სიკვდილი ქართულად

მიწა ხარ და მიწად იქცევიო-ერთ ბრძენს უთქვამს,ჰოდა ცოტა ხნის წინ  ბებიაჩემი (რომელიც მიწა ნამდვილად არ იყო) მიწად არ იქცა,მარა მიწაში კი დაიდო ბინა.

ბოლო დროს,როგორც ხდება ხოლმე,ზიზღი უფრო მამოძრავებდა ამ დაჭმუჭნული მოხუცისადმი და ამ ზიზღს მისი გაფანტული სკლეროზისგან  გამოწვეული ბოდვაც ამძაფრებდა.

მაგრამ…ჩვენ ხომ მხოლოდ საყვარელი ადამინის სიკვდილის შემდეგ ვაცნობიერებთ რამდენად საყვარელი იყო ის ჩვენთვის.

იმ დილით ბებომ მკითხა ღამე ჩემს გვერძე რატომ არ დაიძინეო,მე გამეღიმა და ვუთხარი დღეს ღამე დავწვები შენთან თქო.იმ ღამეს არა,მაგრამ დასაფლავებიდან დაბრუნებულმა ბებოს საწოლს მივაშურე და პირობა ავუსრულე-მასთან დავიძინე.

სენტიმენტებს აღარ მოგაფრქვევთ და სათქმელზე გადავალ:

ნათესაობის თავყრილობებისთვის მშვენიერი შემთხვევაა სიკვდილი.ამ დროს  20 წლის უნახავი დედის ბიძის ნათლულის მეზობლის ძმისშვილი მოდის,გისამძიმრებს(თუმცა მკვდარი თვალითაც არ ჰყავს ნანახი),ამ დროს ჭირისუფლის ტკივილით სავსე ხმა მკვდარს დაჰყვირის “ადე ადე შენ კუბო არ გიხდებაა” , ” სად მიგარბენინებდა ” , ” შვილებს ვის უტოვებ,ვიის” და ა.შ.

მაპატიეთ ირონია,მაგრამ ეს ყველაფერი დადგმულ შოუდ მეჩვენებოდა ყოველთვის.

 

ასეთ სცენებს პანაშვიდზე წააწყდებით,სადაც კუბოს გარშემო სკამებია ჩამწკრივებული,კუბოს წინ ოჯახის წევრები სხედან და მოსთქვამენ.პანაშვიდზე მოსული ახლობლები წრეს ურტყამენ მიცვალებულს,ამ დროს “ზილინა,ზილინა” მაგსენდება სულ და სიცილს ვერ ვიკავებ.ეს ირონიაც მაპატიეთ.

ყველაზე ცუდი ის მომენტია,ოთახი სამძიმარზე მოსული ხალხით რომაა სავსე,შენ კი ტუალეტში მოგინდება და ერთი ვაივაგლახით რომ ცდილობ ჩუმად მოფსმას.

ამ დროს მეზობლები ფულს კრეფენ და სიას ადგენენ-ვინ რამდენი დადო და ვაი იმას ვისაც იმაზე ნაკლები ფული მიუცია ჭირისუფლისთვის,რამდენიც მან დადო თავის დროზე.ჩათვალეთ რომ ერთი მტრით მეტი გყავთ.

პანაშვიდი ჩავამთავრეთ,ახლა დასაფლავების დროა.

 

აქ იწყება ყველასთვის სანუკვარი მისი აღმატებულება -ქელეხი.

აქ იკრიბება მეზობლობა,ნათესაობა,სამეგობრო,ერი და ბერი.

იცით რა არის ყველაზე ამაზრზენი?როცა საქართველოში ადამიანი კვდება,პირველ რიგში ქელეხის მენიუზე ფიქრობენ.რა ჯობია პანაშვიდზე იმაზე ბჭობას,ხაშლამა სოკოთი გააკეთონ თუ ხორცით.

რაც შეეხება ძაძების ტარებას-იცით,მე ბებიაჩემის  სიკვდილმა ძალიან დამწყვიტა გული,მაგრამ ვერანაირი შავი ტანსაცმელი ამას ვერ გამოხატავდა.შეიძლება მე წითელი შარვალი და  ცისარტყელისფერება მაისური მეცვას,მაგრამ ყოველღამე ვტიროდე და ბებო მენატრებოდეს.

შეიძლება მე ცრემლი არავის დავანახო (ესეც ჩემი პრინციპების გამო) ,მაგრამ ტუალეტში შევიდე ,პირსახოცი ჩავიბღუჯო პირში და ვიბღავლო.

განა გულისამრევი არაა დროისტარებაში გადასული სამგლოვიარო სუფრა?(რომლის არსსაც ვერ მივხვდი და ვერც მივხვდები)

და ბოლოს-რჩება საფლავი,ბევრი მოგონება,ნოსტალგია და ფიქრები ორმოცის სუფრის მენიუზე.

ეს არის სიკვდილი ქართულად.

