We don’t need no education!

სამი დღეც და საბოლოოდ გამოგემშვიდობებით სკოლის კედლებო.ბოლოჯერ დარეკავს ჩემთვის ზარს კარის ქალი ზოია და  ოფიციალურად გამოვეთხოვები “ცოდნის ტაძარს”.

მივდივარ და მიმაქვს ტკბილი მოგონებები…

ყოველთვის ღიმილს მომგვრის იმის გახსენება,როგორ მტენიდით თავში უმაღლეს ვალენტობებსა და მენდელის კანონებს ჰიბრიდთა ერთგვარობაზე F 1 თაობაში.

რა დამავიწყებს იმ ზე-ამაღლებულ წამებს,როცა  ეკა მასწავლებელმა სახაზავი გადამატეხა ტრაკზე,ან, როცა ისტორიის მასწმა ნიშანი დამაკლო იმის გამო,რომ უსამართლობას ვერ ვიტანდი.

სკოლა,ეს ხომ ის ადგილია,სადაც ბავშვების გონებას უმაღლესი პროფესიონალიზმით კეტავენ ჩარჩოებში და ყალიბებში ჩამოსხმულ დოგმებს უჭედავენ ტვინში.

როგორ მომენატრება უკანა მერხზე ძილი და სკოლის რვეულების უკანა ფურცლებზე მიჯღაბნილი გენიოსობები…

როგორ მომენატრება ის საამური სურნელი,სკოლის ტუალეტში შესვლისას რომ დამატყდებოდა თავს.

მომენატრება ის awkward moment,როცა მასწი  შემოდიოდა და ყველა ერთხმად “გა-მარ-ჯო-ბა-ა-აა-აას”  ვამბობდით(აბა კაი დედის შვილი იყავი ასე არ გექნა,იქვვე თავს წაგაცლიდა).

რა ჯობია სკოლაში დამზადებულ ერთნაირად მოაზროვნე ზომბებს (made in school).რა ჯობია იმის სწავლას,რაც არ გაინტერესებს.რა ჯობია  12 წელიწადი სკოლის წმინდა შენობაში წანწალს.რა ჯობია ბიოლოგიის ჩაბარებას ატესტატის ასაღებად,როცა წინა წელს მხოლოდ ერთი სემესტრი გაიარე ეს საგანი.რა ჯობია…რა ჯობია კიდევ 10987432656 რაღაცას,რაც სკოლაში ხდება.მე გიპასუხებთ,მეგობრებო-არაფერი!

და მე ამ ყველაფერს ვეთხოვები სულ მალე … ილია,აკაკი,შოთა და დიახ,თქვენც მასწავლებლებო!არის ერთი რამ,რაც დიდი ხანია მინდოდა მეთქვა თქვენთვის  მერხზე მდგარს ,შუა გაკვეთილზე -We don’t need no education!!!

სწორედ ეს წარწერა დაამშვენებს ჩემს ფითქინა მაისურს ბოლო ზარზე და ერთადერთი,რასაც მასწავლებლებს ვეტყვი იქნება-Hey! Teacher! Leave them kids alone!

Advertisements

27 comments on “We don’t need no education!

  1. იიიიიიიიჰაააააააააააააა……….
    ასეთი პოსტია………… :დ:დ
    მე ნენ დირეკტორის კომპში ვიდეო ჩავწერე რაღაც ასეთი შინაარსის,ვითომ სახუმარო,ბოლოზარისთვისს 😀

  2. როგორც ჩანს, თავის მომაბეზრებელი ეკა მასწები ყველგან არიან :))) მოსალოცი ამბავია თავის დახსნა 12-წლიანი ციხიდან :)))

  3. არადა სკოლა დოგმებს კი არა, პირიქით-ჩარჩოებს ხსნის. თუ ყველა საგანს სწავლობ, ხვდები, რომ ტვინი სხვაგვარად აზროვებს, რაციონალურად უდგები ყველაფერს. თანაც, წავიდა ის დრო, როცა შუშანიკისა თუ გრიგოლის ანალიზისას ყოველთვის აღფრთოვანება უნდა გამოხატო, პირიქით, არგუმენტირებული კრიტიკა მეტად ფასობს.
    მეც აბიტურიენტი ვარ და მიხარია დამთავრება, ოღონდ ვიცი, რომ მომავალ წელს აუცილებლად მომენატრება : ))

    პს. ნენს, ვიგრძენი, რომ ძააალიან მომენატრე :***

    • არასოდეს გაგჩენია აზრი რომ რასაც გასწავლიან,შენს ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს?
      ეს შუშანიკი იქნება თუ ვეფხისტყაოსანი, ამით დოგმებით იტვირთები…ასეა.
      ბევრი რამაა,რასაც ვერ ხედავ.

