მოგზაურობა ციდან მიწისქვეშეთში

მე ვარ ბიოლოგიური ორგანიზმი მილიონი ოცნებით .

თითოეული ოცნება ფერად ბუშტებად იბერება და სადღაც მაღლა,სხვა განზომილებაში გადავყავარ.

იქ,მაღლა ყველაფერი გაცილებით უკეთაა,ვიდრე აქ-დედამიწაზე.

მეცხრე ცას ეძახიან მგონი…მაგრამ არა,ჩემი ცა მემილიონეა…იმდენად მაღლაა,რომ ალბათ ვერასდროს ავაღწევ.

მივიწევ მაღლა,მაგრამ ნელ-ნელა ბუშტები სკდება.

სულ ბოლო ბუშტიც გასკდება და მიწაზე ვადგამ ფეხს,მერე ტალახში ვიძირები,სულ ქვემოთ.

უცნაურია,ციდან მიწისქვეშეთში რომ ეშვები.

მერე ველოდები როდის გაბერავს ბუშტებს ახალი ოცნებები,თუმცა ვიცი,რომ ისინიც გასკდებიან ადრე თუ გვიან.

ყოველდღე ვუსვამ ჩემს თავს კითხვას-რატომ მივიწევ იქ,სადაც ვიცი რომ ვერასდროს მოვხვდები?ჩემი თავი კი თავჩაღუნული სიჩუმით მპასუხობს.

აქ,მიწისქვეშეთში,თითქოს სული მეხუთება.თითქოს გალიაში ვარ დამწყვდეული და ვიყურები მაღლა,სადაც გისოსებს მიღმა  ჩემი სამყარო ჩანს.

სამყარო,რომელიც წამართვეს.ახლა კი უნამუსოდ დაუჭერიათ დიდი ნემსები და ჩემს ოცნებებს დასდევენ გასახეთქათ.

ზოგჯერ წვიმას მიგზავნიან ღმერთები ჩემი სამყაროდან .წვიმის დროს განსაკუთრებით სწრაფად იბერებიან ჩემი ფერადი ბუშტები.

იბერებიან და ისევ სკდებიან. again and again…

მხოლოდ ერთი ბუშტი არ სკდება.იმ ბუშტში შორეული ოცნება და ცოტაოდენი იმედია.ამ ბუშტს ბოლოსთვის ვინახავ.

ჩემს სამყაროში ასასვლელად…

 

პატარა ბავშვი ვარ,რომელიც დაიკარგა სამყაროდან სამყაროში.

სახლში მინდა.

Advertisements

9 comments on “მოგზაურობა ციდან მიწისქვეშეთში

  1. საერთოდ ასეთი ტიპის ჩანაწერები არ მიყვარს ხოლმე, ძირითადად სიყვარულზეა ხოლმე და იმიტომ, მაგრამ აი ეს ძალიან მაგარი იყო ❤

  2. თვითონ პოსტს უკომენტაროდ ვტოვებ, მგონი არც სჭირდება არანაირი კომენტარი (ასეთ პოსტებს “აუ რა კარგია” და მსგავი კომენტარები რაღაცნაირად აუფასურებენ…)

    ის ბუშტი ყველას აქვს (თუ დაკარგა კვდება), ოღონდ ზოგისთვის ბუშტი ჰქვია, ზოგისთვის მზე, ზოგისთვის შუქი და ა.შ.

    მუსიკას რაც შეეხება, მადლობა, Last.fm-ზე ჩამოვუვლი ახლა და მოვუსმენ ყველა მაგათ მუსიკას…
    P.S. ეს ნგამახსენდა დასაწყისზე:

  3. პესიმიზმი, პესიმიზმი, პესიმიზმი და კიდევ იცი რა? პესიმიზმი… საინტერესოა როდემდე აპირებ ასე, ამასაც აქვს თავისი საზღვარი, არა, ჩვენი დაწესებული საზღვარია არა, უბრალოდ ისეთი, რომელიც უხდება…არ შეიძლება შენს ნაწერში ცოტა შუქი გამოჩნდეს? გასაგებია, რასაც ხედავ, იმას წერ, მაგრამ შესანიშნავად შეგიძლია კარგი მხარის დანახვაც…ეს ჩემზე უკეთ შენ იცი…მოსაბეზრებელია უბრალოდ…

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s