ნიღბების თამაში #2 -არჩევნები

სანიღბეთში ჩემი  პირველი სტუმრობის შემდეგ დიდმა დრომ განვლო.ამ დროის განმავლობაში მე ჩემს მყუდრო სამყაროში ვიჯექი და ისევ ყრუდ მესმოდა თვალთმაქცი  მუსიკის ხმა შორიდან.

ვიჯექი და ვფიქრობდი  როგორ დამემსხვრია ამაზრზენი ნიღბის კერპი.

კოშმარებში მესიზმრებოდა უამრავი მომღიმარი ნიღაბი,რომელიც საკუთარ თავს მთავაზობდა,მერე ჩემს წინ უზარმაზარი სარკე ჩნდებოდა ,სადაც  ჩემს თავს ვხედავდი,ოღონდ უსახოს…

ახლოვდებოდა სანიღბეთში  მორიგი სტუმრობის დრო.მეც არ დავაყოვნე და ცხოვრების ბალ-მასკარადის ჰანგებით მივიკვლევდი გზას ნიღბების თამაშში ჩასაბმელად.

ბევრი რამ შეცვლილა-როიალზე უკვე სხვა მელოდიას უკრავდა შთაგონებული სახე ,თუმცა ნოტები ისეთივე თვალთმაქცი იყო,როგორიც უწინ.

რაღაც მასშტაბურ სამზადისში იყო ყველა ჩაბმული.გარშემო ჯამბაზები ჟანგლიორობდნენ ადამიანთა გრძნობებით ,კედლებზე კი უზარმაზარი მომღიმარი ნიღბის პლაკატები იყო გაკრული,რომლებიც ახალთ-ახალი ტყუილი დაპირებების შესახებ გვამცნობდა.

როგორც ჩანს,ეს ორომტრიალი მომავალ ნიღბების არჩევნებს გამოუწვევია.

 

მმართველ კერპს ახალი მიზანი დაუსახავს -მეორე სანიღბეთის დაარსება საბაყაყეთის ტერიტორიაზე.

ვუყურებ და მეცინება-ეს ხალხი ჭაობში მიექანება,ამ სიტყვის ყველაზე  პირდაპირი გაგებით.

საოცარია,არჩევნების შემდეგ ეს მხიარული კლოუნ-კანდიდატები რა ბოროტები ხდებიან(საშინელი კლოუნსტროფობია მჭირს).

ყველაზე უცნაური კი ის იყო,რომ ამომრჩეველთა ნაცვლად რაღაც სასწაულ ძალას უკვე მიეცა ხმა სწორედ იმ მარადჟამ მომღიმარი ნიღბისთვის.

გაოცებულმა და გაბრაზებულმა ნიღბის პლაკატი დავანაკუწე.ამ დროს ჩემს წინ მკაცრი სახე აღიმართა ,რომელმაც მაცნობა,რომ სანიღბეთის 98-ე მუხლის თანახმად  ბრალად მედებოდა თავის არ მოტყუება.

ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ,კინწისკვრით გამომაგდეს მასკარადიდან (თანაც არ დაგავიწყდეთ რომ ნიღბის გარეშე ვიყავი).ბოლო მომენტში ნიღბებს შორის სახიანი ადამიანი შევნიშნე…ყოველშემთხვევაში თავს ვირწმუნებ ,რომ ასე იყო.

ასე შეურაცხყოფილი და განრისხებული დავბრუნდი ჩემს სამყაროში და ორმაგად დიდი შემართებით განვაგრძე  დიდი ნიღბის  დამამსხვრეველი გეგმის შემუშავება.თვალწინ კი ის სახიანი არსება მედგა,რომელიც არ ვიცოდი რეალური იყო თუ წარმოსახვის ნაყოფი.

ახლა კი ჩემს სამყაროში ვზივარ და თავში ერთი სიტყვა მიტრიალებს- “რევოლუცია” .

Advertisements

29 comments on “ნიღბების თამაში #2 -არჩევნები

  1. ჰმ… მოინდომა რევოლუცია 😀
    ერთი ათასების წინააღმდეგ ? გადაგივლიან , გაგანადგურებენ , მტვრად გაცევენ თვითონ მტვრები , ზუსტად მაგ ნიღბებს ამოფარებულები გვმართავენ , ჩვენს გარშემო ტრიალებენ , სულს გვიხუთავენ , აზროვნებას გვიწამლავენ , და შენ ვერაფერს შეცვლი , იმიტომ რომ უმცირესობა ხარ ……

  2. “ყოველ ახალ დღე სარკეში ცდილობ შექმნა ახალი პერსონაჟი, თუნდაც კომედია შეცვალო დრამით. და უნებურად ისევ ძერწავ სახეს, რომელიც შენ არ გეკუთვნის.”

  3. რა გამოლევს თეატრში როლებს,ასევე ცხოვრებაშიც.

    ალბათ ძალიან ბანალურად გაიჟღერებს რომ ვთქვა ,,ნიღბიან ადამიანებზე” მინდა ვთქვა რამეთქო.

    როგორი დაუსრულებელია ეს თემა.ყოველ ნაბიჯზე შეგვიძლია გადავაწყდეთ ტრაგიკომედიის ამსახველ ფრაგმენტებს,მსახიობებს.. ხანდახან როგორ ვეჩვევით ჩვენს მიერ შექმნილ ნიღბებს.საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია,რომ ცხოვრებაში ასეც უნდა იყოს,რომ აუცილებელიც კია ნიღბის მორგება,მაგრამ ადამიანებს შემდეგ უჭირთ რეალური სახის დაბრუნება. როგორც ერთ ტყუილს მოსდევს მეორე,მესამე… ასე უსასრულოდ იცვლება ნიღბებიც,რომელიც რეალურ სახეს გვიფარავს… ხანდახან მორგებული ნიღაბი რეალურ სახეს საერთოდ შლის და მას არ აბრუნებს,ანაცვლებს ხელოვნურად შექმნილი ნიღაბი,ნამდვილ რეალურ სახეს..როგორ თავისუფლად შეუძლია უნიღბო ადამიანს სუნთქვა..მსუბუქად ცხოვრება..

  4. –საშიშია სხვანაირი იყო? –არა,საშიშია იყო ისეთი,როგორიც ყველაა,რადგან ეს ნიშნავს ძალადობა იხმარო ბუნებაზე და უფლის ნების წინააღმდეგ წახვიდე, რომელსაც ორი ერთნაირი ფოთოლიც კი არ შეუქმნია…”

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s