“ყველას აინტერესებს ფეისების ცხოვრება”

გაზაფხულდა.

აქედან შორს,იაპონიის ლამაზი მიწა საკურას ყვავილებითაა მოფენილი.

თითქოს ხალხმაც გამოიღვიძა.დათვებივით არიან-ზამთარში სძინავთ და  გაზაფხულის მზის პირველ სხივზე იღვიძებენ.

თინეიჯერები ცისარტყელისფერი სარაფნებით დაფარფატებენ და მზესუმზირას აკნატუნებენ,დედები პატარა ბავშვებს ასეირნებენ,უსაქმური კაცები ეზოში დომინოს თამაშობენ.

მე კი ფანჯრიდან ვუყურებ ამ ყველაფერს და მტკივა.ხმაური მტკივა.

მათი ელემენტარული ბედნიერების მშურს.

მე მუდამ რაღაც მეტს ვითხოვ და ველი ყველასგან და ყველაფრისგან,ალბათ ამიტომაც ვარ მარტო.

ადრე ვერ წარმომედგინა ადამიანი მეგობრის გარეშე,ახლა კი თვითონ ვარ ასე.

სასაცილოა ჩემი ცხოვრება.

 

ზოგჯერ,თუ “სუფთა ჰაერის ” ჩაყლაპვა მომინდა,გავდივარ გარეთ და დავფორევერელოუნობ.ჰაერს რაც შეეხება,სუფთა ნამდვილად არ ეთქმის,მაგრამ მაინც ვყლაპავ,სხვა რა გზაა.

მომღიმარი სახეები მესალმებიან,მეც ნაძალადევი ღიმილით ვპასუხობ და გზას ვაგრძელებ.

 

ასე იწელება დღეები მარტოობაში და მეც ნელ-ნელა,უფრო და უფრო ვიძირები მელანქოლიაში.

ახლა უკვე მოცარტის რექვიემის თანხლებით ვიძინებ.გადის დრო და მუსიკაც მძიმდება,ღრმავდება.

ჩემი ხასიათი კი ,ოო…ჩემი ხასიათი უკიდურეს ცვლილებებს განიცდის  და შორდება “ხასიათის” ზოგად მცნებას.მუტაციას განიცდის.

ხანდახან იატაკზე ვიშხლართები და მყრალ სიგარეტს ვეწევი.

ზოგჯერ ვიღიმი.მხოლოდ ზოგჯერ.

რაც შეეხება ადამიანებს,მათთან ურთიერთობას ვცდილობ.არიან ერთეულები,რომლებთანაც ეს გამომდის,ზოგთან ურთიერთობის მეშინია,ვიღაცები კი მეგობრობაზე უარს აცხადებენ.არა პირდაპირ,მაგრამ მაინც.

ვარ ასე,რაღაცის მოლოდინში.ერთი ისაა,რომ ეს რაღაც რა ჯანდაბაა ვერ გამირკვევია .

ხვალიდან ვუბრუნდები დაუსრულებელ აბიტურიენტობას(რატომღაც მგონია ცხოვრების ბოლომდე გაიწელება დრო გამოცდებამდე).

დღეებიც ისევე  მუქნაკელისფრად ჩაივლის.

მაინც მაქვს რაღაცის იმედი და ველი იმ გაურკვეველ “ჯანდაბას”.

ესეც ნენსის ამჟამინდელი ცხოვრების და წამების ქრონიკები.

მორიგი ღამეც მუქდება…

and finally-i’m nancy and i know it.

მომავალ პოსტამდე.

Advertisements

2 comments on ““ყველას აინტერესებს ფეისების ცხოვრება”

  1. ,,მე მუდამ რაღაც მეტს ვითხოვ და ველი ყველასგან და ყველაფრისგან”
    მე ამას რაც მივხვდი,მას მერე ცოტა გაიოლდა ცხოვრება: ))
    აბიტურიენტობა…….. ყელშია… და თანდათან უფრო ვრწმუნდები რომ ბოლო ოტხი თვე სულ საკმარისია მომზადებისთვის,მომენატრა შენი ბლოგი (ჩემიც)

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s