წვეთი

მარტო ვარ ცხოვრების ამხელა ოკეანეში.

წვეთი…ერთი პატარა წვეთი.

უკვე ბევჯერ აორთქლებული და ღრუბლებს შეფარებული,ისევ ახალ ადამიანად ქცეული და ოკეანეში დაბრუნებული.

რა არ გადამხდენია ამ ერთ წვეთ ცხოვრებაში.

ფიფქიც ვყოფილვარ ბავშვის მუჭში ჩამდნარი. მერე ტალახად ქცეულ ჩემს სხეულზე ბევრ ადამიანს დაუბიჯებია უმოწყალოდ და მილიონ წყლის ბურთულად დავუშლივარ.

ნამიც ვყოფილვარ…დილით მწვანე ბალახზე დასვენებულს მზის სხივი მხვდებოდა და მაღვიძებდა.მერე თავისთან მივყავდი…

ზოგჯერ,როცა ღრუბლებიდან ხმელეთზე ვეშვები,ადამიანები გამირბიან,იმალებიან.მე კი ცივ ასფალტზე ვენარცხები.

არ მიყვარდა,როცა წვიმად მოვდიოდი.ერთხელ კი საოცრება მოხდა.

მე ვეშვებოდი ხმელეთზე,ვუყურებდი როგორ გამირბოდა ხალხი და ვნაღვლობდი.უცებ პატარა გოგონას შიშველი ხელები დავინახე,რომელიც გაშლილიყო და შეუჩერებლივ ბზრიალებდა.ცოცხალი,მწვანე თვალები ჩემსკენ მოემართა და მიღიმოდა.

იცით,იმ წამს ვიგრძენი ჩემი რაობა,რომელიც ამდენი საუკუნის განმავლობაში გაუგებარი იყო ჩემთვის.

პატარა გოგონას ლოყაზე დავვარდი და მივგორავდი მის ნაზ კანზე.

ეს დიდი ხნის წინათ იყო.მაშინ მე ბედნიერი ვიყავი.

დღეს კი ცრემლი ვარ.

ერთი პატარა წვეთი ცრემლი.

გასაკვირია,რამდენი ტკივილის დატევა შეუძლია პატარა წვეთს.

რამდენის….

მე მარტო ვარ ცხოვრების ამხელა ოკეანეში.

Advertisements

15 comments on “წვეთი

  1. ძალიან მიხარია, რომ წაიკითხე და მოგეწონა…ახლა სხვისი ჯერია, უნდა გავანათლოთ ქვეყანა და ამაში თუ დამეხმარები, მადლობელი ვიქნები…არ ვიცოდი ასეთ ბლოგებს თუ წერდი…

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s