თქვენ მოგესაჯათ სიცოცხლე

ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო,როცა არც კი ვიცოდი ვინ ვიყავი .უდანაშაულო დამადანაშაულეს და სიცოცხლე,დიახ,სიცოცხლე მომისაჯეს.

მაშინ ვერ ვაცნობიერებდი რა იყო ეს,ახლა კი ვხვდები-ყველაზე მკაცრი სასჯელია,რაც კი ამქვეყნად არსებობს!

ბევრი რომ არ ვილაპარაკო,სასამართლოს შემდეგ გამაქანეს პირდაპირ კვერცხუჯრედისკენ,მერე 9თვე ერთ პატარა ოთახში მაყურყუტეს და ბოლოს ციხეშიც ამოვყავი,უფროსწორად -გამოვყავი თავი.

ასე დაიწყო ჩემი ცხოვრება და წამება.

ერთი შეხედვით კარგი ადგილია ეს ციხე-დედამიწას ეძახიან,მაგრამ კარგად თუ დააკვირდები გისოსებსაც შენიშნავ.ამ ციხეში მილიონობით ადამიანია გამოკეტილი,რომელიც ერთმანეთს ვერ იტანს და საუკუნეებს ატარებს გაუთავებელ ომებში.

ბრძოლა,ზიზღი,უსამართლობა…სულ ერთი და იგივე.

რაღაცებს ქმნიან და მერე თვითონვე ანადგურებენ.არა,აქ არ არის არანაირი წესი,არანაირი ცენზურა.ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ სისრულეში მოვიყვანოთ განაჩენი და ვიცოცხლოთ.აი ზოგი ამას ვერ ახერხებს და ვადამდელი გათავისუფლების შანსით სარგებლობს.აქაურები ამას სუიციდს ეძახიან,მე-სისულელეს.

ღმერთმანი,ნელ-ნელა ვგიჟდები,ვიგუდები,ვიხრწნები.

სხვებიც გიჟდებიან…გამოგონილ არსებებს,გამოგონილ ადგილებს აღმერთებენ და ამით ცდილობენ სიცოცხლის გახალისებას,მაგრამ იმას ვერ ხვდებიან ,რომ ტყუილ ცხოვრებაში ისევ ტყუილ პერსონაჟებს ამატებენ და, საბოლოოდ ,ერთი დიიიდი ტყუილი გამოსდით.

თითქოს ყველაფერი რეალურია:სახელები და გვარები,შენობები,ადამიანები,ღმერთები,მაგრამ სინამდვილეში ფარსია.

18 წელია სიცოცხლე მისჯილი დავიარები და ნამდვილად არ ვიცი კიდევ რამდენი ხანი მომიწევს აქ ყურყუტი.სასჯელის დასრულებისას,ალბათ,უკვე შეშლილი ვიქნები ცხოვრებისაგან.

ერთი დიდი ბუნტი არ აწყენდა ამ ციხეს…

მე კი,უბრალოდ ყვირილი.აი ისეთი ყვირილი,ყველა ტკივილი და განცდა რომ ამოაქვს და ჯანდაბისკენ მიაქანებს.

აააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!

ესეც ასე.

ისე,მშვენივრად მოვაწყე ჩემი საკანი.სიმშვიდე,მარტოობა,ტკბილეული…ჰმმ,რაღაც მავიწყდება-სიგარეტი და… ტარააამ! ყველაფერი მზადაა,ახლა მშვიდად შევუდგები ოცნებას .

პ.ს. ამ ციხეში საშინელი სიცხეა,ვინმემ ჩააქრეთ მზე!

Advertisements

35 comments on “თქვენ მოგესაჯათ სიცოცხლე

  1. chemidedasvpicavar nancy ertaderti raghacaa rashic ar getanxmebi sheni blogis istoriashi 🙂 piriqit, sicocxle yvelaze tesli ramaa… magari veshia ra. da gaachnia tamashs rogor waiyvan. ertaderti outsaiderebi afrikeli bavshvebi da indoeli dervishebi arian, romeltac bavshvobidanve misjili aqvt dedis tyvna. xolo danarchenebi sxvadasxva Level-ze ibadebian da imisdamixedvit rogor itamasheben qulebi ise ewerebat. Me mapatie, mara ar getanxmebi :*

  2. კეთილი იყოს ჩემი დაბრუნება შენს ბლოგზე. ;დ
    ! მმაგარი პოსტია. მეც ეგრე ვფიქრობ.;დ ბოროტების ყველაზე დიდი კერა – დედამიწა ;! ;დ

  3. ეჰ, ყველას მასე გვაქვს მისჯილი, უბრალოდ ზოგი ხვდება ამას და ზოგი ვერა :). მზე არ ჩააქრო ოღონდ, ერთი ეგ მომწონს ამ “ციხეში”, მეტი არაფერი

  4. ვაიმე, ძალიან მაგარი იყო, თავიდან ასეთი შედარება თუ იქნებოდა ვერც კი წარმოვიდგენდი, ყოჩაააააააააღ ❤

  5. საქმე იმაშია რომ კარგი მხარეებიც უნდა დაინახო. მხოლოდ ცუდზე რომ იფიქრო, კი ასეა. სამყარო სასტიკი და ბოროტი გამოდის. მაგრამ პატარ-პატარა “სიხარულებიც” არსებობს რომელიც უბრალოდ უნდა დაინახო და მიიღო, ბოლო-ბოლო შენით უნდა შეიქმნა..

    • არა,მე უბრალოდ მიყვარს პესიმიზმი ჩემს ნაწერებში..უპესიმიზმოთ ვერ ვწერ .
      კარგი მხარეები რომ არ იყოს,აქ რა გამაჩერებდა 18 წელი :დ

    • არა ნუ ზოგი ადამიანის სიცოცხლე ნაკლებად ტრაგიკულია და უზრუნველყოფილია იმის ნახევრით მაინც,რაც სჭირდება.ასე რომ მიზეზი აქვთ ასე იფიქრონ.

  6. ადამიანს სანამ ბრძოლა შეუძლია და სანამ ტკივილს გრძნობს მანამ არის ის ადამიანი თორემ ყევლაფერი ღმერთმა ნუ ქნას ისე იყოს როგორც ჩვენ გვინდა.. პესიმიზმი მერე უნდა ნახოთ თქვენ..
    მართალი ხარ შენს სათქმელში მარა გააჩნია ხასიათს.. 😀
    ცხოვრება ვაფშე არაა ცუდი,მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ რთული ბავშვი ვარ.. 😀
    ara raa mainc zalian magari xar!

    • ცხოვრებას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.მე ვარ ადამიანი,რომლიც უარყოფითზე წერს და გამოდევნის ყველანაირ ფიქრს წერის დროს.თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ დადებით მხარეს ვერ ვხედავ.

  7. ჯერ 18 წლის ხარ და რა აზრები გაწუხებს, შენ ცხოვრებას ეხლა იწყებ უნდა გიხაროდეს და თუ ეს ასე არ არის უნდა გაიხალისო ყოველი დღე, თორე ესე სამუდამო დეპრესიაში ჩავარდები. ყველაფერ აქვს დადებითი დაუარყოფითი მხარე და ყველა შეძლებისდაგვარდა უნდა ეცადოს რომ დადებითსზე უფრო მეტად გაამახვილოს ყურადღება ვიდრე უარყოფითზე. მე ასე ვარ, ვცდილობ რომ ყოველი დღით დავტკბე და არ მივაქციო ყურადღბა რაღაც-რაღაცეებს, რომ არ დავიგრუზო :))))))))

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s