არაფერი,მხოლოდ არაფერი და არაფერი არაფრის გარდა

ეს ერთი უბრალო ჩანაწერია არაფერზე.ან რაზე უნდა დაწეროს ადამიანმა,რომელიც არაფერს ხედავს არაფრის გარდა.ჰოდა მეც ვწერ მის აღმატებულება არაფერზე…

არაფერია ის,რომ ზოგიერთი ადამიანი უამრავი პრობლემით  იძინებს,მეორე დღეს კი იმავე პრობლემებით მიდის სკოლაში ან სამსახურში და იღიმის.

არაფერია ის,რომ მათი  ღიმილის გულწრფელობის ყველას სჯერა.მათ ხომ არ იციან,რომ იმ ადამიანის ფსიქიკაში მეტასთაზები მრავლდებიან.

ჩვენ ყველანი ავად ვართ. პრობლემებით,სევდით,რაღაცის ან ვიღაცის უკმარისობით,მოგონებებით,ნოსტალგიით,ჩვენი თავით.

მე…მე უბრალოდ ავად ვარ კორპუსებით,მანქანებით,სუპერმარკეტებით,ამდენი ხალხით,ხმაურით.

არის მომენტი,როცა ყველაფერი  ყელში გაწვება,არ გინდა დანახვა,არ გინდა მოსმენა,არ გინდა სუნთქვა,არ გინდა არსებობა.

და ეს ყველაფერი არაფერია.

მერე რა,რომ ყველა გარშემო გვატყუებს , ჩვენ კი არ ვკმარობთ და ჩვენს თავს ჩვენთვითონვე ვუგონებთ ტყუილს.

იცით,არსებობს ერთი კარგი გრძნობა-სიყვარული,რომელიც ადამიანებმა დიდი ხნის წინ დაივიწყეს.

თქვენ  ინტერესით უყურებთ ფილმებს ზომბებზე და “ფანტასტიკად” მიიჩნევთ,მაგრამ მიმოიხედეთ გარშემო,რას ხედავთ?არა,არა ადამიანებს კიარ შეხედოთ,არამედ მათში ჩაიხედეთ.აი ახლა რას ხედავთ? ზომბებს,მონსტრებს,მუტანტებს.

ჩვენ მტაცებელი ცხოველები ვართ,ყველაზე საშიში ქმნილებები მთელი დედამიწის ზურგზე.

 

ჩვენ ვისმენთ სხვის სევდას და გამოუსადეგარ რჩევებს ვიძლევით,იმას კი არ ვფიქრობთ,რომ უბრალოდ მოვუსმინოთ.

საზოგადოება კრძალავს ინდივიდს.კლდისკენ მიაქანებს და ხელს კრავს,ოღონდ ამას სუიციდი ქვია და არა მკვლელობა.იცით რატომ? იმიტომ,რომ მკვლელი ვერ ხვდება,რომ მოკლა.საზოგადოება ვერ ხვდება ,რომ სუიციდისკენ უბიძგებს ადამიანს მაშინ,როცა თუნდაც არ უსმენს.

და,რა თქმა უნდა,ეს ყველაფერი არაფერია.

არა-ფერი.

“უმნიშვნელო” ცხოვრებისეული მომენტები,რომელთაც ყურადღებას არ ვაქცევთ და ოლიმპიური სიმშვიდით ვუყურებთ.

შეიყვარეთ მოსმენა,შეიყვარეთ ადამიანები.ნუ კლავთ მათ,ნუ აცამტვერებთ ასე გრძნობებს,ნუ ქრებით,ნუ ემსგავსებით ორფეხა შეცდომებს.იყავით მართალი,თქვენს თავთან მაინც…

და ამის მერე ნუ იტყვით,რომ ეს ყველაფერი არაფერია.

