად, უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის. გაუგზავნე ეს სიტყვები ყველას ვისაც გსურს… თუ დღეს ამას არ გააკეთებ, ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება, როგორიც იყო გუშინდელი, და თუ ამას არასოდეს გააკეთებ, არც მაგით დაშავდება რამე… დაიწყე შენი ოცნებების ახდენა, ახლა სწორედ ეს მომენტია!

  11. მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ! 🙂

    მე დაძაბულობის გარეშე, მსუბუქად და ლაღად აღვიქვამ იმას, რაც ჩემს გარშემო ხდება, და საკმაოდ ზუსტად ვაფასებ გარემოებებსა და მოვლენებს.

    სწორედ ამიტომაც მე თავისუფალი ვარ სტერეოტიპებისა და შიშებებისაგან, რომლებიც გამოხატულია ფრაზებით „ვერ შევძლებ!“, „არ გამომივა!“, „არ შემიძლია!“, „არ მინდა“.

    მაღალი მოტივაციის ემოციებით გამსჭვალულს, მე ყოველთვის შემიძლია თამამად განვაცხადო:

    „მე ვიცი, მე ვარ!“

    „მე ვგრძნობ, მე ვარ!“

    …მე ნებისმიერ მომენტში შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ყოველთვის ზუსტად ვაცნობიერებ სად ვიმყოფები, საიდან, რა მიზეზით, როგორ და რისთვის მოვხვდი აქ.

    მე ყოველთვის თან მდევს სიხარულის, „დრაივის“, სასიხარულოს მოლოდინის გრძნობა, მოუსვენარი ენთუზიაზმი.

    კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება ჩემი პიროვნების არის ის, რომ კარგად ვხედავ საკუთარ თავს!

    ბევრი იკითხავს, „მაინც რას ნიშნავს ეს „ხედავდე საკუთარ თავს“?

    „ხედავდე საკუთარ თავს“ ნიშნავს აძლევდე საკუთარ გრძნობებს შესაძლებლობას ნაკადულივით მორაკრაკებდნენ, ეფერებოდე, ეალერსებოდე მათ, უმღერდე, ხედავდე მათ შინაგანი მზერით, როგორც გაზაფხულის უმშვენიერეს ყვავილებს.

    მე „ვხედავ საკუთარ თავს“ ნიშნავს, რომ მე ვიღებ ჩემს გრძნობებს. ვიღებ, ანუ ვუხსნი მათ გულის კარს. ვნებდები მათ მთელი „სიღრმე-სიგანით“, როგორც ყვავილების უსასრულო სამყაროს და არ ვარ დაკავებული იმით, რომ ამ მარგალიტთა შორის გამორჩეულებს ვეძებდე.

    171441ce0d84abfeab411c6672699d0a

    ან განა შეიძლება რომელიმე ყვავილზე ითქვას, რომ გამჩენმა მას რაღაც დააკლო?..

    მე „ვხედავ საკუთარ თავს“ ნიშნავს, რომ საკუთარი პიროვნების სიმბოლურ სახეს მე ჩემს თვალწინ, აგრეთვე დროისა და სამყაროს ყოველ წარმოსახვით თუ რეალურ წერტილში ნათლად ვხედავ.

    მე ზუსტად ვიცი, რაც მინდა, და ისიც კარგად ვიცი, რომ „მოსურნე“ ადამიანად ყოფნა სასარგებლო, და უფრო მეტიც, აუცილებელია ჩემი ჯანმრთელობისათვის.

    ჩემს სურვილებსა და მისწრაფებებს ყოველწამიერად ახალი აღმოჩენებისაკენ მივყავარ. ეს სურვილები თანხმობის, მიღებისა და აღიარების ფერებად ინთება!

    …საკუთარ თავთან მე ყოველთვის მართალი, გულწრფელი და გულახდილი ვარ!

    მე მაქვს მაღალი ნიჭი, ეფექტური ჩვევები, უნარები, კრისტალიზებული აზროვნება.

    მე ოსტატურად ვმართავ და მივმართავ საკუთარ შესაძლებლობებს, უნარებს და რესურსებს ჯანმრთელობის, მენტალობის, გრძნობების და ბედნიერების მდგომარეობის განვითარებისაკენ.

