Gloomy sunday

ცივი ქარი  სასტიკი ტირანივით დააბიჯებს ჩაბნელებულ ქუჩებში.ფანჯრის ღრიჭოებიდან მესმის მისი ზუზუნი.

ქარი ქრის,ქარი ქრის,ქარი ქრის….

ფიქრებაშლილი მივჩერებივარ მარტოობას,ის კი ამაზრზენად მიყურებს შიგ თვალებში და ბინძურ ირონიას მაფრქვევს.

გარეთ გავდივარ..ქუჩები ისეთივე ცარიელია,როგორც მე.

მივდივარ ნელა,უმიზნოდ.

სიგარეტს ვუკიდებ და ბოლს ქარს ვჩუქნი.

გეძებ…

 

მხოლოდ მეხსიერებაში დარჩი ცოცხალი,სხვაგან ყველგან მოკვდი,დაიმარხე.გაქრი…

მე გშლი. უკლებლივ ყველა მოგონებიდან.

ხალხი.

წაშლილი სახეები.

ბოლოჯერ ჩავისუნთქე სიგარეტის ბოლი და ეს უკანასკნელიც ქარს ვაჩუქე.

გეძებ.

ვუყურებ ყველას ჩემს გარშემო,მაგრამ ეს უსახო არსებები სულაც არ გგვანან შენ.

მე ვეძებ რაღაც არამიწიერს,რაღაც სახიანს.

ვეძებ,რომ მასში ჩავდო ჩემი ნაწილი და სიცოცხლე განვაგრძო.

სიცოცხლე სხვაში.

Advertisements

7 comments on “Gloomy sunday

  1. აი ბინძურ ირონისო არ მომეწონა, ყოველთვის ბინძური სულაც არაა ირონია :დ ( მე ვწერ ხშირად ირონიით და … ) :დ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s