      • ყველაფერი თამაშობს დიდ როლს. ჩემი საყვარელი მწერლებიც, მშობლებიც, მეზობლებიც, მეგობრებიც და ბლოგერებიც. მაშინ რა უნდა ვქნა, მოვწყდე ყველაფერს?
        სკოლა ჩემთვის ინფორმაციის წყაროა, მასწავლის. გონება მაქვს, კითხვებს ვსვამ და ვეთანხმები მხოლოდ იმას, რაც ჩემს ყველა კითხვას პასუხობს, ხოლო დოგმებს ჩემი მე ვერ იღებს. ყველაფერი ინდივიდუალურია. თუ ადამიანი არ არის პიროვნება, არ აქვს მნიშვნელობა სად ჩამოყალიბდება ზომბად. ეს შეიძლება იყოს სკოლა, უბანი თუ ა.შ. ის მუდამ ,,მასად” დარჩება.

      • ერთნაირად აზროვნებას ასწავლიან იქ და სწორედ ამიტომ ყალიბდება ბრბო სკოლაში.
        რა თქმა უნდა,ადამიანი თუ უკვე პიროვნებადაა ჩამოყალიბებული ,ვერც სკოლაში და ვერც სხვაგან ვერავინ ვერ ავნებს…

  4. აუ, თავიდან კითხვა რომ დავიწყე, მეგონა:,ვაა,პირველი ბავშვი,ვინც ამბობს,რომ სკოლა მომენატრებაო 🙂 🙂
    ხო,მე იმისც მიკვირს წლების მერე მართლა რომ ენატრება ზოგს 🙂

  5. ვგიჟდები შენზე ნენსი!!
    რა მომანატრებს სკოლას არ ვიცი. ალბათ, სასწაული უნდა მოხდეს. ერთადერთი – ის რამდენიმე ადამიანი მომენატრება, სკოლაში რომ გავიცანი (ისე, ძალიანაც გაგიკვირდებათ, მაგრამ ერთი მასწავლებელიც კი. უბრალოდ გვასწავლის როგორ არ გვჭირდება სკოლა და როგორ განვვითარდეთ რეალურად. მთელი სკოლის ერთადერთი უჩარჩოო ადამიანი)
    but, trouly, we dont need no more fucking aducationn ^^

  6. ორ წელიწადში მეც ვამთავრებ სკოლას..)) საერთოდ ისეთი ასაკი მაქვს რომ აი ყველაფერზე ადვილად ვიცვლი აზრს ჯერ-ჯერობით (თუმცა ვხვდები რომ ნელ-ნელა ქრება ეს და მიხარია).. ჰოდა კომენტარებს რომ ვკითხულობდი რაღაც დოზით niniTo-ს კომენტარსაც ვეთანხმებოდი და შენსასაც. საბოლოო ჯამში კი ის გავიაზრე რაც ჩემს კლასსში ხდებოდა.. და პასუხიც ასეთია ))

    მართლა ინდივიდუალურია ეს ყველაფერი. რამდენიმეა მხოლოდ ჩემს კლასში აი ჩამოყალიბებული და ზოგადად პიროვნებად ქცეული. ერთი ორია ისეთი რომელსაც ყველაფერზე შეუძლია საწინააღმდეგო აზრის გამოხატვა თავისი არგუმენტებით რა თქმა უნდა. დანარჩენებს კი ჩარჩოებში აქვთ გონება მოქცეული. რასაც ეტყვიან “დიდები” ისინიც იმას იმეორებენ და ვერ ცდებიან… იქაურობას.. აზროვნებით. მე მიხარია რომ ასე არ ვარ.

    კრიტიკა.. უარყოფითი აზრები და ა.შ. როგორც ნინომ თქვა მართლა ახლა უფრო ფასობს. მაგრამ რადგან ჩემი კლასიდან მხოლოდ ცოტაა ასეთი და ბევრი “ისეთი” ეს მაინც სკოლის ბრალია. ხოლო აი ახლა.. როცა უკვე პირველი კლასებიდანვე მიაჩვევენ ბავშვს აი თავისუფალ აზროვნებას.. შემდეგ ჩემს ასაკშიც უმეტესობა ნამდვილ პიროვნებად ჩამოყალიბდება. ზოგადად კი ვფიქრობ თავისუფალ აზროვნებას სკოლა კი არა წიგნები, ურთიერთობები და ცხოვრება გვასწავლის:))

    • ამ უკანასკნელში ნამდვილ;ად გეთანხმები :))
      მიხარია რომ არ ხარ ამ “ჩარჩოში” მოქცეული და მადლობა ამხელა კომენტარის დაწერა რომ არ დაიზარე :))

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s