    მე ვხედავ, რომ ჩემი სხეული სავსეა სინათლით! მანათობელი სიცხადით არის შევსებული ჩემი თავი, მკერდი, ზურგი, კიდურები.

    მე გამჭოლ ვხედავ მოვლენებს, ადამიანებს, აწმყოს და მომავალს.

    ჩემი შინაგანი ნათებით შემოსილი ფიქრი მიემგზავრება დროის ყოველ უბანზე, ხვდება ნაცნობ და უცნაურ სულიერ სახეებს, და, უკანმობრუნებული, ხსნის აზრისა და ხასიათის უკანასკნელ შეზღდულობებს.

    როდესაც ამ სინათლეს ვიხმობ და მასში ჩემს წარსულ მოგონებებს ვათავსებ, ის ღიმილის, ხალისიანი სიცილის, ნეტარების, სიმშვიდის, განმუხტვისა და სიკეთის ნაკადებს მაპკურებს.

    როდესაც შორეულ მიზნებზე ვფიქრობ, მაშინ ზაფხულის სიო, მისი სიგრილე და სიმსუბუქე, სიცოცხლის ერთ წერტილში თრთოლვით იყრიან თავს.

    ამის შემდეგ ცოდნა, სიცხადე, თავდაჯერებულობა, სიმშვიდე მთელს სხეულში ენერგიის სხივებად, იმპულსებად და სიცოცხლის ჟინად განივრცობიან.

    ჩემი სახე სასიამოვნო და ტკბილი ღიმილის სივრცეა, ბედნიერების გამოხატულება.

    ვის მიმართ არის ეს სიხარული?

    ეს არის პასუხი საკუთარი უშუალობის, სპონტანურობის, თვითგამოვლენის და სიცოცხლით თვითტკბობის მიმართ.

    და თუკი მკითხავ როგორი უნდა იყოს ადამიანი ან რა უნდა ჰქონდეს ჭარბად, გეტყვი!

    სწორედ რომ გრძნობები და შეგრძნებები, დამოკიდებულებები და საკუთარი თავის გაცნობიერება უნდა ავსებდეს და გადმოდიოდეს მისგან, როგორც მცენარიდან ნექტრის სურნელი.

    მე ვცხოვრობ ერთდროულად ჩემი ბავშვობის მზესა და ხანდაზმულობის სიბრძნეში.

    ბავშვობის ოცნებები, მიზნები და სიბერის შედეგების შეჯამება, ეს ყველაფერიც, ერთ წერტილში იყრის თავს და სხეულს აზანზარებს.

    …რადგან ვიცი, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მომხდარიყო, რჩება მხოლოდ მარადისობა!

    მხოლოდ ყველაფერი!

    მხოლოდ აქ და მხოლოდ ყველგან!

    მხოლოდ ახლა და მხოლოდ ყოველთვის!

    მხოლოდ სიცოცხლე!

    და მხოლოდ ისე! უმიზეზოდ!

    მხოლოდ სიცოცხლე! მხოლოდ ისე და უმნიშვნელოდ!

    ამიტომ მეც სწრაფად და ერთბაშად ვიცვლები: სიკეთით, მსუბუქად, ვით ნაკვალევი ფრანის, რომელსაც ვერავინ განჭვრეტს!

    fa9ba1575959bb6e92a2fca5c13803fd

    …მე არაფერს ვამტკიცებ!

    რაც შეუძლებელია, ის შესაძლებელიცაა!

    ვინ შეიძლება იყოს ბავშვზე დიდი? განა ყველაზე უმწეოზე არ დგება სამყაროს პირამიდა?!

    ჩემი ყოველი ამოსუნთქვა სიხარულის, მიღების და საკუთარი თავისადმი მიტევების აღმოსვლაა:

    1000-ი „დიახ“!

    1000-ჯერ „დიახ“!

    1000-ით „დიახ“!

    დიახ იყო!

    „დიახ“ არის!

    „დიახ“ არ არის და შეიძლება არც იქნება!

    „დიახ“ იქნება!

    „დიახ“ უკანასკნელ წუთამდე!

    …განა აზრისა და გრძნობის მოძრაობა არ არის „მე“-ს სიცოცხლე?

    და ვინც აზრისა და გრძნობის შეყოვნებასა და მორჯულებას ლამობს, რატომ ელის სიცოცხლით ტკბობას?

