დუმილი

 მე პატარა ვიყავი დედამ რომ აქ მომიყვანა.ყველაფერი კი ასე დაიწყო…

მამა სვამდა.როცა მთვრალი მოდიოდა სახლში დედას სცემდა.მე მაგიდის ქვეშ ვიმალებოდი და ვტიროდი ან კედელს ვუბრახუნებდი ხელებს.

მახსოვს დედას დალურჯებული სხეული,დასიებული ცრემლიანი თვალები.

მამაც მახსოვს.ცხოველის თვალებით და იაფასიანი არყის სუნით აყროლებული.მისგან მხოლოდ ცუდი მოგონებები დამრჩა შრამად მეხსიერებაში.

ერთ დღესაც მამამ დაგვტოვა.

ამ დღის მერე დედა შეიცვალა.ვატყობდი,რომ ძალიან უჭირდა.ყოველღამე სახლში ვიღაც კაცები მოყავდა,მერე ოთახში იკეტებოდნენ და იმის წარმოდგენაც  კი მზარავს იქ რას აკეთებდნენ.

ასე გრძელდებოდა დიდი ხანი,სანამ ერთ დღესაც დედამ არ ჩაალაგა ჩემი ტანსაცმელი ჩემოდანში და მითხრა წავედითო.

წვიმდა და ფეხსაცმელში წყალი შემდიოდა.დედა მიმარბენინებდა სადღაც შეშლილი სახით.მთელი გზის განმავბლობაში ხმა არ ამოუღია.ხოლო როცა ამ შენობას მოვუახლოვდით ჩემსკენ დაიხარა და მაგრად ჩამეხუტა.მისმა ცრემლებმა ყელი დამისველა.მერე ადგა და წავიდა.

დიდხანს ვეძახდი დედას.ვთხოვდი დაბრუნებულიყო,თან წავეყვანე,მაგრამ უკან არ მოუხედავს.

იმ წამს შემძულდა მთელი სამყარო და გადავწყვიტე გაჩუმება.

ვდუმდი,როცა რაღაცას მეკითხებოდნენ.

ვდუმდი,როცა მტკიოდა,მშიოდა,მწყუროდა.

ვდუმდი,როცა მინდოდა მეყვირა…

იქ  ბევრი ჩემნაირი ბავშვი იყო.,ზოგიერთს მშობლებიც აკითხავდნენ.ზოგჯერ სხვა ადამიანები მოდიოდნენ ჩვენს გასართობად. ყოველდღე ველოდი დედას,მაგრამ არ ჩანდა.

მე ვდუმდი ყველასთან .არ მინდოდა მათთან ლაპარაკი,მათი მოფერება,არ მინდოდა შემყვარებოდა ისინი,რადგან ვიცოდი წავიდოდნენ.ამიტომ ვდუმდი…

მას მერე დიდი დრო გავიდა.ახლა  ჩემში პატარა არსება  იზრდება და ვიცი რომ არასდროს  არ მივატოვებ. არა აქვს მნიშვნელობა რა მოხდება,მე სულ მის გვერდით ვიქნები.

ჩემი პატარა ბედნიერი იქნება.ის არ აირჩევს დუმილს,მას არ შეეშინდება მოფერების.

მე კი უკვე დროა გავაქრო წარსულის იარები,გამოვიდე სიბნელიდან და ვიყვირო! ერთხელ და სამუდამოდ დავარღვიო დუმილი და ვიყვირო ბოლო ხმაზე ისე,რომ დედამაც გაიგონოს სადღაც,იქ…

*   *   *

ჩემი დედიკო ყველაზე კარგი დედიკოა ამქვეყნად.ის სულ ჩემს გვერდითაა და მეფერება.ზოგჯერ წამოხტება და ყვირილს იწყებს,ამ დროს დედას ბედნიერი სახე აქვს.ჩემი მეგობრები ფიქრობენ,რომ გიჟია,მაგრამ ეს ასე არ არის.მას უბრალოდ უყვარს ყვირილი,ამბობს დიდხანს ვიყავი ჩუმადო.

მაგრამ მგონი ჩემს დედიკოს არ ჰყოლია დედა.როცა მასზე ვეკითხები სახე ეცვლება,დგება და ფანჯარასთან  ზის საათობით.

ალბათ ვიღაცას ელოდება.

პ.ს. ეძღვნება გლდანის ბავშვთა სახლში მცხოვრებ მარის,რომელიც იშვიათად ლაპარაკობს.მარიმ თავი დაიმკვიდრა ჩემს მეხსიერებაში და არასდროს დამავიწყდება.

Advertisements

20 comments on “დუმილი

  1. გამოხმაურება: კომენტარი | "ენტოცია – წვეთი ზღვაში"

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s