ტრაგედია ტრაგედიაში

იდუმალი,როგორც ჯოკონდას ღიმილი.

ცივი,როგორც ყინული.

უემოციო,როგორც მელანქოლია.

მე ვიფანტები…

ხორცს ვიგლეჯ,რადგან მისგან თავის დაღწევა   მინდა.

ჩვენ მოვკვდით.

ცხელი სისხლი ნელა მიიზლაზნება ყინულზე    და წითელ ბზარებს ტოვებს.

ვიშლები მილიონ ატომად.

მე ფრთები მომკვეთეს  .

ოცნებები გილიოტინაზე ჩამოახრჩეს და მათი    თავები  ჩემს წინ ყრია .

გლობალური გამყინვარება ემოციებში.

გრძნობების გადაშენება.

რომის დაცემა ჩემში.

ჩვენ მოვკვდით…

“იხილა შეყვარებულმა ორფეოსმა

სატრფოს გაციებული სხეული.

დასტიროდა ორფეოსი ევრიდიკეს

და სამყაროც ტიროდა მასთან ერთად.”

ცხრა მუზა დაეხეტება ჩემში.

სისხლი ისევ  ანგრევს ყინულს.

ორფეოსი უკრავს ოქროს ლირაზე ჩემს სევდას.

სულების სამეფომ ჩაითრია შენი გრძნობები.

და…მოკვდი.

მე მინდოდა დამებრუნებინე,დავეხეტებოდი ჰადესში და გეძებდი.

მაგრამ არ ჩანდი.

ჩვენ მოვკვდით.

და…

“ევრიდიკეს ერთგული დარჩა ორფეოსი

და აღარავინ შეიყვარა.”

მე დაგელოდები სტიქსს მიღმა.

Advertisements

29 comments on “ტრაგედია ტრაგედიაში

  1. საოცრად წერ! სიტყვებს ვერ ვპოულობ მართლა,, აღფრთოვანებული ვარ შენი ემოციებით, გრძნობებით, ნიჭით და შესაძლებლობებით. კარგი გოგო ხარ შენ , ასე გააგრძელე

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s