Advertisements

33 comments on “სიკვდილი ქართულად

  1. მესამე წელია დედაჩემს ისევ შავები აცვია, მალე მეოთხე მიყვება და არც აპირებს გაიხადოს, ისევ ისე დასტირის მამაჩემს : )) საშინელი ტრადიციაა, არ ვიცი გადაშენდება ნეტავი ოდესმე? ფულის აკრეფას ვგულისხმობ და მსგავს რაღაცეებს… ისე საკმაოდ რბილად დაწერილი პოსტია, მაგრამ სათქმელი თქვი, რაც ძირითადად მაკლია ხოლმე ასეთ პოსტებში. გაჰყვირიან, ილანძღებიან, ასეთი და ასეთი ქართველები ვართო… მთავარი ეგ არაა, მთავარი ისაა რომ ფაქტი ფაქტად ჯიუტია და როგორმე უნდა შეიცვალოს, ნელ-ნელა, თაობამ უნდა მიხედოს..

    • აი ეგაა ცუდი,4 წელი შავები…რატომ იმუქებენ ცხოვრებას ასე?
      მე იმედი მაქვს ,რომ გამოსწორდება.
      მომავალი თაობის იმედი მაქვს.ნელ-ნელა ჩნდება ეს ტენდენცია,ძაან ისე,ჩუმად,მაგრამ მაინც.

      • ეჭვი მეპარება დედაჩემს რამე ეშველოს მაგ მხრივ : )) არ გაიხდის მთელი ცხოვრება
        მეც ჩემი თაობის იმედი მაქვს, რამეს შეცვლიან და იმედია აზრიანად

    • ქალო მამაჩემი რო გარდაიცვალა დედას ვუთხარი შავები არ დავინახოთქო შენს ტანზეთქო , თქვენ უნდა შეუწყოთ ხელი 😐 და 40ს მერე არ ჩაუცვამს ჩვენდა საბედნიეროდ

  2. სწორედ ისაა რაც მაწუხებს რა 10ანში გაარტყი! დატირება ყველაზე ამაზრზენია, უნდა იტირო(ხმით) რომ მერე მეზობლებმა და ნათესავებმა დასკვნა გამოიტანონ როგორ გიყვარდა/?

    შავებზე კიდევ მივხვდი. ე.ი შავები რომ გაცვია უეჭველი ვიღაცას გლოვობ. ვინც არ იცის რომ გლოვობ ხომ უნდა გკითხოს ვის გლოვობო და გააგებინო ვინ დაგეღუპა,ეგ პოტია რა:დ ვაიჰ რა მაცინებს. მართლა კიდევ ბევრი ადამიანი ვიცი ვინც წლობით ატარებს შავებს:/ რა საჭიროა….

  3. ამ საკითხზე ცალსახა პოზიცია რატომღაც არასოდეს გამაჩნდა. მიუხედავად ამისა აბსოლუტურად ვიზიარებ შენ მოსაზრებებს, შავების ჩაცმა არც ჩემთვისაა რაიმე განხსაკუთრებულის გამომხატველი, როცა ცუდად ვარ და მით უფრო თუ ვგლოვობ იმაზე ფიქრის თავი არ მაქვს რა ჩავიცვა და როგორ. არც ქელეხი მესმის, თუმცა ვერც იმათ ვამტყუნებ ვისაც გამჯდარი აქვს ეს ტრადიცია და კატასტროფად მიაჩნია ახლობელ ადამიანთან უქელეხოდ დამშვიდობება. არა ერთხელ გამიგია ჭირისუფლებს მიუხედავად საშინელი გარემოებისა რატომღაც ყოველთვის ახსოვთ ვინ იყო პანაშვიდზე და ვინ მიუსამძიმრაო, შესაძლოა მართლაც გრძნობენ გვერდში დგომას ამ დროს, მე კარგად არ მახსოვს, პატარა ვიყავი ბებია რომ გარდაიცვალა. იმედი მაქვს დიდ ხანს არ მომიწევს ამის გამოცდა. და ყველაზე მეტად ვერ ვიტან როდესაც შეიკრიბებიან, ერთ გვირგვინს იყიდიან და რაზმად მიდიან მათთვის ძლივს გამარჯობით ნაცნობი ადამიანების ბებიის დაქალის პანაშვიდზე, გზად კი იმაზე მსჯელობენ უკან გამოსულებმა რა ჭამონ და თუ მე უარს ვამბობ სამძიმარზე წასვლაზე ეს ჩემ არაადამიანობაზე მეტყველებს. პანაშვიდებზე იშვიათად დავდივარ, მიუხედავად იმისა რომ არავიზე ნაკლები მაქვს წუხილის გაზიარების განცდა, ამ საკითხში ვალის მოხდა არ მიყვარს უბრალოდ.

    • მადლობა ამხელა კომენტარისთვის,პირველ რიგში : )
      აი სწორედ ეგ მაშფოთებს,რომმოვალეობის მოხდისმიზნით “ირაზმებიან” .მეც,შენი არ იყოს,იშვიათად დავდივარ ასეთ სიტუაციებში,რადგან არ შემიძლია ადამიანს ვუთხრა რომ ვიზიარებ მის წუხილს,როცა სულაც არ შემტკივა გული.

