ფიქრის საათია

აუხდენელი ოცნებები აყროლდა.

ვგრძნობ,როგორ ფუსფუსებენ მატლები.

ცისარტყელა გაშავდა, ყვავილები გახმა,პეპლები მოკვდნენ,თოვლს კი დიდი ხანია ტალახი შეერია.

გახრწნილი ოცნებები ერთად ჩავყარე სკივრში და საზოგადო ნაგავსაყრელზე მოვისროლე.

ახალი ოცნებების დროა.ნათელი ფერების,თეთრი თოვლის,უკვდავი პეპლების…

საათი წიკწიკებს .სხეული ფეთქავს ისრის ყოველ დინჯ ნაბიჯზე,რომელიც დაუსრულებლად მოძრაობს წრეზე და არსად არ უხვევს.

ღამეა.

მე ისევ კედელს ვუყურებ.

უკვე დიდი ხანია ჩემს ფანჯარას მთვარე აღარ ანათებს.

გული ფეთქავს,ვსუნთქავ,ვცოცხლობ.

საათი წიკწიკებს.

გალაკტიონს კი ისევ აინტერესებს რომელი საათია.

–ფიქრის საათია.ახალი ოცნებების საათია.

მზის პირველი სხივი კედელზე აირეკლა პეპლად.

გათენდა.

Advertisements

19 comments on “ფიქრის საათია

  1. ,,აუხდენელი ოცნებები აყროლდა,ცისარტყელა გაშავდა, ყვავილები გახმა,პეპლები მოკვდნენ,თოვლს კი დიდი ხანია ტალახი შეერია.”
    ტკივილი…! იმედგაცრუება…! ტკივილი…! იმედგაცრუება…! ტკივილი…! იმედგაცრუება…! ტკივილი…! იმედგაცრუება…!
    აუტანელია უკვე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  2. ცისარტყელა გაშავდა, ყვავილები გახმა,პეპლები მოკვდნენ,თოვლს კი დიდი ხანია ტალახი შეერია.

    რეალიზმ, რეალიზმ, მრეალიზმ….

  3. არადა იმედგაცრუება კი არა უფრო პოზიტიური პოსტია ვიდრე ნეგატიური.

    რატომღაც ეს ფრაზა უყურადღებოდ დარჩა და მახოლოდ შავმა ცისარტყელამ მიიქცია ყურადღება – “ახალი ოცნებების დროა.ნათელი ფერების,თეთრი თოვლის,უკვდავი პეპლების…”

    და კიდევ: პოსტი მთავრდება ოპტიმისტურად – ”მზის პირველი სხივი კედელზე აირეკლა პეპლად.

    გათენდა.”

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s