წარსულის გადმონაშთები

18 წელი,6570 დღე…რამდენიმე 24 ბედნიერი საათი და 6570 დღის განმავლობაში დაგროვებული  უამრავი მოგონება,უამრავი ადამიანი…

ცხოვბრება ყველაზე სასაცოლო დრამაა,რომლის კადრებიც ჩვენში ინახება .ინახება ძველი სახეები,ადამიანები,რომლებსაც ოდესღაც იცნობდი.ბედნიერი დღეები,უბედური უფრო მეტი.

იყო ბედნიერი,ძალიან რთულია.მაგრამ ამ ტრაგედიაშიც ჩნდება ნათელი წერტილები,რომელბიც ინთებიან და ქრებიან,ადრე თუ გვიან.

მეხსიერებაში კი  არაფერი არ ქრება.აქ მოგონებების დიდი საცავია და სურვილისამებრ ვანაწილებთ მასში ადამიანებს.

ყოველ ღამე,როცა თვალებს ვხუჭავთ და წარსულს ვიხსენებთ,ვაცოცხლებთ ადამიანებს,ემოციებს,დღეებს,წამიერი ბედნიერების შეგრძნებაც კი გადმოდის წარსულიდან და მერე ცრემლებად იღვრება.

მერე მოდის ნოსტალგია,მონატრება და ვხვდებით,რომ ცხოვრებაში არის რაღაცები,რაც მხოლოდ ერთხელ ხდება…

ესეც ცხოვრების ერთ-ერთი ხუმრობაა,მას ხომ ასე ძალიან უყვარს შავი იუმორი.

გვართმევს ადამიანებს,მათთან ერთად უამრავ ოცნებას და მერე დღეებიც წრფივად და თანაბრად მიედინება.ჩვენ კი თავში ერთი აზრი გვიტრიალებს-თურმე ბედნიერები ვყოფილვართ და მხოლოდ ახლაღა ვხდებით,როცა ყველაფერი დაკარგულია.

ფოტოებზე ასახული ჩვენი წარსული.ბავშვური გულუბრყვილობა პატარა თვალებში და გვერდით მდგარი მეგობარი,ურომლისოდაც ვერ წარმოგვედინა ცხოვრება.

შემდეგ ისიც ქრება და დღეებიც ჩვეულებრივ მიიზლაზნება.

ვიხსენებთ ყველაფერს და ვხვდებით,როგორ გვიყვარს ყველა,ვინც ოდესმე ჩვენს ცხოვრებაში რაღაცას ნიშნავდა,მათ ხომ მთელი მოგონებები შეგვიქმნეს და ერთი წუთით მაინც გვაგრძნობინეს ბედნიერება.

 

არის მოგონებები,ერთი შეხედვით ბედნიერი,მაგრამ მათი გახსენება დიდი ტკივილს გვაყენებს.მერე საათობით ვზივართ და ვტირით.

ვიხსენებთ და არ გვჯერა,რომ ეს ადამიანი ოდესღაც ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო და ახლა უიმისოდ ვიღიმით.

აღარ არსებობს არანაირი “ჩვენ” ,მისგან მხოლოდ ძველი მითები შემორჩა,თითქოს არც არასდროს ყოფილა.

ზოგჯერ ვნანობ,რომ სიყვარული შემიძლია.ღმერთმანი,ძალიან დიდი მისიაა გიყვარდეს,როცა აღარაა…

უბრალოდ,ადამიანები არ ვცდილობთ ვიყოთ ბედნიერები,უაზროდ ვხარჯავთ დღეებს,დაუფიქრებელი საქციელით ჩვენთვითონვე ვინგრევთ ოცნებებს და საუკუნეებს ვატარებთ სინანულში.

ვერ ვხედავთ ბედნიერებას,ვერ ვხედავთ ადამიანებს სწორ დროსა და მომენტში,მათ მნიშვნელობას მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ ვხვდებით,ძალიან გვიან…

და ბოლოს…უბრალოდ დავაფასოთ ადამიანები მანამ,სანამ ისინი ჩვენთან ერთად არიან და თუ ოდესმე წავლენ,ღირსეული ადგილი მივუჩინოთ მეხსიერებაში.

მე თქვენ მიყვარხართ მოგონებებო .

Advertisements

8 comments on “წარსულის გადმონაშთები

  1. და ბოლოს…უბრალოდ დავაფასოთ ადამიანები მანამ,სანამ ისინი ჩვენთან ერთად არიან და თუ ოდესმე წავლენ,ღირსეული ადგილი მივუჩინოთ მეხსიერებაში.———-ულამაზესია. 🙂

  2. ვერ წარმოიდგენ, როგორ მეცნო და გულში ჩამწვდა შენი სიტყვები და გრძნობები 😦 ძალიან კარგად და ზუსტად გიწერია ყველაფერი! well done nancy 🙂

  3. ნუ ნანობ, რომ სიყვარული შეგიძლია!
    ამის გარეშე ცხოვრება უაზრობაა, სიყალბეა ყველა სიყალბეზე მაღლა მდგომი.
    თუ ერთხელ გიყვარდა აუცილებლად შეგიყვარდება ისევ და მარტო ამის გამო ღირს ცხოვრება…

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s