Advertisements

14 comments on “არაფერი,მხოლოდ არაფერი და არაფერი არაფრის გარდა

  1. “შეიყვარეთ მოსმენა,შეიყვარეთ ადამიანები.ნუ კლავთ მათ,ნუ აცამტვერებთ ასე გრძნობებს,ნუ ქრებით,ნუ ემსგავსებით ორფეხა შეცდომებს.იყავით მართალი,თქვენს თავთან მაინც…” ძალიან მომეწონაა და თავიდან რამდენიმეე აბზაცში ჩემი თავიც კი დავინახეე:))

  2. “არაფერი,მხოლოდ არაფერი და არაფერი არაფრის გარდა”
    თუ არაფერს მივიჩნევთ უარყოფით ნიშნად,მაშინ არაფერი მეოთხე ხარისხში დადებითი ხდება და ვღებულობთ რაღაცფერს.. ესეიგი ძალიან ოპტიმისტი ხარ ..

  3. რომ არა ერთი შემთხვევა ალბათ ამ პოსტს არ დავწერდი, მაგრამ…

    ბოლო დროს ხშირად მესმის ჩემი მეგობრებისგან, ახლობლებისგან და უბრალოდ ნაცნობებისგან რომ აქ ცხოვრება აღარ უნდათ, რომ აქ თავს ძალიან ცუდად გრძნობენ და ბევრ რამეში იზღუდებიან. მე კი ყოველთვის გიჟივით გავყვირი პრობლემებს არ უნდა გავექცეთ, აქ უნდა დავრჩეთ და მოვაგვაროთ აქვე ყველაფერითქო. მაგრამ გუშინ მივხვდი რომ ეს უაზრობაა! ერთი ადამიანი გავიცანი, რომელსაც ჰყავს შეყვარებული ბიჭი და ძალიან უყვარს, თუმცა დაქორწინებას გოგოზე აპირებს იმის გამო, რომ დამალოს…. ორმაგი ცხოვრების გამო კი უნდა საქართველოდან გაიქცეს თავის შეყვარებულთან ერთად, რადგანაც მიიჩნევს, რომ აქ სიყვარულის უფლება წართმეული აქვს. უყვარს, მაგრამ ვერ გამოხატავს, არ არის ბედნიერი, რადგან იძულებულია არარსებული სიყვარულის ისტორია შექმნას და ეს არარსებული სიყვარული საზოგადოებას წარუდგინოს. წარუდგინოს, რადგან საზოგადოება მისგან ამას მოითხოვს. მოითხოვს იმას რომ არ უყვარდეს ბიჭი და შეიყვაროს გოგო, მერე ამ გოგოზე დაქორწინდეს და ერი გაამრავლოს. ერი გაამრავლოს, რადგან ეს მისი ვალდებულებაა. ვალდებულებაა, რადგან ქართველია…

    ნამდვილი ტრაგედიაა!!!

    ჩვენ ხომ თეატრის სცენაზე ვართ ყველა!? ჩვენ ხომ სპექტაკლს ვთამაშობთ?! დაუსრულებელ სპექტაკლს! ყველამ უნდა ითამაშოს ის როლი, რასაც რეჟისორი აძალებს, აქ ხომ ბუნებრივი ვერ იქნები?! შენ უნდა გიყვარდეს ის ვინც არ გიყვარს, და ვინც ყველაზე მეტად გიყვარს არ შეიძლება რომ გიყვარდეს. აქ ყველაფერს რეჟისორი წყვეტს, რომელსაც ქართველობის, სარწმუნოების და საზოგადოების ნორმების სახელით ვიცნობთ.

    ამის მერე ძნელია მოუწოდო მას საქართველოში დარჩენა, რადგან მან კარგად იცის, რომ აქ – საქართველოს ერთ პატარა რეგიონში მის სიყვარულს არავინ მიიღებს, რადგან ეს ეკრძალება. ძნელია დაუშალო მას ეძებოს თავისუფლება, გააღწიოს ჩაკეტილ საზღვრებს, ჩაკეტილ საზოგადოებას და ამ საზოგადოების დარაჯებს. ძნელია დაუშალო მას ბედნიერება.

    თავისუფლება არც ისე შორია. ვინც გააღწევს საზღვრებს იგემებს მას, ვინც ვერა და ისევ აქ, ამ ჩაკეტილ საზოგადოებაში იმ დარაჯების მითითებებით ითამაშებს და ვერასოდეს მოიხსნის ნიღაბს.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s