დღეს ეს ეპოქაა!

სიცივემ დაორთქლა ფანჯარა.მის მიღმა არაფერი ჩანს.

მე მუდამ ვცდილობდი დამენახა რა იყო ჩარჩოებს იქით,მაგრამ ვერასდროს ვერაფერს ვხედავდი.

გარეთ წვიმს.შიშველი ხეები და მიწა ჩაშავებულია.

შავი ქოლგებით დადიან უემოციო სახეები  და ტალახში აქვთ ამოსვრილი მთელი მორალი.

ჭუჭყიანი ბავშვი ცივ მიწაზე ზის,წებოთი გაბრუებული და მუჭში ჩატენილ ორიოდ გროშს მისჩერებია.

რიგითი ლოთი რვიანებს ხაზავს უცნობ ქუჩაზე იაფასიანი არყით ხელში და ვიღაცას აგინებს.

ამ ეპოქაში ქაღალდის კერპებს ეთაყვანებიან!

ზოგი შემწვარ გოჭს იტენის პირში,ზოგიც სანაგვიდან ამოღებული დაობებული პურის ნატეხით ცოცხლობს. ვიღაც ვირთხებით სავსე ქუჩაზე დგას და უცნობის ბინძურ   ყვერებს ლოკავს იმისთვის,რომ ჭამოს.

დღეს ეს ეპოქაა!

ჩვენ ამ ეპოქის შვილები ვართ!

დღეს ქაღალდია ღმერთი!

 ქუჩაზე

პატარა პირუტყვებივით ყრია ბავშვები

ზამთრის ქუჩებში.

პირუტყვებს რამე მაინც ფარავს,

ბავშვებს–არა რა.

ხბოს რომ ბოსელში შეაგდებენ

ამ ცივ ზამთარში,

მას თვალებჭრელი ეყოლება

ძვირფასი ძროხა.

მაგრამ ბავშვებსაც

ნახირივით უყვართ ცხოვრება.

აი,ქუჩაზე ეტლს მიათრევს

ფაშატი ცხენი,

იცის იმ ცხენმაც,რომ დახვდება

სითბო და თივა.

მოხსნიან ლაგამს და საპალნეს ,

მისცემენ თოფრას.

ასე არ ოცნებობს პატარა მაწანწალა,

ამოწუმპული და უფერული.

იგი ეხლავე არის მშიერი მგელი,

იგი ეხლავე არის ლაქუცა ძაღლი.

სნეული ბავშვები.

კატის კნუტებივით ღამით მიყრილი

თოვლიან ქვებზე,

ოცნებობენ მკვლელობაზე,

სისხლზე და ცეცხლზე.

Advertisements

9 comments on “დღეს ეს ეპოქაა!

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s