კლოუნის თვალთახედვა

 ზოგადად,ბაშვობიდან მომწონდა კლოუნები .განსაკუთრებით,მოწყენილი კლოუნები,უფრო განსაკუთრებით კი პიერო…

აბა რა ნამუსით უნდა მევლო დედამიწაზე ერთ-ერთი კლოუნის თვალთახედვას რომ არ გავცნობოდი,ასე რომ ხელთ ვიგდე ჰაირნრიხ ბიოლი ეს შედევრი.

მთავარი გმირისჰანს შნირის “თვალთახედვა” საკმაოდ საინტერესო გამოდგა,რიგითი კლოუნის კვალობაზე.ეს არის ადამიანი,რომელსაც აქვს  პროტესტი იმ გარემოს მიმართ,რომელშიც თვითონ ცხოვრობს.სხვათაშორის, პროტესტის ერთ-ერთი საგანი ჰანსის დედაა,რომელმაც ჰანსის და-ჰენრიეთე საზენიტო სამხედრო ნაწილებში გაისტუმრა,სადაც ის დაიღუპა.ჰანსმა ეს ამბავი ვერაფრით მოინელა…

ჩვენი კლოუნი იმ ამბავმაც საზარლად შეძრა,როცა მის თვალწინ პატარა ბიჭს გეორგს ხელში ყუმბარა აუფეთქდა და თვითონაც აფეთქდა,გარშემომყოფების რეაქცია კი მხოლოდ ერთი ცივი და ულმობელი წინადადებით გამოიხატა-“საბედნიეროდ გეორგი ობოლი იყო”.

ჰანსი საკმაოდ მარტოსული ადამიანია,მისი ცხოვრება უსაშველოდ ერთფეროვანია.

“კარგი პიერო ვიქნებოდი,მაგრამ შემეძლო კარგი კლოუნიც ვყოფილიყავი”

ბატონ შნირს რამდენიმე დამახასიათებელი თვისება აქვს-მას აწუხებს მელანქოლია,ალკოჰოლიზმი,თავის ტკივილები და მონოგამიისაკენ მიდრეკილება.მას შემდეგ,რაც სატრფომ-მარიმ მიატოვა,სხვა ქალთან ურთიერთობა არ ჰქონია და ვერც წარმოიდგენს,როგორ უნდა აკეთოს “ის საქმე” (როგორც თვითონ უწოდებს) სხვა ქალთან.

ერთი უცნაური თვისებაც აქვს-ტელეფონის მეშვეობით სუნსაც აღიქვამს,ასე რომ ზოგჯერ ტელეფონით საუბრის დროს მოხარშული კომბოსტოსა და იაფასიანი  სუნამოს სუნრელსაც შეიგრძნობს.

ჰანსს აღიზიანებს ფსევდომორწმუნეები,რომლებითაც სავსეა მისი ქალაქი.არ მოსწონს ქორწინებასთან დაკავშირებული  უსამართლო კანონები და დოგმები.

“-გაოცებული და გონებაჩლუნგი იმ  ძაღლების გამო უნდა იყოთ,თავიანთი ცოლები კანონიერ საკუთრებად რომ მიაჩნიათ.მას შემდეგ,რაც შევიგნე,რომ მამრობით სქესს ვეკუთვნი,არაფერზე ვფიქრობ იმდენს,რამდენსაც ამ საქმეზე და თქვენ ეს გაოცებთ?”

ბიოლისეული კლოუნის თვალთახედვის მიხედვით “ზოგიერთი ცოცხალი მკვდარია,ზოგიერთი მკვდარი კი ცოცხალი”.

რაღა დასამალია და კლოუნის პიროვნებაში ჩემი თავი აღმოვაჩინე,მელანქოლიით დაწყებული,შეხედულებებით დამთავრებული.

აბა მე მეტი რაღა ვთქვა,დანარჩენს თვითონ წიგნიდან გაიგებთ და კლოუნსაც პირადად გაიცნობთ 🙂

Advertisements

27 comments on “კლოუნის თვალთახედვა

  1. ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნია ჩემი. ზომიერად დამგრუზველი, მძიმე და სევდიანი. არცერთი წინადადება ზედმეტი არ აქვს ბიოლს. ძალიან მიყვარს..

    აი სიმღერაც, რომელსაც “კლოუნის თვალთახედვის” კითხვისას უნდა მოუსმინო:

  2. განგებ არ წავიკითხე შენი პოსტი…
    მეშინია რამე შინაარსობრივს არ წავაწყდე…
    ადრე ბიოლის მხოლოდ მომცრო ზომის მოთხრობები მქონდა წაიტხული, ახლახანს კი უკაცო სახლი დავამთავრე…
    ერთი სული მაქ მაგას როდის დავიწყებ ❤

  3. უკაცრავად და ”პიერო” ვინ იყო,რას წარმოადგენა იქნებ მითხრათ? შემთხვევით დელი პიეროზე ხომ არ არის ლაპარაკი?:D 😀 არა,არა მართლა მაინტერესებს,წინასწარ მადლობა…

  4. ვკითხულობ და მიკვირს ყოველიი წინადადება როგორიი დატვირთულიაა…… ძალიან კარგიი წიგნიია ^^

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s