ნიღბების თამაში

 მთელი ცხოვრებაა ყრუდ მესმის მუსიკა,შორეული სამყაროდან.იქ ალბათ ცეკვავენ ცხოვრებას,მღერიან ტკივილს,უკრავენ ბედნიერებას…

 რამდენჯერ მინატრია ამ ბედნიერების ნოტები მოეცა ვინმეს ჩემთვის,თუნდაც 5 ნოტი,ან ოქტავა.

ნოტებს ვნატრობ,თუმცა არასდროს უსწავლებია ვინმეს ჩემთვის ცხოვრების როიალზე თითების აცეკვება.მე იქ მხოლოდ შავი კლავიშების ჟღერადობა მსმენია.მხოლოდ სი ბემოლის ეულ კვნესას დაუტყვევებია ჩემი გონება.

ზოგჯერ ვცდილობ წარმოვიდგინო,როგორია თეთრი კლავიშის კვნესა.თუმცა არა,თეთრი კლავიში ალბათ იცინის.

სიცილი…იმ სამყაროში ყველა იცინის,მაგრამ გულწრფელად მხოლოდ ერთეულები.

სწორედ მათ მოსაძებნად გავეშურე ამ სამყაროში და რაც უფრო ვუახლოვდებოდი,მით უფრო მატყვევებდა მათი მუსიკა.

ბოლოს მკაფიოდ გაისმა რამდენიმე მჭექარე ნოტი,რომელიც სულაც არ ჰგავდა იმ გულწრფელი ბედნიერების ჟღერადობას,რომელიც წარმოდგენილი მქონდა.

შევედი უზარმაზარ დარბაზში,რომელიც სასვსე იყო ფერადი ჯამბაზებით,ცხვრის სამოსში გამოწყობილი ტირანებით,მომღიმარი ნიღბებით… ეს ცხოვრების ბალ-მასკარადი იყო.

მე კი ამდენ ნიღაბში,ერთი გულწრფელი სახე უნდა გამომეძებნა და როცა ირგვლივ მიმოვიხედე,მაშინღა მივხვდი რომ  ძნელი საქმე დავაკისრე საკუთარ თავს.თუმცა უკან დასახევი გზა აღარ იყო და მეც შევუდექი ძებნას.

 

მეც მთავაზობდნენ მომღიმარ ნიღაბს მაცდურად.ხელში მაჩეჩებდნენ ამაზრზენ სახეს და სარკეში მახედებდნენ იმაში დასარწმუნებლად, რომ მიხდებოდა ღიმილი.სარკეში ვიხედებოდი და ვხედავდი თვალთმაქც ღიმილს.არა,მე ეს არ ვიყავი .ვაგდებდი ნიღაბს,ვამტვრევდი სარკეს.

ბედნიერების ნოტებსაც ნიღაბი ეკეთა.მე ამას მივხვდი და მეტკინა…

ვეძებდი გულწრფელობას,ის კი არ ჩანდა.

წარმოიდგენთ,რამდენჯერ შემეშალა ნამდვილი სახე,ნიღაბში?ბევრჯერ.ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მიძლიერდებოდა ტკივილი და მენატრებოდა სი ბემოლი.

ვცდილობდი დამენგრია ყველა სარკე,ყველასთვის ჩამომეხსნა ნიღაბი,მაგრამ ამაოდ.

ჩემს თავს ვეუბნებოდი-“თუ არ დაიკარგე,ვერ აღმოაჩენ უცნობ ადგილებს” და განვაგრძობდი ძებნას.

უშედეგოდ…

უცებ მომესმა სი ბემოლის კვნესა.ჩემი სამყარო მეძახდა.

გულწრფელი იყო სი ბემოლი.

მე დავბრუნდი.შორიდან ისევ მოისმოდა ამაზრზენი მუსიკა.

ახლა ვუკრავ შავ კლავიშებზე და ვხვდები,რომ ზოგჯერ შავი კლავიშიც იცინის,მთავარია კარგად დაუგდო ყური.

უცნობი ადგილები არ აღმომიჩენია,მაგრამ ოდესმე ისევ დავბრუნდები იმ სამყაროში და განვაგრძობ ძებნას.


Advertisements

20 comments on “ნიღბების თამაში

  1. xo… kargi shegrdznebaa roca isev shens samyaros ubrundebi… ,,bunebriv mdgomareobas”.
    omdenad myudroa chemi ,,shemodgoma” rom me aqedan agarsad gasvlas ar vapireb…^^ arc vinmestvis gaziarebas… :p xddd

  2. ძალიან ძალიან მომეწონა…
    “ამ ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია, ცხოვრება – ეს ხომ ნიღბების კარნავალია ” ))

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s