  12. ,, …და თქუა ღმერთმან: რაჲ ესე ჰყავ? ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით.

    და აწ წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან, რომელმან განაღო პირი თჳსი შეწყნარებად სისხლისა ძმისა შენისასა ჴელისაგან შენისა.

    რამეთუ ჰშურებოდი ქუეყანასა და არა შესძინოს ძალი თჳსი მოცემად შენდა, იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა ზედა.

    და თქუა კაინ უფლისა მიმართ ღმრთისაჲ: უფროჲს არს ცოდვაჲ ჩემი მოტევებისა ჩემისა.

    და უკუეთუ განმაძებ მე დღეს, პირისაგან ქუეყანისა და პირისაგან შენისა დავიმალო და იყოს, ყოველმან მპოვნელმან ჩემმან მომკლას მე.

    და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: არა ეგრეთ ყოველმან მომკლველმან კაინისმან შჳდნი შურის-ძიებანი დაჴსნნეს. და დასდვა უფალმან ღმერთმან სასწაული კაინს არა მოკლვად მისა ყოვლისაგან მპოვნელისა მისისა.’’

    დაბადება, 10-15

    ადამიანო, ყოვლად ”უწყინარო” ზაზუნავ, როგორ ხარ?

    ალბათ კარგად უნდა იყო, რატომ უნდა იყო ცუდად, როცა ზიხარ სადმე მყუდრო ოფისში, იღებ ხელფასს, შოულობ ფულს, ქეიფობ რესტორანში, მიირთმევ გემრიელ საკვებს, ჩაიხეთქავ მუცელს, მერე მიდიხარ სახლში, ჭამ საჭმელს, წამოწვები ტახტზე, დაკავდები მხურვალე სექსით, ფიქრობ უკეთეს მატერიალურ მომავალზე, მერე გაიგებ რამე ახალ ამბავს, მაგალითად იმას, რომ აბორტი უნდა აიკრძალოს და იწყებ მსჯელობას, თვლას, რა სიკეთეს მოუტანს აბორტის, მკვლელობის აკრძალვა ან რა ხარჯები მოიმატებს, ან რამდენით მოიმატებს ადამიანების ნამრავლი აბორტის აკრძალვით ან დაშვებით და ბოლოს და ბოლოს მიდიხარ დასკვნამდე, რომ თურმე აბორტი არ უნდა აიკრძალოს, რადგან ეს მაინც არაფერს შეცვლის …

    თითქოს ყველაფერი გაქვს, ადამიანო, ინტელექტი, ფული, სახლი, საჭმელი, ტანსაცმელი, შეიძლება ოჯახიც, შვილიც, მაგრამ არ გაქვს ყველაზე მთავარი რამ, სიყვარული.

    თუმცა მაინც კარგად ხარ !

    შენი ნებაა …

    გაოგნებული ვარ ადამიანთა სისასტიკით, ე.წ. ინტელექტუალთა ცივი ანგარიშით, თუ რას გამოიწვევს აბორტის აკრძალვა და რა სასურველ შედეგს არ ან ვერ მივიღებთ … ის, რომ კიდევ ერთ ბოროტებას ეტყვიან უარს, ამის გარდა მეტი პოზიტიური შედეგი რა უნდა იყოს?!

    სულ გაგიჟდა კაცობრიობა, თუმცა უკვე დიდი ხანია გაგიჟებულია, მოყოლებული კაენის მიერ აბელის სისხლის დანთხევიდან. ჯერ ხომ ისედაც მკვლელობის სხვადასხვა სახეობები სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი და ყოველი სახელმწიფო, სხვა ყველაფერთან ერთად, კაცთა მკვლელობის აქტიური წამხალისებელი სუბიექტიცაა.

    მკვლელების პლანეტაზე ვცხოვრობთ, სადაც იმდენად მახინჯური, ორსახოვანი და გროტესკული სისტემაა გაბატონებული, რომ ერთ შემთხვევაში მკვლელობა ისჯება მკვლელის ოფიციალური მკვლელობით, რასაც დამნაშავის ლიკვიდაციას ან სიკვდილით დასჯას ეძახიან და მეორე შემთხვევაში ნებადართულია და ზოგჯერ კაცთა მკვლელობისთვის ჩინ-მედლებსაც უხვად არიგებენ, მკვლელობას აკურთხებენ რელიგიური იერარქები, ე.წ. ექსპერტები, მთელი სამეცნიერო ინსტიტუტები და ბოლოს და ბოლოს მთელი მსოფლიოს სამართლებრივი სისტემა, მსოფლიო ეკონომიკა კაცის მიერ კაცის კვლის წყალობით მუშაობს და ვითარდება, თან ამავდროულად ცინიკურად ვაღიარებთ ყველა მსოფლიო რელიგიის ოქროს წესებს, რომლებიც კრძალავენ კაცის კვლას!