  4. qelexis saitxsh getanxmebi martlac amazzrzenia titqosdac yvela sachmelad da damsheuli modiso me mgonia es ukve arc chirisuflis da mitumetes arc micvalebulis pativis cemaa. axla rac shexeba tvitoon dakrdzalvamde gatarbul gonisdziebebs tavis datirebian yvelafrianad ver dagetanxmebi .. me rom bebia damegupa magalitan chems ojaxis wevrebs sulcalfexze ekidat vin ras ityoda mat tirlsa tu sxva sakitxshi micvalebulis mimart tu grdznobsiyvaruls da agmoachen rom giiyvars itireb kidec da iyvoreb kidec d aaq arafer shuahsia samezoblo tu sanatesaoo,,, me eg ubralod arsadgamigia da arc shexvedria tu arginda tirili kideravingadazalebs da chorikana usaqmuri dedakacebi ras ityvian yvelas ert adgilzekidia,

    rac sheexeba shavebs shavebi es yvelaze sapasuximgeblo rama titqos darada sulacara mase qartvelobs xom zogadat yvelafris gazviadeba da gadacharbeba gviyvars , shavebis saukunovani chacam sakmod rtylia im adaministvis visac acvia da vinc mis garshemoa (isacxvdeba ukve rom zedmetia magram raqnas ukve veegar gaixdis radgan ras ifiqreben) eklesia ams sastikad grdzaalvs da uryos aravitar shemtxvevahsi ar sheidzleba shavebis chacam wlobit 40 dgec srukebit sakmaria , turme micvalebulis suliar simshvidezec cudat aisaxeba .. ase rom cxovreba gdzeldeba da modi nu gavyvebit mat chven xom cocxlebi vart !

  5. ვერ ვიტან სამძიმრებს, პანაშვიდებს და არა იმიტომ რომ მიცვალებულის ნახვი მეშინია ან კუბოს დანახვაზე ელეთ-მელეთი მომდის უბრალოდ ვე ვიტან ამ კარგად მომზადებულ ფარსს. გარდაცვლილის შეურაცხყოფა მგონია.
    მაგრამ ეს ყველაფერი, გაჭიმული დაკრძალვის ცერემონიები და საფლავებზე უცნაური ნაგებობების წამოჭიმვა საბჭოთა პერიოდიდან მოდის. მაშინ ეს ერთადერთი იყო რაშიც ხალხს შეუზღუდავი უფლებები ჰქონდათ და ისინიც ფანტაზიორობდნენ 😦

  6. ,,ეს ყველაფერი დადგმულ შოუდ მეჩვენებოდა ყოველთვის”

    ,,იცით რა არის ყველაზე ამაზრზენი?როცა საქართველოში ადამიანი კვდება,პირველ რიგში ქელეხის მენიუზე ფიქრობენ.რა ჯობია პანაშვიდზე იმაზე ბჭობას,ხაშლამა სოკოთი გააკეთონ თუ ხორცით.”

    lol… zustad….
    hmmm…. me ,,lamaz sikvdiils” moveli… memgoni jobia winaswar instruqciebi davutovo am xalxs….. :ddd

  7. ძაან მომეწონა კაი პოსტი იყო.
    აღდგომას მამაჩემის საფლავზე ვიყავით ასული: მე ჩემი შეყვარებული და მისი ორი ძმაკაცი. ხოდა ერთი ქალი იცით როგორ ტიროდა?

    ტონალობაში, ბგერებს უწევდა, რაღაცას მიუმღერებდა მაგალითად : ვაიმე შე საწყალო-ო-ო-ო-ოო. მე ზრდილობის გულსთვის არ ვიცინოდი. და ძმაკაცები ხოხავდნენ უკვე 😐

    ამიტო მესმის ძაან ამ პოსტის, რო წერ დადგმული სცენაო, დადგმულია აბა რა არი, ცხოვრებაში არ მომაფიქრდება ასე ტირილი :დ

  8. მეზობელი გარდაიცვალა ცოტა ხნის წინ 20 წლის ბიჭი.და ერთხელ წამომცდა რა საჭიროა ქელეხი.რა ლუკმა უნდა გადაუვიდეს ვინმეს ყელში 20 წლის ბიჭი მოკვდამეთქი. ასმა კაცმა ერთად შემომხედა :”რას ამბობ შვილო, მაგის თქმა როგორ შეიძლება.ხალხი რას იტყვის” :შ:შ:შ:შ ასაკი არაფერ შუაშია პრინციპში,მაგრამ დამეთანხმებით ახალგაზრდაზე უფრო გვტკივა გული,როცა მოულოდნელია…
    ქართველს ყველაფერი უკუღმა და გაზვიადებულად (მ)ესმის… რელიგიაო,ქრისტიანობააა.და წამაკითხეთ რა ბიბლიაში სად წერია,რომ კუბო მიწაში არ გქონდეს ჩადებული გაიქეცი და კაი ხაშლამა ჭამეო.მერე იმდენი ღვინო დალიეო,რომ ვეღარ ხვდებოდე სად ხარო და სიმღერა დაიწყოოო…

    პ.ს კითხვა მაქვს გვეშველება რამე???

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s