იდე(ოლოგი)ა ,ფული და ერთი შანსი

იქ,სადაც  ქართველი კაცი  “არ გაცვლის თავის სამშობლოს,სხვა ქვეყნის სამოთხეზედა” ,იდეოლოგიას დაუფიქრებლად ყიდის.

ის,რომ დღევანდელობაში ფულია მთავარი მმართველი,ცხადია. ადამიანის მისწრაფებებიც ძირითადად ამ ქაღალდის კერპს უკავშირდება და შესაწირსაც არ აკლებს ყოვლისშემძლე ღვთაებას.

შესაწირი არც მეტი და არც ნაკლები-იდეოლოგია და პრინციპებია.

დიახ ამხანაგებო,აქ შეგიძლიათ შეიძინოთ თავმოყვარეობა,აზროვნება,მიდრეკილებები და სურვილები,თანაც სულ იაფად.მერე თქვენთვის სასიკეთოდ გადააკეთოთ  და ესეც თქვენი ფულზე გაცვლილი სული.

აბა მიმოიხედეთ თქვენს გარშემო,რამდენი ადამიანია გაერთიანებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში ისე,რომ სრულებით არ ეთანხმება მათ .თან კარგადაც ხედავს რა სისაძაგლეებს სჩადის მათი ბინძური ხელები,მაგრამ ჩუმადაა და სიხარულით ელოდება თვის ბოლოს რომ ამ გაჩუმებისთვის მიღებული “ოთხმოცი კაპიკი და კიდო მანეთი ” აიღოს.

ასე  “შემთხვევით” ხდება ათასი ბოროტების ხელშემწყობი და მონაწილე .

თუ ჰკითხავ რატომ უერთდები მათო,შეურაცხყოფილი  და უდანაშაულო სახით გიპასუხებს აბა ჭამა რომ მინდა რა ჩემი ფეხებით ვჭამოვო.ასე,ჭამის გამო ცეკვავენ სხვის დაკრულზე და არიან ბედნიერად.

ამოიცანით ნაცნობები?მეც.

მაგრამ ჩშშ ,კრინტი არ დავძრათ,ბოლოსდაბოლოს ჩვენც გვინდა ჭამა.

Advertisements

12 comments on “იდე(ოლოგი)ა ,ფული და ერთი შანსი

  1. ”მაგრამ ჩშშ ,კრინტი არ დავძრათ,ბოლოსდაბოლოს ჩვენც გვინდა ჭამა”
    – ჩვენ რიღათი ვჭამთ?

    თუ ჩვენც ”მათნაირები” ვართ?

  2. მარტო პოლიტიკურ პარტიებსა და საჯარო დაწესებულებებში კი არა, ძალიან ბევრ კერძო სამსახურშიც ფულის გამო ბევრი ყიდის საკუთარ პიროვნებას. თუმცა, რა არის იცი?! საზოგადოების მოთხოვნაც მგონია ეგეთი, ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებად იქცა დღეს ფული და რთულია მგისგან თავის დაღწევა. ეს არ არის ისეთი პრობლემა, რომ ასე თუ ისე მარტივად მოგვარდეს, ღირებულებების გადაფასება სჭირდება

    • კი,მართალი ხარ-პოლიტიკის გარდა სხვაგანაც გვხვდება იგივე სიტუაცია.მაგრამ იმაში ვერ დაგეთანხმები,რომ ეს ხალხის მოთხოვნაა,უბარალოდ იმდენადაა შეგუებული ამ “კანონზომიერებას” ,რომ ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნია და თვლის რომ ეს ასე უნდა იყოს.
      სწორედ ესაა ყველაზე ცუდი.

      • ხო, შეიძლება, ალბათ.. ეგრე ხოა და მოთხოვნაა თუ შეგუება ეგ შემდგომი განხილვის საგანია, ყველზე ცუდი ისაა, რომ ხალხის დიდ ნაწილს მიაჩნია სწორად

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s