    სამწუხაროა, მაგრამ სწორედ ისეთ ინტელექტუალებს, ვინც აქტიურად მხარს უჭერს მკვლელობას, აბორტებს, ერთმევათ ცხოვრებაში ის სიხარული, რასაც შვილით ბედნიერება ჰქვია, ეს არ არის მისტიკა, ეს ჩვეულებრივი კოსმოგენიაა, გნებავთ კოსმოსოფია, სამყაროს კანონები, გინდათ ფიზიკა დაარქვით, გინდაც მეტაფიზიკა, ზოგს შვილი არც ეძლევა, მიუხედავად დიდი სურვილისა, თითქოს რაღაც ან ვიღაც შეგნებულად უშლის ხელს ან კიდევ მნიშვნელოვანი გართულებები წარმოეშვებათ უკვე დაბადებულ შვილებთან ურთიერთობაში, იმ შვილებთან, რომლებიც ცოცხლები არიან მხოლოდ იმის გამო, რომ მათმა მშობლებმა მისი სქესი ან ზოგადად მისი არსებობა დასაშვებად ცნეს … რა სასტიკი ირონიაა, სატანას შეშურდება მსგავსი დახვეწილი მეთოდები ადამიანთა წამებისა და ხორცთა გლეჯის.

    ხშირად შეიძლება იმ დასკვნამდეც მიხვიდეთ, რომ არავითარი სატანა არ არსებობს, არავითარი ჯოჯოხეთი და რქიანი ალქაჯები, ეს ყველაფერი თავად ჩვენშია, თავად ვართ სატანაც, თავად ვქმნით ჯოჯოხეთს და თავად ვართ რქიანი ალქაჯებიც, აყოლილნი საკუთარ სიმახინჯეს, რომელსაც ხან რაციონალიზმს ვუწოდებთ, ხან საღ აზრს, ხან ინტელექტის ნაჟურს … თავად ვართ ღმერთებიც, ვწყვეტთ ვინ უნდა იცოცხლოს და ვინ არა, საკუთარ შვილებს ვხოცავთ და ვჭამთ პირქუში კრონოსივით.

    ბოროტებას მრავალი ხილული თუ უხილავი საცეცი აქვს, დაწყებული საჭირო აუდიტორიაზე გათვლილი ვითომ შემთხვევით წამოსროლილი სიტყვიდან, დამთავრებული დახვეწილი ტექნოლოგიებით აღჭურვილი არმიებით, რომლებიც ემსახურებიან ერთ მიზანს, უკვე ჩასახული და დაბადებული ადამიანის სიცოცხლის მოსპობას ნებისმიერი ფორმით და მეთოდებით. აქ ადგილი აღარ აქვს მათთვის სასაცილოდ ქცეულ ცნებებს, როგორიცაა სინდისი, სირცხვილი, ბოროტება და ა.შ., რადგან მათ ცნობიერებაში უკუღმაა ყველაფერი, გადაბრუნებულია სამყაროს არსი, მორჩა და გათავდა, აქ კამათიც კი აზრს კარგავს, რადგან მიმდინარეობს დაუნდობელი ომი სიკეთესა და ბოროტებას შორის, დაცლილი ყოველგვარი სენტიმენტებისგან … მიხველ, ნახე, წააცალე თავი ! ესაა და ეს, მშრალი პროზაა, სხვა არაფერი.

