მცნება#3 – არ გააიდეალურო

პირველ რიგში,შევთანხმდეთ,რომ ყველა ადამიანს აქვს შექმნილი რაღაცის იდეალი.მათს შორიც მეც,რა თქმა უნდა.

ბედნიერი სამყარო,პლატონური სიყვარული,”თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი”, დედა,მამა,სილამაზე…

ეს და სხვა იდეალები ისეთი იდეალურია,რომ  მხოლოდ მიახლოვება თუა შესაძლებელი მათთან.

არსებობენ ადამიანები,რომლებიც იდეალებით ცხოვრობენ  და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მათ შენატრიან.ამ კატეგორიას ცოტა არ იყოს და უჭირს რეალობის კვალდაკვალ სიარული და მთელ ცხოვრებას რაღაცის ძიებაში ატარებს. არა მარტო ისინი,არამედ ზოგადად ადამიანთა რასა.

ის ფაქტი,რომ ეს ძიება დაუსრულებლად გრძელდება,საეჭვოა იდეალი ოდესმე არ დაიმსხვრეს.

ვთქვათ,მე მაქვს წარმოდგენილი იდეალური სახლი,გავიდა დრო და ავიხდინე ეს ოცნება.ასრულებისთანავე,მას სხვა იდეალი ჩაანაცვლებს.

ყოველთვის იარსებებს “უკეთესი”.

მჯობზე მჯობი არ დაილევაო,ხომ გაგიგიათ? ჰოდა იდეალების საქმეც ეგრეა,მარტივად რომ ვთქვათ.

მაგრამ არის შემთხვევები,როდესაც ვაიდეალებთ ადამიანს.აქ საქმე ცოტა რთულადაა.

პირველი მცნების მოშველიება არ გვაწყენდა ,რადგან აქაც გეგმებს უკავშირდება საქმე რაღაცმხრივ.

ადამიანი და იდეალურობა ისე შორსაა ერთმანეთისგან,როგორც წაღვერი და თბილისი.

და მართლაც,აჰ ნეტავი ერთად იყოს…

არასოდეს,არასოდეს,არასოდეს გააიდეალუროთ ადამიანი! ყოველშემთხვევაში ცოცხალი…

მითუმეტეს თუ ახლო ურთიერთობა გაქვთ მასთან.

ადამიანი მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს იმედგაცრუებისთვის,გაიდეალურება კი პირიქით –მიწას გითხრით და ზემოდან ფოთლებს აყრის.

კარგად მოსინჯეთ მიწა ყოველი ნაბიჯის გადადგმისას!

ერიდეთ იდეალებს,ისინი ყველაზე საშიში ქმნილებები არიან!ადამიანი ხომ მუდამ საკუთარი ხელით ქმნის ყველა ქვას,რომელსაც შემდეგ თვითონ წამოკრავს ხოლმე ფეხს და წაიქცევა.

რაც შეეხება არამატერიალურ იდეალებს,მათთან მიახლოვება შესაძლებელია,ახდენა–არა.

იოცნებეთ რამდენიც გინდათ და რაზეც გინდათ,მაგრამ იმედები არ დაამყაროთ,არ მიეჯაჭვოთ.

დაიმახსოვრეთ,რომ ადამიანი დაუკმაყოფილებელი არსებაა,თქვენ კი სწორედ ამ რასას ეკუთვნით.

კარგად მოსინჯეთ მიწა.განსაკუთრებულად კი ის ადგილი,სადაც ლამაზი ფოთლებია მიმოფანტული,რადგან სწორედ ასეთ ლამაზ ადგილებში არის დიდი ორმო თქვენთვის გამზადებული.

Advertisements

20 comments on “მცნება#3 – არ გააიდეალურო

  1. უი ნენსი შენ ხარ ? დღეს ვეძებდი შენს ბლოგს ძალიან დამაინტერესდი ჩემს ბევრ პოსტზე ვნახე შენი ლაიქები და გამეხარდა ❤

  2. მომწონს ეს მსჯელობა. ადამიანი სულ უნდა სინჯავდეს მიწას, რომ უცებ არ მოსწყდეს. იდეალური ადამიანი და იდეალური უერთიერთობა კი არ არსებობს. არც არაფერია იდეალური ამ სამყაროში.

  3. ნუ გეშნიათ იდეალების, თქვენ მაინც ვერასოდეს მიაღწევთ მას…
    არ მსხოვს ივსია…. ^^

    არა, არა, ისე მეც ცეცხლითა და მახვილით ვებრძვი ადამიანის გაიდიალებას ^^
    ამაზე უარესი რა უნდა იყოს 😐

  4. იდეალების საუკეთესო თვისება ისაა რომ ისინი იმხვრევა 🙂
    მე დამემსხვრა იდელაი როცა ექვსი წლის ასაკში გვაიგე რომ ბარბი სიგარეტს ეწევა და კენს ვინღაც სერფერ, დაკუნთულ დავიდთნ ღალატობს :))))))))

  5. სიყვარული, რომელიც პირველივე დაბრკოლებაზე ქრება.. ისეალები, რომლებიც სულაც არ არიან იდეალები ან იდეალობას და გიმილს უკან მალავენ მთელს სამყაროს და უიმედოდ ელოსდებიან ადამიანს, რომელიც ცხენზე ამხედრებული თანამედრო პრინცი იქნება, რომელიც გაიგებს რას გრძნობენ… თუ იდეალები, რომლებიც იდეალური ნაკლების დამალვას, სხვისი დამცირებით ან ვითომ იდეალურობით მალავენ… მაგრამ სინამდვილეში ყველა ადამიანს, ერთი რამ აეთიანებს, ყველას უნდა, რომ ვიღაცას უყვარდეს, აი ისე მარტო შენი ბედნიერება, რომ უნდა და არ აქვს მნიშვნელობა, შენთან ერთად იქნება ამ დროს თუ არა… მაგრამ ახლა ეს მხოლოდ ბანალურობაა, ესეთი ადამიანები აღარ არსებობენ, ყოველთვის იარსებებს შური, კომპლექსები და არასრულფასოვნება..
    სინამდვილეში ადამიანის ყველაზე დიდი სრულყოპილება(სრულფასოვნება) ისაა, როდესაც აწმყოს აფასებ და რეალობით ცხოვრობ.

  6. რათქმაუნდა, როდესაც ადამიანები წარსულით ან ოცნებებით ცხოვრობენ და რეალობის შეგრზნებას კარგავენ სამწუხაროდ.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s