    მთელი ეს ე.წ. აბორტის ინდუსტრია, ფსიქო-კულტურულ დონეზე, დაემსგავსა კაენის ერთ დიდ ლაბორატორიას თავის პატარ-პატარა კეთლმოწყობილი ოფისებით, სადაც ცალკე იურისტი, ცალკე ექიმი, ცალკე უბრალოდ წვიმის შემდეგ ახლადაღმოცენებული ექსპერტი თუ ნიუ-არისტოტელე, დიასახლისი, თუ უმუშევარი, ბიზნესმენი თუ პოლიტიკოსი, ყველანი ერთად, პატარა კაცუნასავით დაფუსფუსებს, შრომობს და ოფლს ღვრის, დროს ხარჯავს და ტვინს ძაბავს იმაზე, რომ თურმე აბორტი დასაშვებია, რომ თურმე არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია აბორტი აიკრძალება თუ არა, რადგან მათივე ე.წ. ინტელექტის ჭინთვით მიღებული ტვინის წინასწარ დაობებული ნაყოფით, რასაც თვითონ ”არგუმენტებს” ეძახიან, აბორტის აკრძალვა მაინც ვერ გამოასწორებს დემოგრაფიულ სიტუაციას, ასევე ის, რომ შვილის მკვლელობის მსურველები მაინც არაჰიგიენურ პირობებში, იატაკქვეშ აბორტებს ჩაიტარებს და ამიტომაც, მათი აზრით აბორტი უნდა იყოს დაშვებული !

    არავითარი არგუმენტი და შედეგების გათვლა არ სჭირდება აბორტის აკრძალვას თუ დაშვებას. ვინც ამის შესახებ უბრალოდ მათემატიკურ გამოთვლებს აკეთებს შობადობის მომატების ან დაკლების შესახებ, ვინც აბორტით არჩენს ოჯახს, პირდაპირ არის მკვლელობის თანამონაწილე, ანუ მკვლელობის თანამონაწილე, თავად არის მკვლელი და მკვლელობის წამხალისებელი იდეოლოგი.

    საკითხი დგას ძალიან მარტივად:

    ან დაკანონდება ბოროტება, როგორც ადამიანისთვის ნორმალური ქცევის წესი, ან უარს ვეუბნებით ბოროტებას, როგორც ადამიანისთვის არანორმალურ და არაბუნებრივ ქცევის წესად დაკანონებას.

    სხვა ალტერნატივა არ არსებობს. მორწმუნეთათვის, ვინც მარჯვენა თუ მარცხენა ხელით პირჯვარს იწერს და იმავე ხელით ხელს აწერს ბოროტების ამ უსასტიკეს აქტის დასაშვებობას, რასაც ჰქვია აბორტი, შევახსენებ:

    ბატონებო, აირჩიეთ: ან ემსახურებით ღმერთს, ან ემსახურებით ეშმაკს ! ამ ომში შუალედური არჩევანი არ არსებობს, ან კლავთ, ან არ კლავთ. სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის შუალედური ყოფა ბუნებაში უბრალოდ არ არსებობს. მკვლელობაში არ არსებობს იმპრესიონისტული პალიტრა და გარდამავალი ფერები, მხოლოდ ორი ფერია, თეთრი და შავი.

    დედამიწაზე არსებობს ორი ძალა, სიკეთე და ბოროტება, სინათლე და სიბნელე, ეს აქსიომაა და რაღა საჭიროა ყალბი ტერმინების დამკვიდრება, პირდაპირ გეკითხებით, არის თუ არა ბოროტება კაცის კვლა … კაცის, ადამიანის, იქნება ის 1 კვირის ჩანასახი თუ 100 წლის მოხუცი?

    იმავე ლოგიკით, რომელიც ე.წ. ინტელექტუალთა, სახარებისეული იმ მწიგნობრების, რომლებმაც ქრისტე აცვეს ჯვარს, ენით რომ ვთქვათ, თუკი აბორტი დასაშვებია, ისევე როგორც ქრისტეს ჯვარცმა იყო დასაშვები, მაშინ რატომღა კრძალავთ კაცის მიერ კაცის მკვლელობას ?

    თქვენივე ლოგიკით, კაენის ლაბორანტებო, რასაც აქამდე ბოროტებას ვეძახდით, გამოვაცხადოთ სიკეთედ, დავუშვათ და ნება დავრთოთ ყველა ბოროტებას, რაც კი არსებობს ადამიანის ტვინში, გადავატრიალოთ სამყარო, დედამიწა და დავამყაროთ ზოგიერთისთვის ასე ნანატრი – NOVUS ORDO SECLORUM ! … ახალი მსოფლიო წესრიგი !

    რადგან:

    თუ ვკრძალავთ და ვსჯით მკვლელობისთვის, ამით იცვლება რამე ? ადამიანები მაინც კლავენ ერთმანეთს !

    დავუშვათ ქურდობა ოფიციალურად, რადგან აკრძალვას მაინც ვერ გამოაქვს სასურველი შედეგი და ადამიანები მაინც ქურდობენ !

    დავუშავთ წამება, რადგან აკრძალვით მაინც ვერ ვიღებთ სასურველ შედეგს, ადამიანები მაინც აწამებენ ერთმანეთს !

    დავუშვათ თაღლითობა, რადგან ადამიანები მაინც ატყუებენ ერთმანეთს და რაღა აზრი აქვს აკრძალვას !

    დავუშვათ ნარკოტიკები, რადგან ადამიანები მაინც ეტანებიან !

    აღარ დავსაჯოთ პედოფილები, რა აზრი აქვს, მაინც გამოჩნდება ვინმე, ვინც გარყვნის და გააუპატიურებს ბავშვებს !

    ოფიციალურად დავუშვათ ადამიანებით ვაჭრობა და მონობა, რადგან აკრძალვას რაღა აზრი აქვს თურმე, მაინც ხომ ამონავებს ადამიანებს შრომის კოდექსი, ტრეფიკინგი ხომ მაინც არსებობს !

    თავი დავანებოთ სიკეთის პროპაგანდას, შემწყნარებლობას, სიყვარულს, პატიებას, თავი დავანებოთ ამ ეფემერულ სიკეთეს, მაინც რა აზრი აქვს, ბოროტება ხომ მაინც ჯეჯილობს და ”გულაობს” , რაღა აზრი აქვს წინააღმდეგობას ბოროტების მიმართ, ერთბაშად დავჩმორდეთ, დავნებდეთ, დავჩიავდეთ და ჩვენი ფეხით ჩავხტეთ მარადიულ გეენაში, რაღა საჭიროა ადამიანთა დაბადება, ბარემ ყველამ ერთად დავიხოცოთ თავები, რადგან სიცოცხლეს აზრი აღარ ჰქონია, მწიგნობრებო ! ამოიჭერით გულები, რადგან დაგიობდათ უკვე, ქვის ლოდად იქცა, ამოიცალეთ და უმალ თავში იხალეთ, ტვინი დაანთხიეთ თქვენს საწერ მაგისთან, რაღა აზრი აქვს, რომ დაიბადეთ, რაღა აზრი აქვს თქვენს სიცოცხლესაც კი … !

    კიდევ, რამდენი ერთი ჩამოვთვალო ?

    აბა ახლა კარგად დათვალეთ ”რკინისებური” ლოგიკით, რა რაციონალური სიკეთე მოაქვს ადამიანის მოკვლას, რა სარგებლობა მოაქვს აბორტს, ან იმ სახის მკვლელობას, რასაც შენ მკვლელობას ეძახი. რა სარგებელი მოაქვს ქურდობის აკრძალვას და ა.შ., ყოველ იმ ბოროტებას, რისთვისაც შენ სჯი დამნაშავეებს ? … მაშინ ნუღარ დასჯი მკვლელს, ყაჩაღს, ქურდს, პედოფილს, მოძალადეს, თაღლითს, ბარიგებს, ტრეფიკიორებს, რადგან შენც იგივეს აკეთებ, როცა აბორტს აკანონებ.

    ნატურალური ბოროტება ან სიკეთე დათვლას არ ექვემდებარება, ის ან არის, ან არ არის, რაციონალიზმი არ მუშაობს, აქ მუშაობს მხოლოდ ერთი რამ, რომელიც აცოცხლებს ნებისმიერ ცივილიზაციას და დამიანთა სოციალურ გაერთიანებას, ესაა სიყვარული და არაფერი სიყვარულის გარდა ! … დაიბადე? ცოცხლობ? გაგიმართლდა? მაშინს ხვას რაღას კლავ, შე დალოცვილო, თანაც უდღეურ ჩვილს, რომელიც ქვეყანას უნდა მოევლინოს, კიდევ ერთი სიცოცხლე აჩუქოს დედამიწას, განვითარდეს და გაიხაროს !

    ნამდვილად არ მესმის ამ მკვლელობის იმ ე.წ. გამართლებების, რომ რომ დაბადებულიყო ბავშვი, თურმე უწამლობით მოკვდებოდა, ან შიმშილით. მაშინ თქვენ რატომ დაიბადეთ, რა გარანტია ჰქონდა თქვენს მშობლებს, რომ მეორე დღეს მედდა არ დაგახჩობდათ ინკუბატორში, ან სამშობიაროდან გამოსულ დედათქვენს აგური დაეცემოდა და ორივე მოკვდებოდით? მაგ ლოგიკით, ახლავე დაიხოცეთ თავები, დახოცეთ ერთმანეთი, ვაითუ ხვალ ვინმე გაგიჟდეს და მკვლელი გახდეს (ჯერ ისედაც ზოგი უკვე მკვლელია), იქურდოს ან გააუპატიუროს, ბარემ თავი დავიზღვიოთ და ერთმანეთი დავხოცოთ! …

    აბსურდია ეს სიგიჟე, აბორტის დაკანონება და მისი გამართლება რაღაც წინასწარი ეჭვებით, ვარაუდებით, წარმოუდგენელი საძაგელი სარკაზმია, სიცოხლის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულებაა, სიცოხლის და სიხარულის წინააღმდეგ ამბოხებაა, პირდაპირი მსახურებაა ბოროტების, მავნე აპათიაა, რომელიც იდეაშიც კი ანადგურებს ყოველივე პოზიტიური აზრის დასაშვებობას და ადამიანის სიცოცხლის გამართლებას.

    მე არ მესმის, როგორ შეიძლება იმსჯელო საერთოდ იმაზე, რომ ბოროტება უნდა აიკრძალოს, იქნება ეს ქურდობა, მკვლელობა, ყაჩაღობა ან სხვა? ან რა მსჯელობა ამას სჭორდება? ვკრძალავთ მკვლელობას და ქურდობას, ვსჯით ამისთვის იმიტომ, რომ ეს უბრალოდ ცუდი, არაბუნებრივი საქციელია ადამიანისთვი და არა იმიტომ, რომ მისი აკრძალვა რამე რაციონალურ შედეგს გამოიღებს თუ არა. ჰოდა, ახლა ფართოდ გავახილოთ თვალები ქართულმა საზოგადოებამ და ვთქვათ ცალსახად, აბორტი სიკეთეა? მკვლლეობა 1 კვირის ჩანსახისა და მკვლლეობა, ვთქვათ ზრდასრული ადამიანისა, კარგია? … ცხოვრებაში არსებობს ორი გზა, მკვლელობისა და აბორტის გზა და სიცოცხლისა და სიყვარულის გზა, თუ მაინც არ დაიშლით და მაინც იტყვით, რომ აბორტის დაკანონება რაციონალური და სულიერი სიკეთის ელემენტებს შეიცავს, მაშინ მე ვემიჯნები ამ ბოროტების მასკარადს, არ მსურს ვიყო ჩვილთა მკვლელობის დამკანონებელთა იდეური მხარდამჭრი!

    არავითარი ლაპარაკი, არავითარი მსჯელობა, არავითარი ”თუ” ან ”ხო, მაგრამ…” , ბოროტებას ან ვკრძალავთ და ვხდებით ადამიანები, ვინარჩუნებთ ადამიანურ სახეს, ან ბოროტებას დავაკანონებთ და საკუთარ თავს ჩვენვე გავანადგურებთ, ვიქცევით რა კაენის ლაბორატორიის მარადიულად ჩამოლაბორანტებულ და დაქვეითებულ ნაცრისფერ, უსახო მასსად, კანიბალებად, რომელსაც კოსმიურ კანონთა ჟამთა ცვლა უახლოეს მომავალში მოინელებს და გააქრობს, როგორც არასაჭირო ელემენტს სამყაროში.

    ….

    უსიყვარულოდ მართლაც არათუ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, არამედ ბუნების კანონებიდან გამომდინარე, ყოველი ხალხი უცილობლად განადგურდება, რომლებიც იკვებება საკუთარი შვილების ლეშით. ისტორიას ასეთი მაგალითები უხვად ახსოვს. როგორც კი ხალხი საკუთარი შვილების ჭამას იწყებს, საკუთარი შვილები ან სხვა ხალხის შვილები დაამხობენ მას, ისევე როგორც ზევსი და ძმანი მისი ამხობენ კრონოსს, დროის ღმერთს, მათივე საზარელ მამას.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s